5 გზა თქვენი კომპანიის კიბერუსაფრთხოების გასაუმჯობესებლად
ფოტო: BDO
ინტერნეტ რესურსების გამოყენება დღითიდღე მატულობს, რადგან ის აუცილებელი საშუალება გახდა სხვადასხვა ბიზნეს ოპერაციების საწარმოებლად, საჭირო ინფორმაციის დროულად მისაღებად და სხვა. ინტერნეტში ჩართული მოწყობილობების ზრდასთან ერთად, იზრდება კიბერუსაფრთხოების რისკიც. შესაბამისად მნიშვნელოვანია, დარწმუნდეთ, რომ თქვენ და თქვენი მომხმარებლები დაცულნი ხართ ისეთი კიბერ საფრხეებისგან, რომელსაც შეუძლია მოგაყენოთ მნიშვნელოვანი ზიანი ან შეაფერხოს სერვისი.
Covid-19 პანდემიამ დააჩქარა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი და უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდა დისტანციურ რეჟიმში მუშაობის კულტურის დანერგვა, შესაბამისად გაიზარდა და უფრო მრავალფეროვანი გახდა კიბერუსაფრთხოების ინციდენტები.
კიბერუსაფრთხოება გულისხმობს ინტერნეტთან დაკავშირებული სისტემების დაცვას კიბერ სივრცეში არსებული საფრთხეებისგან. კიბერუსაფრთხოების პროცესის დანერგვა ამცირებს კომპიუტერულ ქსელთან, პროგრამულ უზრუნველყოფასთან, ინტერნეტ სივრცეში არსებული ვებ რესურსებთან, მონაცემების დაზიანებასთან და დაკარგვასთან დაკავშირებულ საფრთხეებს და მათგან გამოწვეულ უარყოფით შედეგებს.
სტატიაში გაგაცნობთ 5 გზას, როგორ გაიუმჯობესოთ თქვენი კომპანიის კკიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება.
1. დაიცავით თქვენი ელექტრონული ანგარიშები
თქვენი ელ. ფოსტისა და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებისთვის მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:
- გამოიყენეთ მრავალფაქტორიანი აუთენტიფიკაცია (MFA) თქვენი ელ. ფოსტის, სოციალური მედიის და სხვა ანგარიშების დასაცავად. მრავალფაქტორიანი აუთენტიფიკაცია (MFA) მოითხოვს იდენტიფიკაციის ერთზე მეტ მეთოდს იმისთვის, რომ დადასტურდეს მომხმარებლის იდენტურობა. MFA გეხმარებათ დაიცვათ თქვენი მონაცემები ან აქტივები უსაფრთხოების დამატებითი დონით.
- შექმენით პაროლები +8 სიმბოლოს სიგრძის, სპეციალური სიმბოლოების, ციფრების, დიდი და პატარა ასოების ნაზავით.
- შექმენით უნიკალური პაროლი თითოეული ანგარიშისთვის, ძველი პაროლის გადათამაშების ნაცვლად.
- პაროლად არ გამოიყენოთ პერსონალური ინფორმაცია, ხშირად გამოყენებული სიტყვები ან კლავიატურის მიმდევრობა (მაგ. qwerty).
- პაროლის მენეჯერები, როგოებიც არის LastPass, Bitwarden, KeePass და სხვა, შესაძლებელს ხდის ყველა ამ ნაბიჯს. ისინი ქმნიან, ინახავენ, იცავენ, აგენერირება და ავტომატურად ავსებენ პაროლებს თქვენთვის.
2. მუდმივად განაახლეთ პროგრამული საშუალებები
- გამოიყენეთ მხარდაჭერილი პროგრამული საშუალება, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ განახორციელოთ ვენდორის ოფიციალური რესურსებიდან რეგულარული განახლებები.
- როდესაც შესაძლებელია, ჩართეთ ავტომატური განახლებები, რათა გქონდეთ უსაფრთხოების უახლესი გარემო.
- მოერიდეთ აპლიკაციებსა და პროგრამებს, რომლებიც არ გთავაზობენ უსაფრთხოების შესაძლებლობებს (ძლიერი პაროლის ფუნქცია, პაროლის პერიოდული ცვლის ფუნქცია, დაცული კავშირი და ა.შ.) წაშალეთ ყველა გამოუყენებელი და მოძველებული აპლიკაცია.
3. მართეთ მონაცემთა წვდომა
თუ კომპანიაში მონაცემებზე წვდომის უფლებები სათანადოდ არ იმართება, ისინი დგება არაავტორიზებული წვდომის ან გამჟღავნების რისკის ქვეშ. ამიტომაც:
- დარწმუნდით, რომ ნათლად გესმით, ვის აქვს წვდომა თქვენს დოკუმენტებსა და მონაცემებზე.
- ჩამოაყალიბეთ მკაფიო როლები ნებისმიერი თანამშრომლისათვის, რომელსაც შეუძლია ინფორმაციის ნახვა, რედაქტირება და გაზიარება.
- აკონტროლეთ თქვენი კომპანიის კომპიუტერული ქსელი და ყველა დაკავშირებული მოწყობილობა.
- შეამოწმეთ თქვენი ყველა მოწყობილობის უსაფრთხოების პარამეტრები, მათ შორის მობილური მოწყობილობებიც.
4. შექმენით თქვენი მონაცემების სარეზერვო ასლი
რეგულარულად შექმენით თქვენი ბიზნესისთვის კრიტიკული ფაილებისა და მონაცემების სარეზერვო ასლი, რათა შეძლოთ მათი აღდგენა დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც ტექნიკური პრობლემით, ისე კიბერშეტევის შედეგად.
5. გადაამზადეთ თქვენი პერსონალი
ორგანიზაციაში კიბერუსაფრთხოება ყველა თანამშრომლის პასუხისმგებლობაა. დარწმუნდით, რომ კომპანიაში გაქვთ ნათლად და გასაგებად ჩამოყალიბებული წესები თუ რა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება უნდა მოხდეს, ვის და რატომ უნდა ჰქონდეს წვდომა სხვადასხვა რესურსზე, როგორ უნდა მოვიქცეთ კონკრეტული კიბერშეტევის (მაგალითად ფიშინგის) დროს, ვის შევატყობინოთ საეჭვო აქტივობა და ა.შ.
BDO Academy გთავაზობთ კორპორატიულ კურსს: კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება, რაც გულისხმობს კომპანიის ბიზნეს პროცესებზე მორგებული ტრენინგის შექმნასა და ჩატარებას მოთხოვნის შესაბამისად. კურსის განმავლობაში მსმენელები შეისწავლიან ინფორმაციასთან დაკავშირებულ რისკებსა და საფრთხეებს, საფრთხისგან თავის არიდების მექანიზმებსა და საუკეთესო პრაქტიკებს.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები