ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 14 პოზიციით გაუარესდა
ფოტო: Yeshiva University
The Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების 2022 წლის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 14 პოზიციით გაუარესდა და ქვეყანამ 71,8 ქულით 26-ე ადგილი დაიკავა. 2021 წელს საქართველო 77,2 ქულით იყო შეფასებული და მსოფლიოს ქვეყნების ჩამონათვალში მე-12 ადგილს იკავებდა.
ორგანიზაცია ქვეყნებს 0-დან 100 ქულამდე სისტემით აფასებს. განახლებულ რეიტინგში საქართველოსთვის მინიჭებული 71,8 ქულა ბოლო 10 წელში უპრეცედენტოდ დაბალია — ქვეყანას ამაზე ნაკლები ქულა ბოლოს 2012 წელს ჰქონდა.
ინდექსი ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ თავისუფლებას კანონის უზენაესობის, მთავრობის ზომის, რეგულაციების ეფექტიანობისა და საბაზრო თავისუფლების მიხედვით აფასებს.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, საქართველოს პოზიციები 12-დან 8 კრიტერიუმში გაუარესებულია. უფრო კონკრეტულად, ყველაზე დიდი ვარდნა ფისკალური სიჯანსაღის (შემცირებულია 27,8 ქულით), შრომითი უფლებების (შემცირებულია 14,8 ქულით) და ბიზნესის თავისუფლების (შემცირებულია 10,8 ქულით) მიმართულებით ფიქსირდება. აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო ერთ წელში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესებულია მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის კრიტერიუმში.
"პოლიტიკური ჩარევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ძირს უთხრის. ბევრი მოსამართლე მოკლებულია შესაძლებლობას, დამოუკიდებლად ან სწრაფად განიხილოს კომერციული დავები. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში ელიტურ კორუფციაზე საურობს: მაღალი თანამდებობის პირები იურიდიულ ხარვეზებს პირადი გამდიდრების, სტატუსისა და ანგარიშწორების მიზნით იყენებენ", — წერია ანგარიშში.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, 2022 წლის მსოფლიო რეიტინგში სომხეთი 58-ე, აზერბაიჯანი 75-ე, თურქეთი 107-ე, ხოლო რუსეთი 113-ე ადგილს იკავებს.
უნდა აღინიშნოს, რომ მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველო "უმეტესად თავისუფალი" ეკონომიკების ჯგუფში რჩება. ამასთან, ევროპის მასშტაბით ქვეყანა მე-18 ადგილზეა.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში სინგაპური, შვეიცარია, ირლანდია და ახალი ზელანდია ლიდერობენ.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები