15 საინტერესო ფაქტი არაქისის კარაქის შესახებ
ჩვენ, ვისაც არაქისის კარაქის გემო გვიყვარს, კარგად ვიცით მისი სარგებელი და ისიც, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს პროდუქტი, რათა ჩვენმა ორგანიზმმა სრულყოფილად შეძლოს მისი სარგებლის მიღება. საბედნიეროდ, საქართველოში წარმოებული ნატურალური არაქისის კარაქის შეძენა და გასინჯვა მარტივია. ამის შემდეგ თავად გადაწყვიტეთ, გახდება თუ არა ის თქვენი რაციონის შეუცვლელი წევრი.
დღეს კი რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ არაქისის კარაქზე და ვისაც ჯერ არ გიყვართ, იქნებ, სულ სხვა თვალით შეხედოთ ამ გემრიელ პროდუქტს.
1. არაქისის კარაქის 90% არაქისი უნდა იყოს
ფოტო: Giphy
მას შემდეგ, რაც 1960 წელს FDA-მ (Food and Drug Administration) ასეთი დადგენილება მიიღო, ქილას არაქისის კარაქი არ შეიძლება მიეწეროს, თუ მასში მოთავსებული პროდუქტის 90% არაქისი არაა.
2. მოხალული არაქისის კარაქი უფრო მარილიანი და არომატულია
განსხვავებით მოუხალავი მარცვლებისგან დამზადებული. ამასთანავე, მოხალულს უფრო გაჯერებული (მძაფრი) გემო აქვს.
3. არაქისის კარაქის გემოს ყველაზე მეტად მარწყვის ჯემი უხდება
ფოტო: Giphy
ფილმებში ერთხელ მაინც გექნებათ ნანახი ტოსტზე გადასმული მიწისთხილის კარაქი ზედ დამატებული მადისაღმძვრელი ჯემით.
4. არაქისის კარაქი სხვადასხვა ფერისაა
ეს მიწისთხილის მარცვლებზე და მათი მოხალვის ხარისხზეა დამოკიდებული. არაქისის კარაქის ფერი მუქია მაშინ, როცა კანგაუცლელი მარცვლებითაა დამზადებული, ხოლო ღია ფერისაა, როცა მის დასამზადებლად კანგაცლილი, ბლანშირებული მარცვლები გამოიყენება. ასეთი დამუშავების შედეგად, ნედლეულს ის სიმწარე აღარ აქვს, როგორიც კანგაუცლელ მარცვლებს ახასიათებს. ცნობისათვის, ბლანშირება ხილისა და ბოსტნეულის ისე დამუშავებას გულისხმობს, რომ ნაყოფი ვიტამინებსა და ბუნებრივ ფერს სრულყოფილად ინარჩუნებს.
5. სახლში დამზადებულ არაქისის კარაქს მცენარეული ზეთი სჭირდება
რაც უნდა ძლიერი საფქვავი გქონდეთ, მაინც მოგიწევთ, რომ სახლის პირობებში დამზადებულ არაქისის კარაქს მცენარეული ზეთი დაამატოთ. ასეთ პროდუქტს კი ნატურალურს ვეღარ ვუწოდებთ.
6. ძველად არაქისის კარაქის დასამზადებლად ხორცსაკეპი მანქანის მსგავს აპარატს იყენებდნენ
ფოტო: Giphy
ამერიკელი ბებიებისა და ბაბუების მიერ ამ მეთოდით დამზადებული კარაქი სქელი და მშრალი იყო.
7. არაქისის კარაქის დიდხანს შენახვისთვის პატარა ხრიკის ცოდნა დაგჭირდებათ
იმისთვის, რომ მიწისთხილის კარაქი შენახვის პროცესში ნაკლებად განშრევდეს, ქილა ზოგჯერ ამოატრიალეთ ხოლმე.
8. ხრიკების ცოდნა მისი მომზადებისასაც გამოგადგებათ
თუკი არაქისის კარაქის სახლში მომზადება გსურთ და თანაც — უცხიმოსი, გამზადებული მასის არევამდე თავისი ბუნებრივი ცხიმის ნაწილი უბრალოდ გადაღვარეთ.
