ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა, ეს, ჩვენი მხრიდან, ოპოზიციის მიმართ პოლიტიკური სვლა იყო — მდინარაძე
ფოტო: On.ge/თათია შურღაია
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიუროს სხდომა, სადაც ინსპექტორის სამსახურზე ოპოზიციის ალტერნატიული კანონპროექტი უნდა განხილულიყო, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. თუმცა დასძენს, რომ ბიურო სხდომის ჩავარდნა შეგნებული ნაბიჯი იყო და ეს მათი მხრიდან ოპოზიციის მიმართ გადადგმული პოლიტიკური სვლაა.
"გულწრფელი რომ ვიყო, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენმა პატივცემულმა ოპონენტებმა გადაწყვიტეს, პროცედურული მექანიზმების გამოყენებით მაქსიმალურად გაეწელათ დრო, ჩვენც ამას დავუპირისპირებთ ჩვენი ის მოქმედება, რომ არ მოვახდინეთ ბიუროს სხდომისათვის რამე განსაკუთრებული მობილიზება და შეიძლება ითქვას, შეგნებულადაც, ბიუროს სხდომა ჩავარდა ქვორუმის არასრსებობის გამო. ჩვენ ნამდვილად ვერ ვიტყვით და ვერ მოვატყუებთ საზოგადოებას, რომ ვცადეთ და ბიურო ვერ ჩავატარეთ, პირიქით, ასეთ მცდელობას ჩვენი მხრიდან ადგილი არ ჰქონია", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, რომ სხვადასხვა პროცედურული გზით დრო გაწელოს და კანონპროექტის მიღება შეაფერხოს. მდინარაძე ამბობს, რომ კანონის მათი ალტერნატიული ვერსია არათუ ჰგავს, არამედ, ინსპექტორის კანონპროექტს "სიტყვა-სიტყვით" იმეორებს.
"ოპოზიციამ თავისი კანონპროექტი კი არ წარმოადგინა, წარმოადგინა ინსპექტორის კანონპროექტი. ამას, მე მგონი შეფასება არ სჭირდება, ეს არის ცუდი პრეცედენტი. ოპოზიციას შეეძლო თუნდაც პროცედურული ომისათვის, თუნდაც პროცედურული ბრძოლისათვის, თუნდაც დროის გაწელვისთვის წარმოედგინა საკუთარი კანონპროექტი, თუმცა მან წარმოადგინა ინსპექტორის კანონპროექტის ზუსტი ანალოგი", — ამბობს ის.
ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა კანონპროექტის ალტერნატიული ვერსიის წინადადება გუშინ, 27 დეკემბერს გამართულ ბიუროს სხდომაზე წამოაყენა. როგორც ნაცვლიშვილმა განაცხადა, თუკი მათი წინადადების განსახილველად ბიუროს სხდომა არ ჩატარდებოდა, ეს რეგლამენტით გარანტირებული უფლებამოსილების წართმევად იქნებოდა აღქმული.
ბიუროს ამავე სხდომაზე, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას დაუჭირეს მხარი.
ქართულ ოცნებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ბაზაზე ორი ახალი უწყების — სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნა სურს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებული და ინიცირებულია.
აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქამდეც არსებობდა. სწორედ მისი გაუქმების შემდეგ, 2019 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სხვა ფუნქციებიც შეითავსა.
სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებულ პროცესს "სრულიად კონსპირაციულს" უწოდებს. მისივე განცხადებით, "ოცნების" კანონპროექტი ძალიან საშიში პრეცედენტია არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, არამედ ქვეყნისთვის და არჩევით თანამდებობაზე მყოფი ყველა პირისთვის.
თოლორაიას განცხადებით, ეს არის სიგნალი, რომ ისინი "ძალიან ჭკვიანად" უნდა იყვნენ. ის ამბობს, რომ კანონპროექტის ინიცირება წინასაახალწლო პერიოდს დაემთხვა, როდესაც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების უმრავლესობა საქართველოში არ იმყოფება. ამასთან, მისივე თქმით, ეს ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნას.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს შემაშფოთებელს უწოდებს და პარლამენტს მოუწოდებს, რომ გაიწვიოს. ამის შესახებ მათ ოფიციალურ Twitter-ზე დაწერეს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მუშაობის დაწყებიდან დღემდე არაერთხელ გაუვრცელებია ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მომზადებულმა დასკვნამ გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია.
უწყებამ კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა. აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ, 19 დეკემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ინსპექტორის დასკვნას არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტის უფლებები არ შელახულა და როცა საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებმა პრეზიდენტი იხილეს ასეთ მდგომარეობაში, სააკაშვილი ადამიანებმა მანამდეც ნახეს "სახურავზე კარლსონივით" და "თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცავი".
ამავე თემაზე:
-
პეტერ მადიარი: ორბანი აშინებდა უნგრელებს, თუ ახალი მთავრობა მოვიდოდა, ხალხს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე წაიყვანდნენ პეტერ მადიარი: ორბანი აშინებდა უნგრელებს, თუ ახალი მთავრობა მოვიდოდა, ხალხს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე წაიყვანდნენ
გადახედვა
-
რომის პაპი: მე კვლავაც ხმამაღლა ვისაუბრებ ომის წინააღმდეგ, შევეცდები მშვიდობის ხელშეწყობას რომის პაპი: მე კვლავაც ხმამაღლა ვისაუბრებ ომის წინააღმდეგ, შევეცდები მშვიდობის ხელშეწყობას
გადახედვა
-
სოფელ ველისციხეში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა ხევმა ე.წ "ჟორსის ხიდი" დააზიანა სოფელ ველისციხეში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა ხევმა ე.წ "ჟორსის ხიდი" დააზიანა
გადახედვა
-
ოპოზიციური ალიანსი პიტერ მადიარის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ოპოზიციური ალიანსი პიტერ მადიარის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი: უნგრეთში არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით ლევან მახაშვილი: უნგრეთში არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით
გადახედვა
-
პესკოვი: ჩვენ პატივს ვცემთ უნგრეთის არჩევანს პესკოვი: ჩვენ პატივს ვცემთ უნგრეთის არჩევანს
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: ორბანის გარშემო შემოკრებილი ყველა სახის პოპულისტი და არადემოკრატიული პარტია გაინაწილებს ამ მარცხს. მათ შორის, "ქართული ოცნებაც" სიმონ ჯანაშია: ორბანის გარშემო შემოკრებილი ყველა სახის პოპულისტი და არადემოკრატიული პარტია გაინაწილებს ამ მარცხს. მათ შორის, "ქართული ოცნებაც"
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: ვგეგმავთ ვიზიტებს ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში მაკა ბოჭორიშვილი: ვგეგმავთ ვიზიტებს ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში
გადახედვა
-
"ლელო": "ორბანის მმართველობის წინააღმდეგ საზოგადოების მკაფიო პოზიცია არის მაგალითი იმისა, რომ არცერთი სისტემა არ არის ურღვევი" "ლელო": "ორბანის მმართველობის წინააღმდეგ საზოგადოების მკაფიო პოზიცია არის მაგალითი იმისა, რომ არცერთი სისტემა არ არის ურღვევი"
გადახედვა
-
რობერტ ფიცო: მზად ვარ ინტენსიური თანამშრომლობისთვის უნგრეთის ახალ პრემიერმინისტრთან, რომელსაც ვულოცავ არჩევნების შედეგებს რობერტ ფიცო: მზად ვარ ინტენსიური თანამშრომლობისთვის უნგრეთის ახალ პრემიერმინისტრთან, რომელსაც ვულოცავ არჩევნების შედეგებს
გადახედვა
-
პეტერ მადიარი: უდიდესი პატივია, რომ მოგვანდეთ მთავრობის ფორმირება და ის, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვიმუშაოთ თავისუფალი, ევროპული, ფუნქციონირებადი და ჰუმანური უნგრეთისთვის პეტერ მადიარი: უდიდესი პატივია, რომ მოგვანდეთ მთავრობის ფორმირება და ის, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვიმუშაოთ თავისუფალი, ევროპული, ფუნქციონირებადი და ჰუმანური უნგრეთისთვის
გადახედვა
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი: უნგრეთმა ევროპა აირჩია. ქვეყანა ევროპულ გზას უბრუნდება. კავშირი ძლიერდება ურსულა ფონ დერ ლაიენი: უნგრეთმა ევროპა აირჩია. ქვეყანა ევროპულ გზას უბრუნდება. კავშირი ძლიერდება
გადახედვა
-
პეტერ მადიარი: ბუდაპეშტი EU-სა და NATO-ს ძლიერი მოკავშირე იქნება პეტერ მადიარი: ბუდაპეშტი EU-სა და NATO-ს ძლიერი მოკავშირე იქნება
გადახედვა
-
საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე
გადახედვა
-
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა
გადახედვა
-
მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
გადახედვა
-
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება
გადახედვა
-
პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია
გადახედვა
-
ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა
გადახედვა
კომენტარები