არაქისის კარაქის სოუსები სხვადასხვა კერძისთვის
ფოტო: სნექი
როცა მაცივარში ნატურალური არაქისის კარაქის ქილა გეგულებათ, ამ უნიკალური პროდუქტისგან შეგიძლიათ, მოამზადოთ არა მხოლოდ საუზმე და ტკბილეული, არამედ უგემრიელესი და პიკანტური გემოს მქონე სოუსებიც, რომლებსაც გამოიყენებთ სალათებისთვის, ხორცისთვის, თევზისთვის, ქათმისთვის, ბოსტნეულისთვის, ბრინჯისთვის...
დღეს გაგიზიარებთ არაქისის კარაქის მარტივი სოუსის რეცეპტებს. ამ სოუსებს ქართული ნატურალური არაქისის კარაქით ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სულ რამდენიმე წუთში მოამზადებთ. თანაც, ისინი არა მხოლოდ გემრიელი და სასარგებლოა, არამედ სტუმრების თვალში თქვენს კულინარიულ იმიჯსაც ერთიორად გაზრდის.
სანამ გადაწყვეტთ, თუ რომელი სოუსის მომზადება გსურთ, შეგიძლიათ გამოიწეროთ საქართველოში დამზადებული ნატურალური არაქისის კარაქი და ისე განაგრძოთ სტატიის კითხვა...
ფოტო: Giphy
არაქისის კარაქის სოუსი სალათებისთვის №1
სოუსის მოსამზადებლად საჭიროა:
- არაქისის კარაქი - 1 ს.კ.
- ბალზამის ძმარი (ლიმონის წვენი) – 1 ჩ.კ.
- სეზამის ზეთი - ½ ჩ.კ.
ინგრედიენტები ბლენდერში მოათავსეთ, კარგად დააბლენდერეთ და ნებისმიერ სალათას მოასხით.
ეს სოუსი ასევე შეგიძლიათ ცნობილი "ელვისის სენდვიჩისთვის" გამოიყენოთ — გადაუსვით ცხელ ბაგეტზე, ზედ დააწყვეთ მრგვლად დაჭრილი ბანანი, შემწვარი ბეკონი და მიირთვით. ამბობენ, როკ-ენ-როლის მეფეს ძალიან უყვარდა ეს გემრიელობაო და ამიტომაც შერქმევია მისი სახელი.
ფოტო: Giphy
არაქისის კარაქის სოუსი სალათებისთვის №2
სოუსის მოსამზადებლად საჭიროა:
- არაქისის კარაქი 120 გრ (დაახლოებით, 5 სუფრის კოვზი. იხ. ბლოგი არაქისის კარაქის კონვერტორი).
- ნიორი — 2 კბილი
- ლიმონის წვენი — 1 ლიმონი
- სოიის სოუსი — 2 ს.კ.
- ყავისფერი შაქარი — 1 ს. კ.
- წიწაკა
- ზეითუნის ზეთი — 2 ს.კ.
- წყალი
არაქისის კარაქი, დაჭრილი ნიორი, ლიმონის წვენი, სოიის სოუსი, შაქარი, წიწაკა და ზეითუნის ზეთი ერთმანეთში კარგად აურიეთ. ამისთვის, უმჯობესია ბლენდერი გამოიყენოთ, თუმცა, დამუშავება ხელის სათქვეფითაც შეგიძლიათ. თუ მასა სქელი გამოგივათ, გასათხელებლად ცოტა წყალი დაუმატეთ, რათა თხელი არაჟნის კონსისტენცია მიიღოთ.
არაქისის სოუსი ბადრიჯნისთვის და ყაბაყისთვის
სოუსის მოსამზადებლად საჭიროა:
- არაქისის კარაქი — 1 ს.კ.
- არაჟანი (იოგურტი, თხელი ხაჭო) — 2 ს.კ.
- ნიორი — 2 კბილი
- ნიგოზი — 15 ლებანი
- მწვანილი
ეს ინგრედიენტები ერთად დააბლენდერეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ კი, დაამატეთ შემწვარ და გაციებულ ბადრიჯანს ან ყაბაყს და კარგად აურიეთ. ისეთი გემრიელი იქნება, თითებს ჩაიკვნეტთ.
არაქისის სოუსი ხორცისთვის
ხორცის სოუსის მომზადება მთელი ხელოვნებაა, რასაც გამოცდილებაც სჭირდება და მოთმინებაც. ამ რეცეპტით მომზადებული სოუსი გრილზე შემწვარი ხორცისთვის გამოიყენება. მას ზომიერად ტკბილ-მწარე და, რაც მთავარია, ორიგინალური გემო აქვს.
სოუსის მოსამზადებლად საჭიროა:
- არაქისის კარაქი — 2 ს.კ.
- მაიონეზი — 2 ს.კ.
- სოიის სოუსი — 2 ს.კ.
- ნიორი — 2 კბილი
- ყავისფერი შაქარი — 1 ს.კ.
- ლიმონის წვენი — 1 ს.კ.
- წითელი წიწაკა — მსხვილად დაფქული ½ ჩ.კ.
- წყალი — 2 ს.კ.
დაჭრილი ნიორი, სოიის სოუსი, მაიონეზი, არაქისის კარაქი კარგად აურიეთ ერთმანეთში. შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი და შაქარი. ისევ კარგად ურიეთ. ბოლოს ჩააყარეთ წიწაკა. თუ სქელი მასა გამოგივათ, წყლით გააზავეთ.
აი ასე, მარტივად მზადდება უგემრიელესი სოუსი შემწვარი ხორცისთვის.
არაქისის კარაქის სოუსი ქათმის ბულიონისთვის
ქათმის ბულიონისთვის გამორჩეული გემოსა და არომატის მისაცემად ქათმის მოხარშვამდე 5 წუთით ადრე ქვაბში ჩაამატეთ 1 ჭიქა ბულიონში წინასწარ, ერთგვაროვან კონსისტენციამდე ათქვეფილი ½ ჭიქა არაქისის ნატურალური კარაქი.
სულ ეს არის.
არაქისის კარაქის მარინადი თევზისთვის
თევზის მარინადის მოსამზადებლად საჭიროა:
- არაქისის კარაქი — 2 ს.კ.
- სოიის სოუსი — 2 ს.კ.
- სეზამის ზეთი — 1 ს.კ.
- დაფქული ჩილი (წითელი წიწაკა) — გემოვნებით
- წყალი
ჩამოთვლილი ინგრედიენტები ერთმანეთში საგულდაგულოდ აურიეთ, შემდეგ ეს მარინადი გასუფთავებულ და გარეცხილ თევზს გადაუსვით და შეწვამდე ½ საათით მაცივარში შედგით.
არაქისის კარაქის სოუსი აზიურად — ბრინჯისა და ბოსტნეულისთვის
სოუსის მოსამზადებლად საჭიროა:
- ცხელი წყალი — 200 მლ
- არაქისის კარაქი — 240 გრ (8 ს.კ.)
- ძმარი 5%-იანი — 100 მლ
- სოიის სოუსი — 4 ს.კ.
- თაფლი — 2 ს.კ.
- კაიენის წიწაკა (ან წითელი წიწაკა) — 1 ჩ.კ.
ეს ინგრედიენტები ბლენდერში აურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და დატკბით სასწაული გემოთი.
ტაილანდური სოუსი არაქისის კარაქით
პროფესიონალი მზარეულები მიიჩნევენ, რომ ტაილანდურად სოუსს უნივერსალური გემო აქვს: ის კარგად ეხამება, როგორც კრევეტებსა და თევზს, ასევე შემწვარ ღორის ხორცსა და ქათამს, საქონლის ხორცსა და მაკარონს. დიდი ხნის განმავლობაში, ამ რეცეპტით მომზადებული სოუსი ტაილანდური სამზარეულოს ეგზოტიკურ სანელებლად მიაჩნდათ, თუმცა, დღეს ქართველი დიასახლისების მენიუშიც ხშირად შეგხვდებათ.
სოუსის მოსამზადებლად საჭიროა:
- არაქისის კარაქი — ½ ჭიქა
- ქოქოსის ზეთი — ¼ ჭიქა
- ტაილანდური წითელი კარის პასტა — 2 ს.კ.
- ძმარი — 2 ს.კ.
- შაქარი — 1 ს.კ.
- დაფქული მიწის თხილი — 2 ს.კ.
- მარილი გემოვნებით
ეს ინგრედიენტები, გარდა დაფქული მიწის თხილისა, მოათავსეთ ღრმა ქვაბში და კარგად აურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ ქვაბი შედგით ნელ ცეცხლზე. როცა თავზე ბუშტებს მოკიდებს, ცეცხლიდან გადმოდგით. გამზადებული სოუსი ჩაასხით ჯამში ან სოუსის სპეციალურ ჭურჭელში, თავზე მოაყარეთ დაფქული მიწის თხილი და მთავარ კერძთან ერთად მიიტანეთ სუფრაზე.
მარტივი სოუსი არაქისის კარაქისგან
ამ რეცეპტით ძალიან სწრაფად მზადდება სოუსი, რომელიც იდეალურია ბოსტნეულის სალათებისთვის.
სოუსის მოსამზადებლად საჭიროა:
- არაქისის კარაქი — ½ ჭიქა
- სოიის სოუსი — 4 ს.კ.
- ბრინჯის ძმარი — 1 ს.კ.
- ნეკერჩხლის სიროფი — 1 ს.კ.
- ნიორი — 1 კბილი
- ცხელი წყალი — ½ ჭიქა
ეს ყველაფერი უცებ ჩაასხით ბლენდერში და ათქვიფეთ კრემის კონსისტენციამდე. თქვენი სოუსი მზად არის სუფრაზე მისატანად.
თუკი სოუსი საჭიროზე ბევრი გამოგივათ, თამამად შეგიძლიათ, რამდენიმე დღით მაცივარში შეინახოთ.
როგორც ხედავთ, არაქისის კარაქის გამოყენება მრავალფეროვანი სოუსების მოსამზადებლადაც შეგიძლიათ. ასე რომ, ნუ მოიკლებთ ამ სიამოვნებას. პირველი ქართული ნატურალური არაქისის კარაქი სნექი კი ჯანმრთელობას გისურვებთ.
ასევე იხილეთ:
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები