10 საინტერესო ფაქტი სუშის შესახებ
ფოტო: ოიში სუში
მსოფლიოში სუშის პოპულარობა ბოლო 20 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა და დღეს მილიონობით ადამიანია იაპონური სამზარეულოს ამ გამორჩეული კერძის მოყვარული. სუშის ინგრედიენტები ბევრ ცილას შეიცავს, ამიტომ სუში ადვილად ანაყრებს და ზედმეტი წონის მომატების საშიშროებაც, ფაქტობრივად, არ არსებობს. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც დიეტოლოგებს სავახშმოდ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო და ჯანსაღ ვარიანტად სუში მიაჩნიათ. სუშის პოპულარობას ისიც განაპირობებს, რომ მისი ასორტიმენტი მრავალფეროვანია და ყველაზე პრეტენზიული გურმანიც კი მოძებნის სათავისო სუშის.
მოკლედ, თუ სუში გიყვართ, თქვენთვის, ალბათ, საინტერესო იქნება ის ფაქტები, რომლებსაც ამ სტატიაში მოკლედ შემოგთავაზებთ და რომლებიც ამ უნიკალური კერძის ფილოსოფიას გაზიარებთ.
1. სუშის ისტორია ორ ათასწლეულს ითვლის
სუშის მომზადება პირველად 2 000 წლის წინ, ჩინეთის მდინარე მეკონგის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე დასახლებულმა ადამიანებმა დაიწყეს. ამ გემრიელი კერძის რეცეპტმა იაპონიაში მხოლოდ VIII საუკუნეში ჩააღწია. სუშის მოყვარულებისთვის კარგად ცნობილი როლი ფილადელფია და როლი კალიფორნია კი ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან შევიდა.
2. სუშის დამზადება სულ სხვა მიზნით დაიწყო
თავდაპირველად, სუშის ზღვის პროდუქტების შენახვის მიზნით ამზადებდნენ. თევზის ფილეს ამარილებდნენ, ბრინჯში ახვევდნენ და ასეთ მდგომარეობაში ინახავდნენ.
3. ვასაბი, მცენარეა, რომელიც იაპონიაში იზრდება
თუ არ იცით, რა არის ვასაბი, გეტყვით, რომ ეს არის მცენარე, რომელიც მხოლოდ იაპონიის მთებში ყვავის. მისი გემო პირშუშხას გემოს წააგავს და მას სანელებლად იყენებენ. გარდა ამისა, "იაპონურ პირშუშხას" როლის უმ თევზში სავარაუდოდ არსებული მიკრობების დასახოცად და, შედეგად, უსაფრთხო და ჯანსაღი კერძის მისაღებადაც იყენებენ.
4. ნორის ადრე ნავების ზედაპირიდან ფხეკდნენ
ნორი სუშის გადასახვევი ფურცელია, რომელსაც ადრე ზღვიდან დაბრუნებული ნავების ქვედა მხრიდან აგროვებდნენ. შემდეგ, ნავის ზედაპირიდან აღებულ წყალმცენარეებს ფირფიტებად ტკეპნიდნენ და აშრობდნენ. ეს მეთოდი, დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა. ახლა ნორი ხელოვნური გზით მოჰყავთ.
5. სუშის როლი ჯინჯერთან ერთად არ მიირთმევა
ჯინჯერის დანიშნულებაა, გემოს შეგრძნებები შეგინარჩუნოთ. ამიტომ, მირთმევის ნაცვლად, საკმარისია სუშის ჭამისას შუალედებში ჯინჯერის პატარა ნაჭერი დაღეჭოთ და გემოების თამაშით ბოლომდე ისიამოვნებთ.
6. ადრე სუშის მომზადება მხოლოდ კაცის საქმედ მიაჩნდათ
ადრე სუშის მხოლოდ კაცები ამზადებდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ქალებს სხეულის უფრო მაღალი ტემპერატურა აქვთ და მათ ხელში უმი თევზი უფრო მალე გაფუჭდებოდა. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ ქალები კოსმეტიკას იყენებდნენ, ადრე ფიქრობდნენ, რომ ამ უკანასკნელს, შესაძლოა, სუშის გემო გაეფუჭებინა.
7. სუში ხელითაც იჭმევა
საჭმელი ჩხირები როლის ასაღებად გამოიყენება, სუში კი, შეგიძლიათ ხელითაც მიირთვათ, მით უმეტეს, თუ იაპონიაში არ ბრძანდებით.
8. ყველაზე ძვირად როლი ფუგუ ფასობს
ფუგუ ყველაზე ძვირადღირებული და ორიგინალური როლია. თევზ ფუგუს ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ქვირითი, თვალები და კანი ტეტროდოქსინის მაღალ დოზას შეიცავს, რომელიც ბუნებრივი ნეიროპარალიტური შხამია. მისი კონცენტრაცია მომზადების პროცესში აუცილებლად დასაშვებ ნორმამდე უნდა ჩამოვიდეს, ამისთვის კი მზარეულის ოსტატობაა საჭირო. ამიტომ, ფუგუს მომზადებას რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობენ და შემდეგ გამოცდებს აბარებენ, რათა სპეციალური ლიცენზია მიიღონ. როლი ფუგუს დაგემოვნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გარდა იაპონიის იმპერატორისა. მისთვის ეს აკრძალულია!
9. სუში და როლი "აფროდიზიაკები" არიან
თევზსა და ზღვის პროდუქტებში დიდი რაოდენობით გვხვდება ომეგა-3. ამ ცხიმოვან მჟავას, გარდა სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისა, კაცებში პოტენციის ამაღლებაც შეუძლია. ამიტომ, თევზი და ზღვის პროდუქტები სამართლიანად მიიჩნევიან ბუნებრივ აფროდიზიაკებად.
10. როლი XX საუკუნეში შეიქმნა
მართალია, როლი სუშის სახესხვაობაა, მაგრამ იგი დამოუკიდებლად შეიქმნა და მისი წარმოშობის ისტორიაც ირიბად უკავშირდება იაპონიას. მიიჩნევა, რომ როლის ავტორი იაპონელი იჩირო მაშიტაა, რომელიც 1973 წელს ლოს ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში მზარეულად მუშაობდა. ერთხელაც, რესტორნის სტუმრებისთვის ახალი კერძის შეთავაზებაზე ფიქრისას, აზრად სუშის დიზაინის მცირედ შეცვლა და ამერიკულ სტილში მომზადება მოუვიდა. იჩირო მაშიტას თინუსი და ავოკადო კარგ კომბინაციად მოეჩვენა და ურამაკი როლი შექმნა, რომელსაც დროთა განმავლობაში როლი კალიფორნია ეწოდა.
ბონუსი
ტოკიოში ამ მზარეულის რესტორანს, რომელშიც მხოლოდ 10 ადგილია, Michelin-ის 3 ვარსკვლავი აქვს მინიჭებული. 2011 წელს ონოს შესახებ Netflix-მა მხატვრული ფილმი — ჟირო ოცნებობს სუშიზე გადაიღო. ონოს რესტორანში მოსახვედრად ჩაწერა სულ ცოტა ერთი თვით ადრე მოგიწევთ, თუმცა იქ მოხვედრა ლოდინად ნამდვილად ღირს. ლეგენდარული შეფი კლიენტების თვალწინ ქმნის სუშის, რომელიც იქამდე უნდა მიირთვათ, სანამ მათ ოსტატის ხელების სითბო კიდევ ახსოვთ.
95 წლის ონო, როგორც ჭეშმარიტი იაპონელი, მიიჩნევს, რომ სრულყოფილება მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა მრავალი წლის განმავლობაში ერთ საქმეს აკეთებ. იგი სუშის ინგრედიენტებსაც იმ ადამიანივით ყიდულობს, რომელიც ერთი სახეობის, თუმცა უმაღლესი ხარისხის პროდუქტით ვაჭრობს.
თუ უგემრიელესი სუშის დაგემოვნება საქართველოში გნებავთ, შეგიძლიათ ამ ბმულზე გადახვიდეთ და შეუკვეთოთ.
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები