ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გამოვლინდა წილისყრის პროცედურების დარღვევები — ISFED
ფოტო: On.ge
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის შესახებ 11:00 საათისთვის გაკეთებულ დასკვნებს აქვეყნებს.
ორგანიზაციის თანახმად, უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით წარიმართა. თუმცა, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გამოვლინდა წილისყრის პროცედურებისა და ბიულეტენის დამოწმების წესის დარღვევები, აგრეთვე, მარკირების ხელსაწყოს მუშაობისა და სიებთან დაკავშირებული ხარვეზები. ორგანიზაციის დამკვირვებლებს უბანზე შესვლისა და დაკვირვების უფლება თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შეუზღუდავად მიეცათ. თუმცა, ორ შემთხვევაში გამოვლინდა დამკვირვებლის უფლების უხეში შეზღუდვა, მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა დამკვირვებლის მიმართ #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #10 უბანზე.
ISFED-ის თანახმად, საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე შეინიშნება პირთა საეჭვო შეკრების, ამომრჩეველთა მობილიზებისა და მათი აღრიცხვის შემთხვევები, ხოლო ბათუმის #45 და #85 საარჩევნო უბნების მიმდებარედ ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები დააფიქსირეს.
კენჭისყრის მიმდინარეობისას "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ შემდეგი სახის დარღვევები დაფიქსირდა:
დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა
- #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირი იმყოფებოდა, რომელიც ქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციას, მათ შორის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს. თავმჯდომარის მითითების მიუხედავად პირმა საარჩევნო უბანი არ დატოვა. საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ კი აღნიშნული პირი საარჩევნო უბნიდან გაიყვანეს;
- #67 ზუგდიდის #96 საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელს საარჩევნო უბნის კომისიის წევრმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
საარჩევნო უბნის გახსნის და წილისყრის პროცედურების დარღვევა
- #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანი, #20 რუსთავის სარჩევნო ოლქის #75 საარჩევნო უბანი, და #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #50 საარჩევნო უბანი გაიხსნა 07:00 საათამდე. ორგანიზაციის დამკვირვებლებს უბანზე შესვლის უფლება 07:00 საათამდე არ მიეცათ;
- #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #91 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრის პროცედურა დაირღვა, კერძოდ კომისიის წევრმა განმეორებით აიღო წილისყრის ფურცელი;
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #100 უბანში დაირღვა კენჭისყრის პროცედურა — საკონტროლო ფურცელი შეივსო და ყუთში მოთავსდა ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის ჩაგდების შემდეგ. საუბნო კომისიის წევრებს შორის საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გამო, ყურადღების გარეშე დარჩა ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცესი და ბიულეტენი ყუთში მოთავსდა კონვერტის გარეშე;
- #5 ისნის #71 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა კომისიის წევრმა უარი განაცხადა წილისყრაში მონაწილეობაზე. ფუნქციების გადანაწილების შემდეგ იგი დადგა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის გვერდით და ხელს უშლიდა ამომრჩევლის შეუფერხებლად გადაადგილებას, რამაც შექმნა ქაოსი უბანზე. იგი არ ემორჩილება თავმჯდომარის მითითებას, რის გამოც უბანზე დაძაბულობაა.
ბიულეტენის დამოწმების წესის დარღვევა
- #79 ბათუმის #51 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა კომისიის წევრმა ბიულეტენი კომისიის ბეჭდით და ხელმოწერით არ დაამოწმა და ისე გადასცა ამომრჩეველს.
მარკირების სითხის და მარკირების ხელსაწყოსთან დაკავშირებული ხარვეზები
- #67 ზუგდიდის #96-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მარკირების სითხის წაშლა შესაძლებელია სადეზინფექციო ხსნარით, რაც ქმნის რისკს, რომ ამომრჩეველმა მარკირების პროცედურების დარღვევით მისცეს ხმა;
- #79 ბათუმის #6 საარჩევნო უბანზე მარკირების შესამოწმებელი ხელსაწყო გაუმართავი იყო. საუბნო საარჩევნო კომისიამ ახალი ხელსაწყო საოლქო საარჩევნო კომისიისგან მიიღო.
ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული დარღვევები
- #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორების სამაგიდო სიებში არ არის მითითებული ინფორმაცია გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩეველების შესახებ;
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ერთიან სიაში არასათანადო ადგილას მოაწერა ხელი, რასთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა შენიშვნა ჩანაწერთან წიგნში.
ამომრჩევლის აღრიცხვა
- #17 თელავის #18 საარჩევნო უბანზე ა(ა)იპ "კავშირი მწვანე დედამიწის" დამკვირვებელი აღრიცხავს კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლებს, კერძოდ იწერს ამომრჩევლის სახელს, გვარს და პირად ნომერს.
Სხვა ხარვეზები
- #67 ზუგდიდის #16 საარჩევნო უბნის ნაკადის მომწესრიგებელი და რეგისტრატორები სათანადოდ არ ახდენენ ამომრჩევლის იდენტიფიცირებას, კერძოდ პირადობის მოწმობის წარდგენის დროს ამომრჩეველს შემოწმების მიზნით არ ახსნევინებენ პირბადეს. ასეთი რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები/ტენდენციები (08:00-10:00)
პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრამდე)
- #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #87, #5 ისნის საარჩევნო ოლქის #5, #17 თელავის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბნებთან შეინიშნება უცხო პირთა შეკრება, რომლებიც პერიოდულად ეკონტაქტებიან ამომრჩევლებს;
- #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანთან შეიმჩნევა უცხო პირთა შეკრება, რომლებიც სხედან მანქანაში და პერიოდულად უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დგანან და ეკონტაქტებიან ამომრჩევლებს. ერთ-ერთმა პირმა ამომრჩევლებს უთხრა, რომ არ შეშლოდათ, თუ ვისთვის უნდა მიეცათ ხმა;
- #5 ისნის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანთან შეინიშნება პირთა საეჭვო შეკრება;
- #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანთან შეინიშნებოდა უცხო პირთა შეკრება, რომლებიც ესაუბრებოდნენ ამომრჩევლებს. ერთ-ერთ მათგანს უბნიდან გამოსულმა ამომრჩეველმა გადასცა გაურკვეველი ფურცელი. Საეჭვო პირები არიან ავტომობილით, რომლებსაც აქვთ, სავარაუდოდ, სიები.
პირთა საეჭვო შეკრება (100 მეტრის ფარგლებს გარეთ)
- #17 თელავის #39 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის მიღმა შეინიშნება უცხო პირთა შეკრება.
კოორდინატორების მობილიზება უბანთან
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანთან, მანქანაში, მობილიზებულნი არიან პარტია "ქართული ოცნების" კოორდინატორები, რომელთაც ხელში სახელობითი სიები უჭირავთ და ეკონტაქტებიან ამომრჩევლებს, როგორც უბანში შესვლამდე, ისე უბნიდან გამოსვლის შემდეგ;
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #98 საარჩევნო უბანთან შეინიშნება კოორდინატორების ყოფნა, რომლებიც კომუნიკაციაში შედიან ამომრჩევლებთან. ამ ეტაპზე დაუდგენელია მათი პარტიული მიკუთვნება;
- #79 ბათუმის #85 საარჩევნო უბანთან, 100 მეტრის რადიუსში, შეინიშნება პარტია "ქართული ოცნების" კოორდინატორების შეკრება, რომელთაც კომუნიკაცია აქვთ ამომრჩეველთან.
ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა
- #67 ზუგდიდის #32 საარჩევნო უბანთან დგას ავტომობილი, რომელში მყოფი პირებიც, სავარაუდოდ, სიის მიხედვით, აღრიცხავენ ამომრჩევლებს.
სავარაუდო მოსყიდვა
- #79 ბათუმის #85 საარჩევნო უბანთან შედგა სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებული კომუნიკაცია. ორი ამომრჩეველი შეხვდა მესამე პირს, რომელმაც მათ ჰკითხა, იყვნენ თუ არა ხმის მისაცემად და მისცეს თუ არა მათ ფული, რომელსაც დაჰპირდნენ;
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანთან, მანქანაში მყოფმა სავარაუდოდ პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა უბნიდან გამოსულ ერთ-ერთ ამომრჩეველს ფული გადასცა.
საჩივრები, განცხადებები
ამ დროისათვის "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 5 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში — 3 საჩივარი. 11 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.
არჩევნების დღეს გამოვლენილ ინციდენტებისა და სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ასახავს არჩევნების პორტალის ინტერაქტიულ რუკაზე. სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაცია არჩევნების პორტალზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გააგზავნოს — SMS-ის საშუალებით, უფასო ნომერზე 90039 ან ვებპორტალზე.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები