ძველი შენობის ახალი სიცოცხლე — N1 პურის ქარხანაში აჭარაბეთის მაღალტექნოლოგიური ოფისი გაიხსნა
თბილისის N1 პურის ქარხანა 1928-29 წლებში არქიტექტორმა ნესტოროვმა ააშენა. ის წარმოადგენს ქართული კონსტრუქტივიზმის მნიშვნელოვან და ღირშესანიშნავ ობიექტს.
1990-იანი წლებამდე ეს ქარხანა ფუნქციონირებდა შეუფერხებლად თავისი ფუნქციით, ხოლო 1990-იანი წლებიდან, ქარხანამ შეწყვიტა ფუნქციონირება.
მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და შენობის რესტავრაცია ახალი მფლობელის მიერ დაახლოებით 5 წლის წინ დაიწყო. .
2 წლის წინ კი, აჭარაბეთმა აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით შენობის სრული რენოვაცია გადაწყვიტა. ასე, რომ ნაცვლად ახალი შენობის დაპროექტებისა, ამ კომპანიების ურთიერთანამშრომლობით ძველ ნაგებობაში ახალი სიცოცხლიე შემოვიდა და თბილისს თითქმის თითქმის ასწლოვანი შენობაც დაუბრუნა.
"პირველ რიგში, შენობა იმიტომ არის ჩვენთვის განსაკუთრებული, რომ იდეალურად გამოხატავს კომპანიის კულტურას და ძირითად ღირებულებებს: არის ღია და თავისუფალი სამუშაო სივრცეებით მოწყობილი — apeople სწორედ თავისუფალი ადამიანების ერთობაა, სადაც ყველას შეუძლია ბოლომდე გამოხატოს საკუთარი ინდივიდუალიზმი.
ოფისის საერთო სამუშაო სივრცეები ხალისიანი და ფერადია — მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, დისკრიმინაციის გარეშე, ჩვენი კულტურის ორგანული ნაწილია.
ახალი ოფისის ტერიტორიაზე განთავსებულია თანამშრომელთა თავშეყრისათვის კომფორტული სივრცეები, აქვს სამი ტერასა, ორი ამფითეატრი (შიდა ეზოში და Co- Working -ის სივრცეში), რადგან თანამშრომლებმა შეძლონ სამუშაოს პროცესშივე განტვირთვა და სოციალიზაცია.
ოფისი სპეციალურად არის მოწყობილი იმისათვის, რომ შიდა კლუბების შეკრებები კომფორტულად მოეწყოს. დამონტაჟებულია 200X120 ინჩის ეკრანი კინო-კლუბისა და სხვადასხვა სპორტული აქტივობების/ღონისძიებების საყურებლად. იგეგმება, სხვადასხვა სამაგიდო თამაშების და სხვა ტიპის ტურნირების განახლებული მიდგომით მოწყობა ოფისის ტერიტორიაზე. რადგან განვითარება ჩვენი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, დიდი ყურადღება დაეთმო ტრენინგ სივრცის მოწყობასაც. აქ განთავსებულია სპეციალიზებული ავეჯი, უახლესი მოდელის Smart Board, რომელიც ინტეგრირებულია Cisco Webex-თან, რაც იძლევა დისტანციურად ინტერაქტიური სემინარებისა და ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობას. რაც თავის მხრივ ტრენინგებისა და სხვა სასწავლო კურსების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმართვას უზრუნველყოფს.
რაც მთავარია, შენობა მხოლოდ 3-სართულიანია, რაც კარგად გამოხატავს კომპანიის მართვის სტრუქტურას. აქ ნებისმიერი რგოლის მენეჯერი ხელმისაწვდომია და მათთან კომუნიკაცია ყოველგვარ ფორმალური იერარქიის დაცვასაა მოკლებულია", — განაცხადა ორგანიზაციული განვითარების დირექტორმა, ნინო მაისურაძემ.
ახალ ოფისში შეხვედრებისთვის 21 სხვადასხვა ტიპის სივრცეა განთავსებული, რომლებიც თანამედროვე ვიდეო-საკონფერენციო სისტემებით არის უზრუნველყოფილი. ამ სივრცეებში განათება ფიზიკური და ვირტუალური შეხვედრის შესაბამისად ავტომატურად რეგულირდება.
Adjarabet-ის ახალი ოფისი რომ თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს შეესაბამება, ამაში მისი ავეჯიც დაგარწმუნებთ. საოფისე ავეჯი არის სრულად ერგონომიული და მომხმარებლის კომფორტზე მაქსიმალურად მორგებული. ოფისისთვის ახალი ტიპის, კერძოდ, განსხვავებული სამუშაო პროცესი წარსამართი Agile ავეჯი შეირჩა, რომელიც საოფისე ავეჯის მწარმოებელ გლობალურ ბრენდებს Ahrand-ს, Techo-სა და Humanscale-ს ეკუთვნის.
Adjarabet-ის ახალ ოფისში დამონტაჟებულია ავტომატურად მართვადი განათების სისტემა, რომელიც მორგებულია ყოველ სამუშაო ადგილს, რათა განათების საერთაშორისო სტანდარტი (500 lux) მუდმივად უზრუნველყოფილი იყოს. განათების სისტემა სივრცეების და იზოდინამიკის შესაბამისად რეგულირდება.
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები