დეგნანის თქმით, ინსპექტორის კანონპროექტის შემუშავების პროცესი ნაჩქარევი და შემაშფოთებელია
ფოტო: საქართველოს მთავრობა
აშშ-ის ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტის შემუშავების პროცესი შემაშფოთებელია. მისი თქმით, ის ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე, ნაჩქარევად წარიმართა, რისი საჭიროებაც არ იყო. ამის შესახებ დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
"სახელმწიფო ინსპექტორი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში მოქალაქეების უფლებების დაცვაში. მისი მოვალეობაა, რომ გამოიძიოს საჯარო მოხელეების პოტენციური დანაშაულებები და მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობა დააკისროს მათ. ეს რთული, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი სამსახურია და ზოგჯერ, ადამიანები გამოძიების შედეგებით კმაყოფილები არ არიან. რაც შემაშფოთებელია, ეს არის გავრცელებული ინფორმაცია ახალი კანონპროექტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ორად იყოფა", — აღნიშნა დეგნანმა.
მისი თქმით, ყველაზე შემაშფოთებელი და რთულად ასახსნელია ის, რომ ეს კანონპროექტი შეიცავს რეგულაციას, რომელიც ინსპექტორის სამსახურის ყველა თანამშრომლის გათავისუფლებას გულისხმობს.
"ისინი არიან ექსპერტები, რომლებიც ამ სამსახურში რამდენიმე წელია მუშაობდნენ პარლამენტისგან ყოველგვარი პრეტენზიებისა და კითხვების გარეშე. პარლამენტს აქვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ზედამხედველობის პასუხისმგებლობა და მაინც, როცა ინსპექტორმა მათი წლიური ანგარიში წარადგინა, პარლამენტის მხრიდან არანაირი კითხვა ან პრეტენზია არ გამოთქმულა", — თქვა მან.
ის პარლამენტს მოუწოდებს, რომ პროცესი შეანელონ და დაინტერესებულ მხარეებთან ინკლუზიური, გამჭვირვალე კონსულტაციები წარმართოს, რათა ინსპექტორის სამსახური რეალურად გაუმჯობესდეს.
"კიდევ ერთხელ, ჩვენი მოთხოვნა პარლამენტისადმი იქნება, რომ დააპაუზოს და შეანელოს ეს პროცესი, არ არის მისი ამ კვირაში დაჩქარება საჭირო. გადასწიეთ და გქონდეთ შესაბამისი, ინკლუზიური, გამჭვირვალე კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და შეიმუშავეთ მიდგომა, რომელიც მართლა გააუმჯობესებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ეს იქნება ჩვენი რეკომენდაცია და მკაცრი მოთხოვნა პარლამენტისადმი", — განაცხადა ელჩმა.
ქართულ ოცნებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ბაზაზე ორი ახალი უწყების — სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნა სურს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებული და ინიცირებულია.
აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქამდეც არსებობდა. სწორედ მისი გაუქმების შემდეგ, 2019 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სხვა ფუნქციებიც შეითავსა.
სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებულ პროცესს "სრულიად კონსპირაციულს" უწოდებს. მისივე განცხადებით, "ოცნების" კანონპროექტი ძალიან საშიში პრეცედენტია არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, არამედ ქვეყნისთვის და არჩევით თანამდებობაზე მყოფი ყველა პირისთვის.
თოლორაიას განცხადებით, ეს არის სიგნალი, რომ ისინი "ძალიან ჭკვიანად" უნდა იყვნენ. ის ამბობს, რომ კანონპროექტის ინიცირება წინასაახალწლო პერიოდს დაემთხვა, როდესაც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების უმრავლესობა საქართველოში არ იმყოფება. ამასთან, მისივე თქმით, ეს ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნას.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს შემაშფოთებელს უწოდებს და პარლამენტს მოუწოდებს, რომ გაიწვიოს. ამის შესახებ მათ ოფიციალურ Twitter-ზე დაწერეს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მუშაობის დაწყებიდან დღემდე არაერთხელ გაუვრცელებია ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მომზადებულმა დასკვნამ გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია.
უწყებამ კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა. აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ, 19 დეკემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ინსპექტორის დასკვნას არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტის უფლებები არ შელახულა და როცა საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებმა პრეზიდენტი იხილეს ასეთ მდგომარეობაში, სააკაშვილი ადამიანებმა მანამდეც ნახეს "სახურავზე კარლსონივით" და "თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცავი".
ამავე თემაზე:
-
რუსეთის ბაზარზე აკრძალული სომხური პროდუქცია ევროკავშირში გაიყიდება რუსეთის ბაზარზე აკრძალული სომხური პროდუქცია ევროკავშირში გაიყიდება
გადახედვა
-
სიდნი სვინიმ სემ ლევისონს მესამე სეზონიდან შიშველი სცენების ამოჭრა გადააფიქრებინა სიდნი სვინიმ სემ ლევისონს მესამე სეზონიდან შიშველი სცენების ამოჭრა გადააფიქრებინა
გადახედვა
-
BMG: საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა BMG: საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა
გადახედვა
-
"მედიაჩეკერი": ირაკლი კიკვაძე აცხადებს, რომ აჭარის ტელევიზიიდან 14 თანამშრომელი გაათავისუფლეს "მედიაჩეკერი": ირაკლი კიკვაძე აცხადებს, რომ აჭარის ტელევიზიიდან 14 თანამშრომელი გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ისეთივე არასერიოზულია, როგორიც გერმანიის ელჩი — ირაკლი კობახიძე ალექსანდრე კარტოზიას აკრედიტაციის პროცედურაზე ისეთივე არასერიოზულია, როგორიც გერმანიის ელჩი — ირაკლი კობახიძე ალექსანდრე კარტოზიას აკრედიტაციის პროცედურაზე
გადახედვა
-
ერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას ბოლო სანაკრებო თამაშზე — საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას ბოლო სანაკრებო თამაშზე — საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
საუბრისას "მმ" და პაუზები, შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს — კვლევა საუბრისას "მმ" და პაუზები, შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს — კვლევა
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც დენგეს ცხელებაზე უნდა იცოდეთ ყველაფერი, რაც დენგეს ცხელებაზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
ნომერ 7 მაისურზე, ნომერი 1 — მსოფლიოში კვარაცხელიას ეპოქალური სეზონის ამბავი ნომერ 7 მაისურზე, ნომერი 1 — მსოფლიოში კვარაცხელიას ეპოქალური სეზონის ამბავი
-
სემ ლევინსონის თქმით, ზენდეიას პერსონაჟისთვის სხვაგვარი ფინალი ჰქონდა ჩაფიქრებული სემ ლევინსონის თქმით, ზენდეიას პერსონაჟისთვის სხვაგვარი ფინალი ჰქონდა ჩაფიქრებული
გადახედვა
-
"იმის ღირსი მაინც ვართ, აგვიხსნან — რატომ იყო ჩვენი გადაცემები ასე "გადასაგდები" — აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს "იმის ღირსი მაინც ვართ, აგვიხსნან — რატომ იყო ჩვენი გადაცემები ასე "გადასაგდები" — აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს
გადახედვა
-
რუსეთმა სომხეთიდან ხილის იმპორტი შეზღუდა რუსეთმა სომხეთიდან ხილის იმპორტი შეზღუდა
გადახედვა
-
ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი — წიგნის ეკრანიზაციას ნეტფლიქსისთვის ანა კენდრიკი გადაიღებს ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი — წიგნის ეკრანიზაციას ნეტფლიქსისთვის ანა კენდრიკი გადაიღებს
გადახედვა
-
ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო — გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებს ემშვიდობება ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო — გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებს ემშვიდობება
-
POG: აშშ-ის ვიზების თაღლითური სქემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს, 6-ის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო POG: აშშ-ის ვიზების თაღლითური სქემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს, 6-ის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო
გადახედვა
-
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით და 9 თვით, ანი ნასყიდაშვილს კი 5 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით და 9 თვით, ანი ნასყიდაშვილს კი 5 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ქვასა და ნაცარში შემონახული კულტურა — სამცხე-ჯავახეთში ძველი დასახლებების კვალს მიაგნეს ქვასა და ნაცარში შემონახული კულტურა — სამცხე-ჯავახეთში ძველი დასახლებების კვალს მიაგნეს
გადახედვა
-
TBC x Miro — თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები TBC x Miro — თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები
-
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში 23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
-
რუსთავში მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს რუსთავში მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
კინოდაჯილდოება ელისო 2026-ის ნომინანტები ცნობილია კინოდაჯილდოება ელისო 2026-ის ნომინანტები ცნობილია
კომენტარები