ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი ფულის გათეთრების ნაცვლად თაღლითობაში ცნეს დამნაშავედ, თუმცა სასჯელი გაუუქმეს
ფოტო: მამუკა ხაზარაძე/Facebook
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და ფულის გათეთრების ნაცვლად, დამნაშავედ თაღლითობაში ცნეს. მოსამართლემ მათ 7 წელი მიუსაჯა, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო სასჯელი გაუუქმეს.
ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით ედებოდათ, რაც ჯგუფურად ჩადენილ ფულის გათეთრებას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით, წარდგენილი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირდა, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს.
ამასთან, როგორც ჯაფარიძის, ასევე, ხაზარაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო და დამატებითი ვალდებულება, მათ შორის საქართველოს საზღვრის დატოვების აკრძალვა გაუქმდა. ასევე, გააუქმეს 2019 წლის 9 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ჯაფარიძისა და ხაზარაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველსაყოფად ქონებაზე დადებული ყადაღა.
ასევე გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 აგვისტოს განჩინებით დადებული ყადაღა, კერძოდ ყადაღა მოეხსნა მამუკა ხაზარაძის სახელზე გაერთიანებულ სამეფოში მდებარე ბანკში გახსნილ საბანკო ანგარიშზე განთავსებულ მილიონ ნახევარ ფუნტ სტერლინგს.
საბოლოო გადაწყვეტილებით, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განჩინებით დადებული ყადაღა. კერძოდ, ყადაღა მოეხსნას თიბისი ბანკში, ლიბერთი ბანკში, ტერაბანკსა და ქართუ ბანკში მამუკა ხაზარაძის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფულადი თანხებიდან 11 323 188 ამერიკული დოლარის ექვივალენტს.
ასევე, თიბისი ბანკში, ტერაბანკში და ლიბერთი ბანკში ბადრი ჯაფარიძის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე განთავსებულ ფულად თანხებს 5 340 800 ამერიკული დოლარის ექვივალენტს.
რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25-194-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით ედებოდა, რაც ჯგუფურად ჩადენილ ფულის გათეთრებაში ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. წარდგენილი ბრალი გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 25-180 მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტზე, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენობის თაღლითობაში ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობას გულისხმობს.
მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ბრალდებულებს სხვა მუხლებს ედავებოდა, საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, სასამართლომ ბრალდების მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და მუხლები "უბრალოდ გადააკვალიფიცირა".
"რისთვისაც ვადასტურებდით ბრალდებულების ბრალეულობას, სრულად გაიზიარა სასამართლომ. დამნაშავედ ცნო ბრალდებულები თაღლითობის ჯგუფურად და დიდი ოდენობით ჩადენაში და უბრალოდ გადააკვალიფიცირა და სხვანაირი შეფასება მისცა [...] ჩვენი მტკიცებულებები რომ საკმარისი იყო, ბრალდებულების გამტყუნებისთვის, ეს დადასტურდა, ვინაიდან სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში იქნა ცნობილი დამნაშავედ", — აღნიშნა მან.
გუშინ, 11 იანვარს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესის დაწყების დროს მოსამართლემ მამუკა ხაზარაძე დარბაზიდან გააძევა. მიზეზი ხაზარაძესა და ბრალდების მხარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გახდა. მოგვიანებით, მოსამართლემ საბოლოო სიტყვის წარმოსათქმელად მისი დარბაზში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. როგორც საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, ამ საქმეში დაზარალებულები თავად არიან, რადგან "ფორსმაჟორული ვითარების" შედეგად, მათი ქონების 2/3 დაკარგეს. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს საქმე ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულების დასაწყისი გახდება.
მამუკა ხაზარაძემ სხდომის მიმდინარეობისას კი თქვა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მასთან ხალხი გააგზავნა და სთხოვა, ეს ყველაფერი "დაელაგებინათ და დაესრულებინათ". ხაზარაძის განცხადებით, ამაზე არ წავიდა.
ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ავთანდილ წერეთელს პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავება. 2019 წლის 8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.
-
რა არის ფუნქციური დეპრესია რა არის ფუნქციური დეპრესია
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
კომენტარები