ან აღიარებენ, რომ საქართველო სახელმწიფოა, ან მოგვიწევს ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები — კობახიძე ევროპარლამენტარებზე
ფოტო: ქართული ოცნება
ქართული ოცნების თავმჯდომარემ ვრცელი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, სადაც მმართველი გუნდის კრიტიკის პასუხად ევროპელ პარტნიორებს აკრიტიკებს, მათ რადიკალური ოპოზიციის უცხოელ ლობისტებს უწოდებს და პასუხისმგებლობას აკისრებს "კრიმინალების გათავისუფლების" გამო.
კობახიძე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა, რომელსაც არ აკონკრეტებს და ნაციონალური მოძრაობის დიდი ხნის ლობისტად მოიხსენიებს, სააკაშვილს პოლიტპატიმარი უწოდა. სავარაუდოდ, ის ანა ფოტიგას გულისხმობს, რადგან იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის წერილშიც იყო აღნიშნული, რომ ფოტიგამ პოლიტპატიმრები ახსენა.
კობახიძე სვამს კითხვას, მიაჩნია თუ არა ამ ევროპარლამენტარს საქართველო სახელწმიფოდ და აცხადებს, რომ საკითხი დგას მარტივად — "ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს, ან ჩვენ მოგვიწევს მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები". მმართველი გუნდის თავმჯდომარის თქმით, მათ უნდა აჩვენონ, რომ არიან საქართველოს მეგობრები და არა სააკაშვილისა და მისი კრიმინალი თანაგუნდელების.
"ის ამ პოლიტიკურ ძალას იმ პერიოდშიც ლობირებდა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს იტაცებდა და ქვეყნის ტერიტორიებს რუსეთს აბარებდა, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმარი უწოდა. ასეთ ადამიანებს გვინდა დავუსვათ მარტივი კითხვა — ცნობენ თუ არა ისინი საქართველოს სახელმწიფოდ? და თუ ცნობენ — მიაჩნიათ თუ არა, რომ სამართლისა და კანონის უზენაესობა სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია?" — წერს ის.
ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარტნიორებთან სამომავლო ურთიერთობისას ამ პრინციპით იხელმძღვანელებენ და არ ითანამშრომლობენ მათთან, ვინც მიკერძოების გამო "საქართველოს სახელმწიფოდ არ ცნობს". სავარაუდოდ, ეს არაერტ ევროპარლამენტარს ეხება, რადგან კობახიძეს და პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ბევრი მათგანი ჰყავს გაკრიტიკებული ოპოზიციის მხარდამჭერი განცხადებების გამო.
"მომავალში, როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების ნაბიჯებს შევაფასებთ, ჩვენთვის სახელმძღვანელო სწორედ ამ წერილში ასახული მთავარი პრინციპი იქნება — ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ", — წერს ის.
ამავე პოსტში კობახიძე მიმოიხილავს სააკაშვილის მიმართ მათ გადადგმულ ნაბიჯებს და თითოეულს ამართლებს. მისი მტკიცებით, ისინი სახელმწიფოსა და სამართლის უზენაესობის პატივისცემით იყო ნაკარნახები.
"ქართული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა მართლმსაჯულების პოლიტიზების გამუდმებული მცდელობა, რომელშიც ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მასთან დაკავშირებულ პარტიულ მედიასაშუალებებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სამწუხაროდ, ჩართული არიან რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტებიც, რომელთა ნაწილი პოლიტიკური სტატუსის მატარებელია.
მართლმსაჯულების პოლიტიზების ყველაზე ნათელი გამოხატულება იყო მათი ძალისხმევის შედეგად 2020-21 წლებში სამი დამნაშავის - გიგი უგულავას, ნიკანორ მელიას და გიორგი რურუას განთავისუფლება. ყველა ხედავს, რომ დღეს ეს დამნაშავეები, მთავარ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ყველაზე აქტიურ როლს ასრულებენ პოლარიზაციაში, რომელიც ზიანს აყენებს ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს. ამ ყველაფერზე პირდაპირი პასუხისმგებლობა, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, ბუნებრივია, ყველა იმ პირსაც ეკისრება, რომელიც კრიმინალების განთავისუფლებას აქტიურად ითხოვდა", — წერს კობახიძე.
აქვე ის აღნიშნავს, რომ უცხოელი პარტნიორების უდიდესი უმრავლესობა სათანადოდ აფასებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აქვს ობიექტური დამოკიდებულება. მისი მტკიცებით, მათი უმრავლესობა აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართლიანად იხდის მისთვის შეფარდებულ სასჯელს.
"ხშირად მოგვისმენია გულწრფელი კრიტიკა და შენიშვნები მეგობრების მხრიდან. ამგვარი კრიტიკა ჩვენთვის ძალზე ღირებულია და ვაფასებთ. ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენს პარტნიორებს, საქართველოს ნამდვილ მეგობრებს, ხშირად შეუცვლიათ თავდაპირველი პოზიცია, რაც მათ გულწრფელობას ადასტურებს. თუმცა, არიან მცირერიცხოვანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჯიუტად არ ცვლიან პოზიციას და ნაციონალური მოძრაობის ლობისტობას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე სწორხაზოვნად განაგრძობენ", — წერს ის.
კობახიძე სვამს კითხვებს, რომელსაც თავადვე პასუხობს და ამით ცდილობს დაამტკიცოს, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს კანონის შესაბამისად ექცევიან. მათ შორის, ის ფიქრობს, რომ სააკაშვილის იძულებით გადაყვანა, ისევე, როგორც ამ კადრების გასაჯაროება აუცილებელი იყო იმ შემთხვევაში, "თუ საქართველო სახელმწიფოა".
"როდესაც მსჯავრდებული სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას იმისათვის ითხოვს, რომ ციხიდან გავიდეს და თანამზრახველებს მისი განთავისუფლების შანსი მიეცეთ, უნდა დაჰყვეს თუ არა ხელისუფლება მოთხოვნას? პასუხი მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა — არა. [...]
როდესაც მსჯავრდებულის თანამზრახველები კატეგორიულად ითხოვენ მისი გადაყვანის ამსახველი კადრების გასაჯაროებას, მიუხედავად იმისა, რომ თავადვე იციან, რომ ეს კადრები არ იქნება სასიამოვნო სანახავი და როდესაც კადრების არგასაჯაროებაზე უამრავ სიცრუესა და სპეკულაციას აგებენ, უნდა გაუზიაროს თუ არა სახელმწიფომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია სიმართლის შესახებ? პასუხი ამ კითხვაზეც მარტივია — თუ საქართველო სახელმწიფოა, რომელიც აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საზოგადოება არავის უნდა შეაყვანინოს შეცდომაში — კი", — წერს ის.
მისი აზრით, "ყველაფერი დღესავით ნათელია" და თუ საქართველო სახელმწიფოა, მიხეილ სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს კუთვნილი სასჯელი. კობახიძის თქმით, სააკაშვილის მოთხოვნები უსაფუძვლოა და ამის გამო ხელისუფლებამ ექიმების, პაციენტების თუ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების უსაფრთხოება არასაჭირო რისკის ქვეშ არ უნდა დააყენოს.
"სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის მშვიდობა — საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ამ მარტივი ჭეშმარიტების საუკეთესო დასტურია. სადაც არ აღსრულდა სამართალი დამნაშავის მიმართ, პირდაპირი საფრთხე შეექმნა მშვიდობას და სტაბილურობას, რაც ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების აუცილებელი პირობაა. ქართული ოცნება ამას აღარასოდეს დაუშვებს! სამართალი აღსრულდება ყველა იმ პირის მიმართ, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი!" — აცხადებს ის.
დასასრულს ის ასევე აღნიშნავს, რომ ქართული მართლმსაჯულების "დისკრედიტაციის ყველა მცდელობის უკან იკითხება ერთადერთი მიზანი — ეს არის კრიმინალების მფარველობა".
"ამ მცდელობის მიმართ, რომლის უკანაც იგივე პარტიები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოელი ლობისტები დგანან, ბუნებრივია, ჩვენ ლოიალური ვერ ვიქნებით. [...]
თუ არ აღსრულდება სამართალი დამნაშავეთა მიმართ, განსაკუთრებით იმ კრიმინალების მიმართ, რომლებსაც დღესაც ძალაუფლების დაბრუნების ამბიცია ამოძრავებთ, საქართველო ვერასოდეს გამოვა პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან, ამას კი „ქართული ოცნება“ ვერ და არ დაუშვებს", — წერს ის.
12 ნოემბერს საქართველოში ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუველი პარლამენტარები ჩამოვიდნენ, მათი მიზანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულება იყო. ფოტიგა მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა, თუმცა ორი დღის განმავლობაში ვერ შეძლო შესვლა საპატიმროში.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ისინი ექსპრეზიდენტის სანახვად არ შეუშვეს, რადგან სააკაშვილთან დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები. მისი განმარტებით, ამის მიზეზი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის ვალდებულების გათვალისწინებაა.
ოპოზიციური პარტიები კი აკრიტიკებენ ხელისუფლებას ევროპარლამენტარის საპატიმროში არშეშვების გამო. მათი განცხადებით, მთავრობამ საბოლოოდ ზურგი შეაქცია ევროპას.
მმართველ გუნდს არაერთხელ გაუკრიტიკებია ანა ფოტიგა იმ კრიტიკული ტონის გამო, რასაც ევროპარლამენტარი მათდამი იჩენს. პრემიერმინისტრმა კი საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ არც ფოტიგა, არც კუბილიუსი მისთვის და ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები