გასული წლის შეჯამება და მომავლის ხედვა — როგორია თეგეტა ჰოლდინგის 2022 წლის კალენდარი
ფოტო: თეგეტა
უკვე მესამე წელია მსოფლიო COVID-19-ისა და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს ებრძვის. საერთაშორისო მასშტაბით არ დარჩა სექტორი, რომელიც მოულოდნელი და აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი გამოწვევების წინაშე არ აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში, ბიზნესიც, რომლის სტაბილურობაც არა მხოლოდ კონკრეტული კომპანიის წარმატებასთან, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია.
ამ ფაქტორის გათვალისწინებით ფოკუსში დღეს თეგეტა ჰოლდინგია, კომპანია, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია. გასულ წლებს თეგეტა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა შეაჯამებს — როგორ გაართვა თავი კომპანიამ პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს და რა გეგმებით იწყებს ახალ 2022 წელს.
ფოტო: თეგეტა
"სხვა სექტორებთან ერთად, COVID-19-მა სიტუაცია მოულოდნელად გაართულა და ზიანი მიაყენა ავტოინდუსტრიასაც. მნიშვნელოვნად გაიზარდა ტრანსპორტირების და ნედლეულის ფასი. ასევე, შემცირდა საწარმოო სიმძლავრეები, დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება ნახევარგამტარების ე.წ. ჩიპების საკითხი, რამაც ავტომწარმოებლები საერთაშორისო მასშტაბით, მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. 2020-2021 წლები პანდემიური და შესაბამისად ურთულესი იყო.
რთულია გამორჩევა, ვინაიდან ორივე წელს სხვადასხვა ამოცანა გვქონდა, თუკი 2020-ში ჩვენი მიზანი გლობალურ გაურკვევლობასთან სწრაფი ადაპტირება და ბიზნეს უწყვეტობის შენარჩუნება იყო, 2021-ში ამოცანა იყო ბიზნესისთვის უკვე არსებულ მოცემულობაში პროცესების ეფექტური მართვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თეგეტაში შევძელით, რომ 2020 წლის გაყიდვებში 10%-მდე ზრდა გვეჩვენებინა. ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი გაყიდვების არხების დივერსიფიკაციაა, რაც ბუნებრივია, 2021 წელზეც დადებითად აისახა, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, როგორ უნდა გვემოქმედა მძიმე 2020-ის შემდეგ", — განაცხადა მან.
მისი თქმით, თეგეტამ უპრეცედენტო გლობალურ გამოწვევებს ახალი სტრატეგიის შემუშავებით უპასუხა. დასახეს მიზნები, წავიდნენ რისკებზე და პანდემიის აფეთქებიდან ორი წლის თავზე გამოჩნდა, რომ ფორსმაჟორში გადადგმულმა ნაბიჯებმა გაამართლა — კომპანია მყარად დგას ფეხზე, ისე როგორც არასდროს.
"ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვალეთ ბიზნეს პროცესები და პოსტ-პანდემიურ პერიოდში მომხმარებლის საჭიროებებზე კიდევ უფრო მორგებული სისტემა შევქმენით. 2020 წელს დავიწყეთ ეჯაილ ტრანსფორმაცია, რაც ნიშნავს, რომ ჯგუფი სრულად ახალი მოდელით და მიდგომებით ოპერირებს — ბიზნეს პროცესი 100%-ით მომხმარებლის საჭიროებაზე და მის კმაყოფილებაზეა მიმართული. ერთი მხრივ, პანდემიის პერიოდი არ იყო საუკეთესო დრო ასეთი ცვლილებების დასაწყებად, თუმცა მეორე მხრივ, ეს იყო ჩვენთვის დიდი გამოწვევა, რომ გლობალურ პრობლემაზე დროული და სწორი რეაგირება გვქონოდა, სწრაფად მოგვეხდინა ადაპტაცია, რაც ვფიქრობთ, წარმატებით შევძელით, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებთ.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ მდგრადი სისტემა, სადაც რისკები დაზღევეული იქნება მსგავსი ეკონომიკური ტურბულენციისგან, რადგან სწორ და მყარ ფუნდამენტზე იქნება აშენებული ეს ყველაფერი. თუ აქამდე მართვა უფრო ცენტრალიზებულად ხდებოდა, ახლა პროცესები უფრო გამარტივდა, შედარებით სწრაფი და რაც მთავარია უფრო ეფექტური გახდა. თეგეტა ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში ჯამში 2 500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და დღეისათვის საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. თითოეული დასაქმებულის მიღმა მათი ოჯახის წევრები დგანან, რომელთათვისაც გამომუშავებული დოვლათი ეკონომიკური მდგრადობის წინაპირობაა. ამასთან, თეგეტა ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელია ქვეყნის ბიუჯეტში. ასე რომ, ჩვენ არა თუ გაჩერების, შეფერხების უფლებაც არ გვაქვს და უკვე ამ ახალ 2022 წელსაც დიდი გეგმებით ვხვდებით", — აღნიშნავს კაჭარავა.
მისივე თქმით, ფორსმაჟორულ ორ წელში თეგეტას არაერთი გამარჯვება დაუგროვდა —კომპნაიამ წარმატებით განახორციელა მასშტაბური პროექტები, იქნებოდა ეს კომერციული თუ სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, ბიზნესის დივერსიფიცირებისა თუ გაფართოების კუთხით. ვახტანგ კაჭარავა ჰყვება, რომ პანდემიის პერიოდში დაიწყო და წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები Europcar-თან, რომლის წარმომადგენელიც თეგეტა 2020 წელშივე გახდა. ის აღნიშნავს, რომ კომპანიის ბიზნესპროფილი ავტომობილების გაქირავებაა, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი საცალო და კორპორაციული მომხმარებლისთვის, თუმცა თეგეტას წარმატებები აქ არ მთავრდბა.
"წარმოების მაჩვენებლების მკვეთრად შემცირების ფონზეც კი ჩვენ მოვახერხეთ, რომ 2 000 მსუბუქი მანქანა გაგვეყიდა წლის განმავლობაში, რაც ბაზრის 35%-ზე მეტია. გეოგრაფიული დივერსიფიცირების მხრივაც მნიშვნელოვანი წინსვლაა — ჩვენი წარმომადგენლობა სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენს ოფისებს სომხეთში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში შეემატა თეგეტას წარმომადგენლობა უკრაინასა და ემირატებში. ცხადია, ჩვენი მთავარი აქცენტი საქართველოა, ქართულ ბაზარზე დიდი პოტენციალი და შესაბამისი გეგმებიც გვაქვს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ.
საერთაშორისო კრიზისის მიუხედავად, წელს თეგეტა ჰოლდინგმა რამდენიმე ახალი ბრენდი დაიმატა, რითიც ბიზნესის პერსპექტივა კიდევ უფრო გაფართოვდა. დავიმატეთ: Renault-ის სატვირთო მიმართულება, რომლის გაყიდვებსაც 2022 წლის მეორე კვარტლიდან დავიწყებთ. სამშენებლო მიმართულებით დავიმატეთ FIAT ჯგუფის ბრენდები, ერთ-ერთია Marin-ი და საასფალტე ტექნიკის მსოფლიო ლიდერი BOMAG-ი. ასევე, თურქული მარკის სატვირთო მანქანები BMC. 2021 წელს ჩვენს პორტფელს, ასევე, შეემატა კიდევ ერთი პრემიუმ ბრენდი Liebherr. ეს ყველაფერი დაგვეხმარება, ერთი მხრივ, განვავითაროთ ბიზნესი, მერე მხრივ კი, წვლილი შევიტანოთ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებში.
ასევე თეგეტაში უკვე ხელმისაწვდომია ამერიკული წარმოების Polaris-ი, ეს არის Off-Road ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც ძალიან დიდი დაინტერესება მოჰყვა. წელს დავასრულეთ ქალაქ თბილისის ავტობუსებით მომარაგება, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქში 226 ავტობუსი შემოვიყვანეთ. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან საამაყოა, როდესაც ვიცით, რომ ჩვენი თანამოქალაქეები უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტით გადაადგილდებიან. ეს მიღწევები იმის დასტურია, რომ ჩვენ სწორად მივყვებით ხაზს, რომელიც 1995 წლიდან დაიწყო და მუდმივად ვითარდება. ჩვენ ვართ მომსახურების ბიზნესში, სადაც კლიენტის კმაყოფილება და მაღალი ხარისხი პირველი პრიორიტეტია. ეს არის სფერო, სადაც მარჟა შეცდომებისთვის ძალიან პატარაა, ერთი დღეც კი სერვისში ჩავარდნა ნიშნავს, 100 ნაბიჯით უკან დაწევას. ამიტომ მუდამ ვფიქრობთ, როგორ შევქმნათ ხარისხიანი პროდუქტი და სერვისი.
კიდევ ერთ მიმართულებას გამოვყოფდი, ეს არის CSR-ი. ამ კუთხით 2021 წელს ძალიან დიდი ნაბიჯებით ვიარეთ — დავაპრიორიტეტეთ ქალების გაძლიერების მიმართულება, ვითანამშრომლეთ სხვადასხვა ორგანიზაციასთან, საელჩოსთან. ასევე, გვინდა, სტერეოტიპები დავამსხვრიოთ, რომ საავტომობილო სფერო მხოლოდ მასკუნილური არ არის. ამასთან, თეგეტას ავტორიზებულ კოლეჯს უკვე ჰყავს დიპლომირებული მექანიკოსების პირველი ალუმნი. მათი ცოდნა სახელმწიფოს მიერ არის აღიარებული და თამამად შეუძლიათ განაგრძონ საქმიანობა, როგორც ჩვენთან, თეგეტაში, ასევე, დამოუკიდებლად. განსაკუთრებით მახარებს ის
ფაქტი, რომ 11 კურსდამთავრებულიდან ცხრამ სწორედ ჩვენი კომპანია აირჩია კარიერის შესაქმენლად", — განაცხადა მან.
როგორც კაჭარავა ამბობს, ამჟამად თეგეტას პორტფელში 10-ზე მეტი საავტომობილო პრემიუმ ბრენდია, რაც იმას ნიშავს, რომ კომპანიის შეთავაზება მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. მისი თქმით, გაფართოება ამ მიმართულებით 2022 წელსაც იგეგმება — მოლაპარაკებები ახალ მომწოდებლებთან ჯერ კიდევ პროცესშია. თეგეტას აღმასრულებელი დირექტორი გასული წლის შემოსავალზეც საუბრობს, რომელიც მისი თქმით, პანდემიის ფონზე შთამბეჭდავი მაჩვენებელია.
"2021 წელს გვქონდა რეკორდული გაყიდვები, წლის ბოლოს 850 000 000 მილიონ ლარს მივაღწიეთ. მართალია, გეგმაში მეტი გვქონდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ უამრავ გარე ფაქტორს, ამ ფონზე ჩვენი შედეგები ნამდვილად ძალიან კარგია. თეგეტას უახლოესი ერთი წლის ხედვის ნაწილია რეგიონალური დივერსიფიცირება და მსოფლიო ბიზნეს რუკაზე აფრიალებული საქართველოს დროშა. ამ მიმართულებით იგეგმება გაფართოება უკრაინის ბაზარზე, წარმომადგენლობების გახსნა აფრიკაში, ჩინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში. გაფართოების საფუძველი უკვე ჩაყრილია და პრიორიტეტების მიხედვით ეტაპობრივად განხორციელდება", — თქვა მან.
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები