თუნდაც თავისუფლების აღკვეთად დამიჯდეს, ამ სივრცეს არ დავალუქინებ — ნაჯა ორაშვილი
ფოტო: ნაჯა ორაშვილი/Fb
ბასიანის დამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის განცხადებით, კლუბების დალუქვით ხელისუფლების მიზანი გამოიკვეთა და ეს საკლუბო სფეროს განადგურება, დაშინება და გაქრობაა. ნაჯა ორაშვილი ამ წუთებში კლუბ ბასიანთან იმყოფება, სადაც შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ.
"თუნდაც თავისუფლების აღკვეთად დამიჯდეს, ამ სივრცეს არ დავალუქინებ, იმიტომ, რომ სახელმწიფო არის მზრუნველი სახელმწიფო, ან მას სხვა გეგმები და სხვა მიზნები აქვს. ჩვენ 6 თვე ვიმუშვეთ გამოსავალზე, ცოდნაზე, გამოცდილებაზე დაფუძნებულ სტანდარტზე, რომელსაც უნდა უზრუნველეყო დახურულ სივრცეებში ვირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანა. მათ ამაზე უარი გვითხრეს, შესაბამისად, მიზანი გამოკვეთილია, ეს არის ამ სივრცეების, ამ თავისუფალი, მართლა უსაფრთხო სივრცეების ფიზიკური განადგურება, ჩვენი დაშინება და ზოგადად გაქრობა", — განაცხადა მან.
17 დეკემბერს, ღამის კლუბების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, შრომის ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომ კლუბებში ღონსიძიებების გამართვა ამ ეტაპზე აკრძალულია. მათივე განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
საპასუხოდ, კლუბების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ გახნის შესახებ მთავრობამ იცოდა და ღონისძიებებს ჩაატარებენ. პარასკევს კლუბები მართლაც გაიხსნა და შრომის ინსპექციის შესვლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მეორე დღეს, 18 დეკემბერს თბილისის ღამის კლუბებმა განაცხადეს, რომ შრომის ინსპექციასთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ერთი კვირით გადადებაზე შეთანხმდნენ. მათი თქმით, ეს ბოლო კომპრომისია.
19 დეკემბერს, შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში კი შრომის ინსპექცია წერდა, რომ გადაწყვეტილებას "კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით" საკოორდინაციო საბჭო ერთობლივი განხილვების შემდეგ მიიღებს. მათივე ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ყველა შესაძლო რისკის, განსაკუთრებით ახალი, ომიკრონ შტამის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობის და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური უზრუნველყოფის განსაზღვრის შედეგად.
20 დეკემბერს კლუბებმა განაცხადეს, რომ შრომის ინსპექციის წერილში შეთანხმების პირობები ასახული არ იყო და მათი დროებით გადავადებული ღონისძიებები, როგორც გაუქმებული, ისე გამოაცხადეს. კლუბები ამბობდნენ, რომ ყველა შესაძლო ზომას მიმართავენ, რათა სივრცის უსაფრთხოდ გახსნა შეძლონ.
მწვანე პასპორტების ამოქმედების მიუხედავად, კლუბების მუშაობა ჯერ დაშვებული არ არის. 4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბი ხიდი 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. კლუბის წარმომადგენლებმა "ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით", ტერიტორია დატოვეს, თუმცა პასუხისმგებელ პირებს "გონივრული ვადა" მისცეს, რათა მათი მუშაობა დაუშვან.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები