ამჯერად ირაკლი კობახიძის კრიტიკის ობიექტი დავით არახამია გახდა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თანაპარტიელი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი, დავით არახამია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კრიტიკის ობიექტი გახდა. კობახიძე მას ენმ-სთან კავშირებში სდებს ბრალს და ამბობს, რომ უკრაინა მათთვის "არახამია არ არის".
ბრიფინგი, რომელზეც მმართველი გუნდის თავმჯდომარეს ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამბავზე — ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოთხოვნაზე უნდა ესაუბრა, სულ სხვანაირად დაიწყო. კობახიძემ დრო ჯერ პარტნიორი ქვეყნის, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების კრიტიკას დაუთმო, ელჩის გაწვევაზე. შემდეგ კი, ტრადიციულად, ნაციონალური მოძრაობისთვის მოიცალა.
ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, კობახიძემ ყველაფერში ენმ დაადანაშაულა და ისიც კი თქვა, რომ ამ პარტიას უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენა აქვს. ერთ-ერთ არგუმენტად მან სწორედ არახამია მოიყვანა.
"აშკარაა კოორდინირებული მცდელობა საქართველო ჩათრეული იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება ნაციონალური მოძრაობის მიერ, რომელსაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, მრავლად ჰყავს წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის, პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც. დავით არახამია, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავად აღნიშნა, მისი "დაფრთიანებულია".
უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენპროკურორი, ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები. თავად მიხეილ სააკაშვილიც დღემდე რჩება რეფორმების საბჭოს ფორმალურ ხელმძღვანელად. ასეთ პირობებში, მათ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, ბუნებრივია, მარტივად შეუძლიათ", — თქვა კობახიძემ.
თუმცა ქართული ოცნების თავმჯდომარე მხოლოდ ამას არ დასჯერდა და არახამია იმ ქართველ მაღალჩინოსნებთან ერთად ახსენა, რომლებსაც მანამდე კრიმინალები უწოდა. თან ისიც დააყოლა, რომ ეს ხალხი მათთვის უკრაინა არ არის.
"ჩვენთვის უკრაინა არის არა მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე ან დავით არახამია, არამედ პირველ რიგში უკრაინელი ხალხი, რომელიც იმსახურებს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ამ პრინციპების დასაცავად საქართველო თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს და გააკეთებს", — თქვა მან.
აღსანიშნია, რომ კობახიძის ამ განცხადებას წინ უძღოდა სააკაშვილის პოსტი, რომელშიც ექსპრეზიდენტი წერდა, რომ უკრაინაში არახამიას პოლიტიკური კარიერა მის პარტიაში დაიწყო და ჰოლანდიაში გაგდების შემდეგ, ის ზელენსკისთან გადავიდა.
კობახიძის განცხადებას უკვე უპასუხეს ენმ-ში. ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს არის პირდაპირი თავდასხმა უკრაინაზე რუსების ინტერესების სასარგებლოდ და მსგავსი რიტორიკა არის არსობრივად ანტიევროპული.
"მაშინ, როდესაც ერთიანი, თავისუფალი სამყარო მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მაშინ, როდესაც ევროპის პარლამენტი, ფეხზე ამდგარი, რა კადრებიც გუშინ ვიხილეთ, ტაშს უკრავს უკრაინის მებრძოლ პრეზიდენტს, მაშინ, როდესაც მომსწრენი ვართ მსოფლიო საზოგადოების არნახულ კონსოლიდაციისა და სოლიდარობის უკრაინის მიმართ, საქართველოს მთავრობა რუსეთის, ბელარუსისა და ყირგიზეთის კვალად, საჯაროდ ესხმის თავს პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს.
ქართული ოცნება, ასევე, თავს ესხმის უკრაინის მთავარ მომლაპარაკებელს მტერთან, აფხაზეთიდან დევნილს, ბატონ არახამიას და რუსების და კრემლის მსგავსად, ბატონ არახამიას კრიმინალს უწოდებს", — განაცხადა ნიკა მელიამ.
განახლება: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ფოტოზე გამოტანილ ციტატაში გამოტოვებული იყო სიტყვა "არ", რაც არსებითად ცვლიდა კობახიძის აზრს, ამიტომ დაზუსტდა და შეიცვალა.
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები