GPB-ში ჯერ კიდევ მსჯელობენ, გადაუხდიან თუ არა TNS-ს ეგზიტპოლის ჩატარების საფასურს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს არხის მენეჯმენტთან ერთად გააგრძელა მსჯელობა, უნდა გადაიხადოს თუ არა მაუწყებელმა TNS-ის მიერ 2016 წლის არჩევნებისთვის ჩატარებული ეგზიტპოლებისთვის 76 399 ევრო. სამეურვეო საბჭოს 18 აპრილის სხდომაზე გაირკვა, რომ საბჭოსაც და არხის მენეჯმენტსაც ერთნაირი მოსაზრება აქვთ და მიაჩნიათ, რომ თანხა არ უნდა გადაიხადონ. თუმცა, შესაძლოა, მაუწყებელმა TNS-ს ცესკოსგან განსხვავებული მონაცემების მიუხედავად, თანხა მაინც გადაიხადოს.
იმ შემთხვევაში თუ მაუწყებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას არ გადაიხდის, შესაძლოა, TNS-მა სასამართლოს მიმართოს. ხელშეკრულების მიხედვით, დავა მხოლოდ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოშია შესაძლებელი, რაც დავის წარმოების შემთხვევაში, მაუწყებლისთვის დამატებითი ფინანსური ხარჯი იქნება. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მაუწყებელს მოუწევს ხელშეკრულების თანხის გადახდა, რასაც, შესაძლოა, სანქციაც დაემატოს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედმა გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ TNS-ს მისწერა, რომ მაუწყებელი არ გეგმავს თანხის გადახდას. თუმცა, საკითხზე სამსჯელოდ სამეურვეო საბჭოს მაინც მიმართა.
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, გრიგოლ გოგელიას კი მიაჩნია, რომ TNS-ისგან შესაძლოა კომპესაციაც მიიღონ, რადგან მათ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.
"ჩვენ ვთვლით, რომ ხელშეკრულება თუ არ შესრულდა, ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ გარკვეული კომპესაცია, მორალური იქნება თუ ფინანსური, მაუწყებელმა მიიღოს," - აღნიშნა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ გოგელიამ.
სამეურვეო საბჭოს წევრი, სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანხის არ გადახდითა და კომპანიასთან მიწერილი წერილით პოზიცია ერთხელ უკვე გამოხატა, რომ არ აპირებდა თანხის გადახდას. სალაძეს მიაჩნია, რომ მაუწყებელი მოსალოდნელი სასამართლო დავისთვისაც უნდა მოემზადოს, რადგან შესაძლოა, საქმე სასამართლომდეც მივიდეს.
TNS-ს მიაჩნია, რომ მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება პირნათლად შეასრულა. ამის შესახებ ის საერთაშოროსო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენელს ესაუბრა. კანტარ ჯგუფის (TNS-ს მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია კანტარი ფლობს) უფროსმა დირექტორმა განაცხადა, რომ ხელშეკრულებაში საუბარი არ არის ეგზიტპოლის შედეგების არჩევნების ოფიციალურ შედეგებთან შესაბამისობაზე:
"კონტრაქტში არსადაა საუბარი ეგზითპოლის შედეგების შესაბამისობაზე ცესკოს შედეგებთან. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივ მაუწყებელში აცხადებენ, რომ TNS-ის მხრიდან აღნიშნული 2 პროცენტი კონტრაქტის მოსამზადებელ პერიოდში განსაზღვრული იყო, როგორც ცესკოს საბოლოო მონაცემებთან შესაძლო ცდომილების მაჩვენებელი".
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა 76 339 ევროს გადახდა და ამ შემთხვევაში მოემზადოს სასამართლო დავისთვის, რომელიც შესაძლოა, TNS-მა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში აწარმოოს. დღევანდელ სხდომაზე სამეურვეო საბჭო მხოლოდ ერთ საკითხზე შეთანხმდა - საბჭო კომპანიას არსებული კითხვების შესახებ წერილს მიწერს. წერილზე პასუხის შემდეგ იმსჯელებს, სამეურვეო საბჭო გადაიხადის თუ არა მაუწყებელი თანხას.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლი TNS Opinion-ს დაუკვეთა. ამავე კომპანიამ იგივე კვლევა, იმავე მონაცემებით ტელეკომპანიების იმედის, მაესტროსა და GDS-ის დაკვეთითაც გააკეთა. მაშინ GDS საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრისა და მოქმედი მმართველი პარტიის ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრება იყო. მოგვიანებით კი, არხი იმედის მფლობელებმა იყიდეს. GDS-ის გარდა, იმედის მფლობელების განცხადებით, მაესტროს საკონტროლო პაკეტიც მათ ეკუთვნოდათ.
TNS-ის ეგზიტპოლის მონაცემებით, ქართული ოცნებას - 53,8 პროცენტი ჰქონდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობას - 19,5 პროცენტი, პატრიოტთა ალიანსს - 5 პროცენტი, დანარჩენმა პარტიებმა კი ხუთპროცენტიანი ზღვარი ვერ გადალახეს. ცესკოს მონაცემებითაც, ამ სამივე პარტიამ გადალახა ხუთპროცენტიანი ზღვარი, თუმცა განსხვავებული მონაცემებით - ქართული ოცნებას - 48,68 პროცენტი ჰქონდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობას - 27,11 პროცენტი, პატრიოტთა ალიანსს კი - 5,1 პროცენტი.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები