საქართველოსთან განსაკუთრებული გრძნობა და მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს — დუდა
პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებით, მას საქართველოსთან განსაკუთრებული გრძნობა და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, ვინაიდან ეს არის ქვეყანა, სადაც 2008 წელს ჩამოვიდა ლეხ კაჩინსკი და მნიშვნელოვანი იყო, რომ მხარს უჭერდნენ საქართველოს.
"ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო ამ მოწვევისთვის. იმისთვის რო მომეცა შესაძლებლობა, ჩამოვსულიყავი საქართველოში, თბილისში, რომ გამეზიარებინა ჩემი ცოდნა და ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი.
მე მქონდა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტთან, ასევე ჩინეთის პრეზიდენტთან, გაეროს წარმომადგენლებთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან. მინდა აღვნიშნო, რომ უაღესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი ქმედება. მინდა აღვნიშნო, რომ ორშაბათს დაგეგმილია შეხვედრა და შემდგომი კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. […]
მე მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აქ განხორციელდა კონსულტაციები მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. მე, ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსთან მე მაკავშირებს განსაკუთრებული გრძნობა და მეგობრული ურთიერთობა. ვინაიდან, საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც 2008 წელს ჩამოვიდა ჩემი პრეზიდენტი, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ბატონი ლეხ კაჩინსკი და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს", — განაცხადა მან.
პრეზიდენტებმა ისაუბრეს საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზეც. დუდას განცხადებით, საქართველოს აქვს ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია, რომ ზურაბიშვილმა ამაზე მოსაზრება მკაფიოდ აღნიშნა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ერთობლივი კონსულტაციები და მეტი ძალისხმევის გამოჩენა ამ კუთხით, ვინაიდან ამას დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინის უსაფრთხოებაზე.
"მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გაეცნოთ პოლონეთის ხედვას ამ კონკრეტულ საკითხზე. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მქონდა კონსულტაციები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და მინდა, წარმოგიდგინოთ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ, ევროკავშირის ქვეყანას გააჩნია უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ და უკრაინის ირგვლივ. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ მუდმივად ამ საკითხთან დაკავშირებით.
უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს აქვს ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ აღნიშნა. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ერთობლივი კონსულტაციები, ასევე, ძალიან ეფექტური კონსულტაციები, მეტი ძალისხმევა გამოვიჩინოთ მაგ კუთხით, ვინაიდან ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს სოლიდარობას და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა საკითხი, რომელიც არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით", — განაცხადა ანდჟეი დუდამ.
მისივე თქმით, მომდევნო კვირაში გეგმავს ვიზიტებს და კონსულტაციებს ბრიუსელსა და ბერლინში. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიწოდებული ინფორმაცია და კონსულტაციები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოში გავლით არის, ტრანზიტული რეისის გამო. სწორედ ამიტომ, ზურაბიშვილმა მასთან საერთო ბრიფინგი აეროპორტში გამართა. ორივე პრეზიდენტმა გამოხატა უკრაინის მიმართ სოლიდარობა და დაგმო რუსეთის ქმედებები.
გაიგე მეტი:
-
პესკოვი: ჩვენ პატივს ვცემთ უნგრეთის არჩევანს პესკოვი: ჩვენ პატივს ვცემთ უნგრეთის არჩევანს
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: ვგეგმავთ ვიზიტებს ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში მაკა ბოჭორიშვილი: ვგეგმავთ ვიზიტებს ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში
გადახედვა
-
პეტერ მადიარი: უდიდესი პატივია, რომ მოგვანდეთ მთავრობის ფორმირება და ის, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვიმუშაოთ თავისუფალი, ევროპული, ფუნქციონირებადი და ჰუმანური უნგრეთისთვის პეტერ მადიარი: უდიდესი პატივია, რომ მოგვანდეთ მთავრობის ფორმირება და ის, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვიმუშაოთ თავისუფალი, ევროპული, ფუნქციონირებადი და ჰუმანური უნგრეთისთვის
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ირაკლი კობახიძე: ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას
გადახედვა
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი: უნგრეთმა ევროპა აირჩია. ქვეყანა ევროპულ გზას უბრუნდება. კავშირი ძლიერდება ურსულა ფონ დერ ლაიენი: უნგრეთმა ევროპა აირჩია. ქვეყანა ევროპულ გზას უბრუნდება. კავშირი ძლიერდება
გადახედვა
-
პეტერ მადიარი: ბუდაპეშტი EU-სა და NATO-ს ძლიერი მოკავშირე იქნება პეტერ მადიარი: ბუდაპეშტი EU-სა და NATO-ს ძლიერი მოკავშირე იქნება
გადახედვა
-
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა
გადახედვა
-
მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
გადახედვა
-
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება
გადახედვა
-
პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია
გადახედვა
-
ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა
გადახედვა
-
CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია
გადახედვა
-
Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ
გადახედვა
-
ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს
გადახედვა
-
მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ? ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ?
-
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე? ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით
-
როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით
გადახედვა
კომენტარები