გატაცებულმა კაცმა ჩინეთში ოჯახი ბავშვობაში ნანახი სოფლის რუკის დახატვით იპოვა
ფოტო: Weibo
ოცდაათი წლის წინ, ჩინეთში, იუნანის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში, ოთხი წლის ლი ჯინგვეი მეზობელმა გაიტაცა და ბავშვთა ტრეფიკინგის დანაშაულებრივ საქმეში ჩართულ ადამიანებს მიჰყიდა. თუმცა, ათწლეულების შემდეგ, ლიმ გონებაში თავისი მშობლიური სოფლის აღდგენა სცადა და ასე დახატა დასახლების რუკა. სწორედ ამ რუკის დახმარებით დაუბრუნდა იგი თავის ოჯახს.
საქმე ისაა, რომ ლის თავისი სოფლის არც სახელი ახსოვდა და არც მისამართი, თუმცა, ახსოვდა ხეები, საძოვრები და ქვებიც კი. როცა რუკა დახატა, მას ვიდეო გადაუღო და სოციალური ქსელით გაავრცელა.
"მე ის ბავშვი ვარ, რომელიც თავის სახლს ეძებს", — ამბობს ლი ვიდეოში, სადაც რუკაზე ნათლად ჩანს სოფლის მნიშვნელოვანი ადგილები: სკოლა, ბამბუკის ტყე და ტბორი.
ლის დახატული რუკა.
ფოტო: Weibo
ლიმ ვიდეო Douyin-ზე ატვირთა, რომელსაც ჩინეთს გარეთ ტიკტოკის სახელით იცნობენ. მალევე რუკა პოლიციის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ნახატი იმ სოფლის გეგმას შეადარა, სადაც ქალმა წლების წინ შვილი დაკარგა.
ამას მოჰყვა დნმ-ტესტი და მოგვიანებით — ლისა და დედამისის ემოციური შეხვედრა.
"რა წამს ტელეფონი ავიღე, დედაჩემმა ტირილი დაიწყო. ვიდეოზარში კი მისი ამოცნობა ერთი შეხედვითვე შევძელი: დედაჩემს და მე ხომ ერთნაირი ტუჩები და ლამის მსგავსი კბილებიც კი გვაქვს".
ფოტო: Weibo
ლი თავისი სოფლიდან 1989 წელს გაიტაცეს და ასობით კილომეტრის დაშორებით, სხვა პროვინციაში მცხოვრებ ოჯახს მიჰყიდეს. მსგავსი შემთხვევები ჩინეთში ხშირია — ამჯერად ოჯახს, როგორც ჩანს, ბიჭი უნდოდა შვილად.
წლების შემდეგ იგი ამბობს, რომ ბიოლოგიური ოჯახის მოძებნის სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ბოლო პერიოდში მსგავსი ისტორიების შესახებ შეიტყო.
"მივხვდი, რომ მეტს ვეღარ დავიცდიდი, რადგან ჩემი მშობლები მოხუცდებოდნენ. მეშინოდა, რომ სანამ გავიაზრებდი, საიდან ვარ, ისინი უკვე გარდაცვლილები იქნებოდნენ", — ამბობს ლი.
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
კომენტარები