ვინ რა თანხა მიიღო, რამდენი და რაში დაიხარჯა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ 2021 წლის 2 აგვისტოდან 13 ნოემბრის ჩათვლით თვითმმართველობის არჩევნების კამპანიის დაფინანსების საკითხები შეისწავლა. კვლევისთვის შეირჩა არჩევნებში მონაწილე ის 13 საარჩევნო სუბიექტი, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს ან წლის განმავლობაში მინიმუმ 100,000 ლარი შესწირეს.
საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლები
- 13-მა საარჩევნო სუბიექტმა 2 აგვისტოდან 13 ნოემბრის ჩათვლით მთლიანობაში დაახლოებით 27,8 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. ამ თანხის 65% — 18 მილიონი ლარი, ქართული ოცნება მოდიოდა. 3 მილიონი ლარით მეორე ადგილზე იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მესამეზე კი — ლელო 2,5 მილიონი ლარით;
- სუბიექტების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 85% — 23,7 მილიონი ლარი კერძო დაფინანსებაზე მოდიოდა და მხოლოდ 15%— 4,1 მილიონი ლარი იყო სახელმწიფო დაფინანსება;
- 13 საარჩევნო სუბიექტიდან საარჩევნო პერიოდში შემოწირულება მხოლოდ 11-მა მიიღო — ჯამში 22,1 მილიონი ლარის ოდენობით, საიდანაც 15,7 მილიონი ლარი ქართულ ოცნებას ეკუთვნოდა, 2,5 მილიონი ლარით მეორე ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ხოლო მესამეზე — 2,3 მილიონი ლარით ლელო იყო;
- დამატებით 13 პარტიის მიერ 2021 წლის პირველი იანვრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით მიღებულმა შემოწირულობამ ჯამში 26 მილიონი ლარი შეადგინა: 18,9 მილიონი ლარი ქართული ოცნება, 2,8 მილიონი ლარი ენმ, ხოლო 2,4 მილიონი ლარი ლელო.
- საბანკო სესხით მხოლოდ ორმა სუბიექტმა ისარგებლა. პარტიამ ევროპული საქართველო 8 სექტემბერს ლიბერთი ბანკისგან 12 თვის ვადით 500,000 ლარი ისესხა წლიური 14%-იანი განაკვეთით, ხოლო ქართულმა ოცნებამ 12 ნოემბერს ბანკი ქართუსგან 1 მილიონი ლარი ისესხა 1,5 თვის ვადით 13,75%-იანი განაკვეთით.
საარჩევნო სუბიექტების მიერ გაწეული ხარჯები
- 13-მა საარჩევნო სუბიექტმა 2 აგვისტოდან 13 ნოემბრის ჩათვლით სულ 26,9 მილიონი ლარის ოდენობის ხარჯი გაწია, რომლის 67% — 17,9 მილიონი ლარი ქართულ ოცნებაზე მოდიოდა, 3 მილიონი ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მესამეზე კი — ლელო 2,5 მილიონი ლარით;
- საარჩევნო სუბიექტების მთლიანი ხარჯების 65% — 17,5 მილიონი ლარი რეკლამაზე დაიხარჯა. სხვა კატეგორიებიდან ყველაზე მსხვილი იყო ოფისისა და იჯარის ხარჯი და შრომის ანაზღაურება;
- რეკლამაზე ყველაზე მეტი — 12,5 მილიონი ლარი ქართულმა ოცნებამ დახარჯა, რაც 13 საარჩევნო სუბიექტის ჯამურ სარეკლამო ხარჯის 72%-ია. რაც შეეხება რეკლამის კატეგორიებს, ყველაზე დიდი თანხა, 7,9 მილიონი ლარი გარე რეკლამაზე დაიხარჯა, შემდეგ კი სატელევიზიო რეკლამის ხარჯი იყო 3,8 მლნ ლარით. გარე რეკლამის ხარჯის უდიდესი ნაწილიც — 90% ქართულ ოცნებაზე მოდიოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ორ საარჩევნო სუბიექტს ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ფინანსურ დეკლარაციაში გარე რეკლამის ხარჯი არ ჰქონდა მითითებული, მაშინ როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დამკვირვებლებმა თბილისში ამ სუბიექტების სარეკლამო ბილბორდები დააფიქსირეს;
- შესწავლილმა სუბიექტებმა შრომის ანაზღაურებაზე 1,4 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც მათი ჯამური ხარჯების მხოლოდ 5%-ია. თითოეულო საარჩევნო სუბიექტის მიერ შრომის ანაზღაურებაზე გაწეულ ხარჯსა და მის მთლიან ხარჯებთან მიმართებას თუ შევხედავთ, ყურადღებას მიიქცევს პროგრესისა და თავისუფლების და გირჩის ნულოვანი ხარჯები. გარდა ამისა, კითხვებს აჩენს ქართული ოცნების და გახარია — საქართველოსთვის მიერ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული მცირე ხარჯები. განსაკუთრებით საყურადღებოა მმართველი პარტიის შემთხვევა, რომელმაც ყველაზე მასშტაბური და ძვირადღირებული საარჩევნო კამპანია ჩაატარა, 18 მილიონ ლარამდე დახარჯა, მაგრამ კამპანიის განმახორციელებელ პირთა ანაზღაურებამ მისი ხარჯების მხოლოდ 1,3% — 228,844 ლარი შეადგინა.
პოლიტიკური კორუფციის ან სხვა ტიპის შესაძლო დარღვევები
მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჯამში დაახლოებით 280 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და 7 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში დაახლოებით 3 მილიონი ლარი გაიღეს ქართული ოცნების სასარგებლოდ:
- ყოფილ პრემიერმინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს ზიმო მოხვდა მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის. ამ კომპანიამ წლის განმავლობაში დაახლოებით 13 მილიონი ლარის სახელმწიფო ტენდერი მოიგო, ხოლო ივანიშვილთან და ამ ბიზნესჯგუფთან სხვადასხვა გზით დაკავშირებულმა 12-მა პირმა ქართულ ოცნებას წლის განმავლობაში ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შესწირა. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფში გაერთიანებული პირები თითქმის ყოველ წელს სოლიდურ თანხებს სწირავენ მმართველ პარტიას და ეს, როგორც წესი, ძალიან მოკლე დროში 1-2 დღის შუალედით ხდება ხოლმე. ასეთ დროს გარკვეული ეჭვი ჩნდება, წინასწარ ხომ არ არის ეს კოლექტიური ქმედება ვინმეს მიერ ორგანიზებული და სხვა პირების მეშვეობით ხომ არ ხდება შეწირვა. ქართული კანონმდებლობით მესამე პირის მეშვეობით შემოწირულების განხორციელება იკრძალება;
- შპს არალმა 2021 წელს 62 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა, დემეტრე თათეშვილმა კი მმართველ პარტიას 50,000 ლარი შესწირა;
- შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო №1-მა და შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო №2-მ წლის განმავლობაში ჯამში 23 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს. ამ კომპანიების მფლობელმა, ნუგზარ აბალაკმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა, ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა ქართულ ოცნებას ჯამში 45,000 ლარი შესწირეს;
- შპს ანაგი არაერთი მსხვილი სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებულია. ამ კომპანიამ 2021 წელს ჯამურად 22 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო. ანაგთან დაკავშირებულმა პირმა, დავით ანდღულაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა, გიორგი ჩიტაშვილმა მმართველ პარტიას ჯამში 110,000 ლარი შესწირეს;
- შპს იბოლიამ ქართულ ოცნებას 20,000 ლარი შესწირა. ამ კომპანიის მფლობელის, ყოფილი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის და მისი ოჯახის წევრების კომპანიების მიერ საეჭვო გარემოებებში ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების მიღებაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს არაერთხელ უსაუბრია.
- აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამხარეო ხელმძღვანელებმა ადგილობრივ ბიზნესმენებს სავარაუდოდ დაავალეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფულის შეწირვა. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2-16 აგვისტოს პერიოდში მმართველ პარტიას სამცხე-ჯავახეთიდან 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიულმა პირმა ჯამში 714,000 ლარი შესწირა. ასეთ მოკლე დროში, ერთი გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული შემოწირულებების ეს ოდენობა საკმაოდ უჩვეულოა და შესაძლოა წარმოადგენდეს გავრცელებული ინფორმაციის არაპირდაპირ მტკიცებულებას.
საერთაშორისო გამჭირვალობა — საქართველო სახელმწიფო აუდიტის სამსახურს პოლიტიკური კორუფციის სავარაუდო შემთხვევების, მათ შორის შემომწირველებსა და პარტიებს შორის კორუფციულ გარიგებებისა და უკანონო დაფინანსების სქემების შესწავლისკენ მოუწოდებს. ასევე, მიიჩნევს, რომ პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივ ბიზნესმენებზე განხორციელებული ზეწოლის სავარაუდო ფაქტებზე და შეისწავლოს ხომ არ ჰქონდა ადგილი მსგავს შემთხვევებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
-
ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა
გადახედვა
-
ნახეთ — როგორ გამოიყურებიან ჰანა მონტანას მსახიობები 20 წლის შემდეგ ნახეთ — როგორ გამოიყურებიან ჰანა მონტანას მსახიობები 20 წლის შემდეგ
გადახედვა
კომენტარები