9. კლასიკური არაქისის ორი სახეობა არსებობს
ფოტო: Clint Hess / Dribbble
ამ სახეობებს ერთმანეთისგან არაქისის მარცვლების დაფქვის ხარისხის მიხედვით განასხვავებენ. ყველაზე გავრცელებული დაფქვაა Creamy, იგივე — Smooth. ასე დაფქული მარცვლებისგან მომზადებულ მიწის თხილის კარაქს აბსოლუტურად ერთგვაროვანი ტექსტურა და სქელი არაჟნის კონსისტენცია აქვს. მასში არაქისის მარცვლის პაწაწუნა ნატეხსაც ვერ მიაგნებთ. უფრო მსხვილ დაფქვას კი Crunchy ეწოდება. მსხვილად დაფქული მარცვლებისგან მომზადებულ კარაქში მარცვლების ნატეხები კარგად იგრძნობა. ასეთი მიწისთხილის კარაქის გემო უფრო გამოხატულია და კონსისტენციაც უფრო სქელია. ხშირად, იმისთვის, რომ მყიდველს საქმე გაუადვილონ, მწარმოებლები ნაზი არაქისის კარაქის ქილას წითელ თავსახურს უკეთებენ, ხოლო მარცვლებგარეულს — ლურჯს.
10. არაქისის კარაქს მსოფლიოს მრავალ წერტილში შეხვდებით
ჩვენ ვიცით, რომ არაქისის კარაქი ამერიკიდან შემოვიდა, თუმცა ეს პროდუქტი, ასევე, ფართოდ ინდოეთში, აფრიკასა და, ზოგადად, აზიაში მოიხმარება — მოკლედ, ყველგან, სადაც მიწის თხილი იზრდება.
11. ნატურალური არაქისის კარაქის სხვებისგან გარჩევა შესაძლებელია
ფოტო: Tyler Pate / Dribbble
სწორად დამზადებული არაქისის კარაქი არ უნდა ჟონავდეს. თუკი კარაქი ძალიან თხელია, ესე იგი არაქისის მარცვლები ზედმეტად წვრილად არის დაფქული ან ბევრი ზეთი აქვს დამატებული. თუმცა ნატურალური არაქისის კარაქის კონსისტენცია მას შემდეგ უნდა შეამოწმოთ, რაც ქილაში საგულდაგულოდ მოურევთ. შენახვის პროცესში ნატურალური მიწისთხილის კარაქი თხელ და სქელ შრეებად ბუნებრივად იყოფა და გამოყენების წინ ეს შრეები ერთმანეთში კარგად უნდა აურიოთ.
12. ფობიებს შორის არაქისის კარაქის სასაზე მიკვრის შიშსაც იპოვით
მას არაქიბუტიროფობია (arachibutyrophobia) ეწოდება.
13. არაქისის კარაქის უმეტესობა ვეგანურია და გლუტენს არ შეიცავს
ფოტო: Gifer
კიდევ ორი მიზეზი, რის გამოც მასზე უარი არ უნდა თქვათ.
14. მისი დახმარებით ალცაიმერის ადრეული ნიშნების გამოვლენაც შეიძლება
ალცაიმერის დიაგნოზის მქონე ადამიანები არაქისის კარაქის არომატის შეგრძნებას მალევე კარგავენ. ტესტი არაქისის კარაქით ამ დაავადების ადრეული ნიშნების გამოსავლენად ერთ-ერთი საშუალებაა.
15. მიწისთხილის მოშენებით აშშ-ის ორი პრეზიდენტი იყო დაკავებული
აშშ-ს ორი პრეზიდენტი ჰყავდა, რომლებიც, პრეზიდენტად არჩევამდე, მიწისთხილის მოშენებით იყვნენ დაკავებულები. ესენი იყვნენ თომას ჯეფერსონი და ჯიმი კარტერი.
ასე რომ, არაქისის კარაქი კეთილშობილი პროდუქტია, მდიდარი ისტორიითა და დამსახურებული აღიარებით. სნექმა კი ქართული არაქისის კარაქის ისტორიის წერა დაიწყო. მიირთვით სნექი — პირველი ქართული არაქისის კარაქი, ნატურალური, დანამატების გარეშე და იყავით ჯანმრთელები!
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები