სოციალურმა მუშაკმა დოროყაშვილს მუქარაზე ჩივილი გადააფიქრებინა, ბასილაშვილს კი საჩუქარი სთხოვა — PHR
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც ნელი დოროყაშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ სოციალურმა მუშაკმა მას მუქარაზე ჩივილი გადააფიქრებინა, ხოლო ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს საჩუქარი მოსთხოვა.
"2020 წლის 16 მაისს ნელი დოროყაშვილმა სოციალურ მუშაკს შეატყობინა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი დაემუქრა. იგი იყო შეშინებული და აპირებდა პოლიციისთვის მიემართა [...] 2021 წლის ივლისში ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატებმა სამართლებრივ დავაში მტკიცებულებად წარმოადგინეს ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ზემოხსენებული სოციალური მუშაკის 2020 წლის 21 მაისამდე მიმოწერა. მიმოწერაში ვკითხულობთ, რომ დავაში ჩართულმა სოციალურმა მუშაკმა ნიკოლოზ ბასილაშვილს საჩუქარი სთხოვა: მისი ხელმოწერით ჩოგბურთის ბურთის გადაცემა", — ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის განმარტებით, კანონის თანახმად, სოციალური მუშაკი ვალდებულია, რომ ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობისგან დასაცავად შესაბამისი ზომები მიიღოს. ამასთან, დაუშვებელია, რომ ის იყოს მხარე და მოქმედებდეს სუბიექტური ინტერესებით. თუ სოციალური მუშაკი ამ მოთხოვნას დაარღვევს მას დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.
მათივე ცნობით, დოროყაშვილის ადვოკატებმა განცხადებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიმართეს და სოციალური მუშაკის ქცევის შესწავლა და კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვეს. PHR-ის თქმით, მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, სააგენტომ დისციპლინური გადაცდომის ფაქტი დაადგინა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველი ჩოგბურთელია. საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ჩოგბურთელს ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს. აღნიშნული ბრალდებით ის 2020 წლის გასული წლის მაისში დააკავეს — ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ამასთან, შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ.
22 იანვარს TV პირველმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერები, რომელიც მათი თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ნეკა დოროყაშვილს ეკუთვნის. როგორც ჟურნალისტი სიუჟეტში აღნიშნავს, ეს ფაილი ერთ-ერთია იმ ჩანაწერებს შორის, რომლებიც მხარეებმა სასამართლოში წარადგინეს.
გავრცელებულ ფაილებში ბასილაშვილი ყოფილ ცოლს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს და მის დამცირებას ცდილობს. ამასთან, ის დოროყაშვილს სოციალურ ქსელში პოსტის რეკლამირებისთვის ეკამათება და ეუბნება, რომ "ღირსება" არ გააჩნია, რაზეც დოროყაშვილი პასუხობს, რომ ამ ფულს დაუბრუნებს. ჩანაწერებში ისმის კამათი შვილთან დაკავშირებით — ბასილაშვილი დოროყაშვილს ეუბნება: "შენ თვითონ გაზრდი და მოუარე".
ამას 24 იანვარს გამოეხმაურა თავად ბასილაშვილი და განაცხადა, რომ ჩანაწერები "კონტექსიდან ამოგლეჯილია". ის მათ ნამდვილობას არ უარყოფს, თუმცა ამტკიცებს, რომ დიალოგი, სადაც მისი და ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის საუბარი ისმის,"სრული სახით ნაჩვენები" არ ყოფილა და "ნამდვილ შინაარსს არ ასახავდა".
ჩანაწერების გავრცელებას მიუღებელი უწოდა ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც ნეკა დოროყაშვილისა და ბავშვის უფლებებს იცავს. მათი განცხადებით, ფაილები პირველ რიგში ზიანს აყენებს დაზარალებულების, განსაკუთრებით, ბავშვის ინტერესებს და მათ მეორეულ ვიქტიმიზაციას იწვევს.
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები