ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ სტანდარტებს — GDI თაბაგარის სამართალდამრღვევად ცნობაზე
ფოტო: თამთა კახაბრიძე/On.ge
დემოკრატიულ ინიციატივაში (GDI) აცხადებენ, რომ სასამართლოს მიერ პოლიციელის გინების გამო თბილისი პრაიდის დამფუძნებლის, გიორგი თაბაგარის სამართალდამრღვევად ცნობა ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ სტანდარტებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს ქმნის აქტივისტების მიმართ კიდევ უფრო რეპრესიული პოლიტიკა გატარების საშიშ პრეცედენტს.
საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც დღეს, 22 ოქტომბერს, გიორგი თაბაგარი პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო სამართალდამრღვევად ცნო და შენიშვნა მისცა. თაბაგარის ინტერესებს სასამართლოში სწორედ დემოკრატიული ინიციატივა იცავდა.
"იმ ფონზე, როდესაც 5 ივლისს განხორციელებული ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ არიან პასუხისგებაში მიცემულნი, დაზარალებულთა სანქცირება საზოგადოებაში აგზავნის მესიჯს, რომ სახელმწიფო არა დაზარალებულების, არამედ სწორედ მოძალადეების მხარესაა, შესაბამისად ამით სახელმწიფო ახალისებს ძალადობას", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
შემთხვევა 5 ივლისს, ძალადობრივი კონტრაქციის დროს მოხდა. მას შემდეგ, რაც თბილისი პრაიდის ოფისი ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს, ორგანიზაციის წევრები კი მათგან თავის დაცვასა და უსაფრთხო სივრცემდე გადაადგილებას ცდილობდნენ, თაბაგარს დაურეკა პოლიციელმა, გიორგი მაჭარაშვილმა და პრაიდის ოფისში მისვლა სთხოვა. როგორც მხარეები აცხადებენ, პოლიციელმა მიზეზად პრაიდის ოფისში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მისი ნებართვა და თანხლება დაასახელა. სატელეფონო კომუნიკაციის დროს თაბაგარმა პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრო თაბაგარს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის შეურაცხყოფას გულისხმობს. უწყება თაბაგარის 15-დღიან პატიმრობას ითხოვდა.
დემოკრატიულ ინიციატივაში განმარტავენ, რომ იმ მომენტში, როცა თაბაგარს პოლიციელმა დაურეკა, მისსა და მისი თანმხლები პირების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ისინი მოძალადე ჯგუფებისგან დამალვას სწორედ იმიტომ ცდილობდნენ, რომ პოლიცია ვერ უზრუნველყოფდა მათი უსაფრთხოების დაცვას. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ სიტუაციაში პოლიციელის თხოვნაზე, მისულიყო ძალადობის ეპიცენტრში, გიორგი თაბაგარს "ბუნებრივი რეაქცია" ჰქონდა, რაც, მათივე შეფასებით, ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.
"გიორგი თაბაგარის მიერ პოლიციის კრიტიკა სრულიად ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და ევროპული კონვენციის მე-10 მუხლებით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების დაცვის ამერიკული სტანდარტი დაამკვიდრა, რომლის შესაბამისადაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ ძალადობის მყისიერი და რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
თაბაგარის ადვოკატი, გიორგი ტაბატაძე განმარტავს, რომ რადგან თაბაგარსა და პოლიციელს შორის საუბარი ტელეფონით შედგა, ძალადობის მყისიერი საფრთხე არ არსებობდა, შესაბამისად, აღნიშნული შემთხვევა ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.
"პოლიციის კრიტიკის აკრძალვა არის, ალბათ, ყველაზე უფრო საშიში რამ, რაც შეიძლება გააკეთოს სამართალდამცავმა უწყებებმა, სასამართლომ [...] პოლიციის კრიტიკის გამო თუ ადამიანებს დასჯიან და ციხეში გაუშვებენ, ამ ქვეყანაში აღარ დარჩება თავისუფალი აზრის ადგილი", — განაცხადა ტაბატაძემ სასამართლო პროცესზე.
სასამართლო პროცესისას დაცვის მხარე აპელირებდა არა მხოლოდ კონკრეტული ნორმის განმარტების სამართლებრივ მხარეზე, არამედ იმ კონტექსტზე, რა პირობებშიც მოხდა შემთხვევა.
"გიორგი თაბაგარის მიერ გამოხატული სიტყვები მიმართული იყო არა ერთი კონკრეტული პოლიციელის, გიორგი მაჭარაშვილის მიმართ, არამედ ზოგადად პოლიციის ინსტიტუტის მიმართ. იმიტომ, რომ იმ დღეს პოლიცია არ იდგა დაზარალებული პირების დაცვის სადარაჯოზე და პირიქით, შეინიშნებოდა, როგორც აღვნიშნეთ, თანამშრომლობა მოძალადე ჯგუფებთან", — განაცხადა პროცესზე თაბაგარის კიდევ ერთმა ადვოკატმა, მარიამ კაპანაძემ.
კაპანაძის შეფასებით, სირცხვილია, რომ მაშინ, როცა 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები არ არიან დასჯილები, შინაგან საქმეთა სამინისტრო რესურსს ხარჯავს ამ დღის ერთ-ერთი დაზარალებულისთვის პატიმრობის მოთხოვნაში.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, შსს-ს სასამართლოსთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, მარიამ კერესელიძე აცხადებდა, რომ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ის რაც 5 ივლისის ძალადობრივ კონტრაქციაზე ხდებოდა და ის საუბარი, რაც თაბაგარსა და პოლიციელს შორის შედგა.
"მესმის, რომ გარეთ რთული სიტუაცია იყო, მაგრამ, ეს ყველაფერი არ გაძლევდათ თქვენ იმის უფლებას, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის მიზნით მოსული პოლიციელისათვის მიგეყენებინათ სიტყვიერი შეურაცხყოფა [...] ბატონ გიორგის ძალიან მარტივად შეეძლო ეთქვა, რომ ასეთი სიტუაციაა და მე ამ ეტაპზე ვერ მივიღებ მონაწილეობას ამ საგამოძიებო მოქმედებებში. ბუნებრივია, სხვაგვარად დაიგეგმებოდა ეს პროცედურები. მაგრამ, აქ პრეტენზია იმასთან დაკავშირებით კი არ იყო, რომ რა დროს ეს ზარია და ა.შ. ანუ, ახსნაც არ წამოვიდა სავარაუდო სამართალდამრღვევისგან, იმიტომ, რომ ის პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა", — განაცხადა კერესელიძემ სასამართლო სხდომაზე.
კერესელიძის თქმით, სამართალდარღვევაზე სახდელის შემსუბუქებაზე საუბარი იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ თაბაგარი თავის საქციელს ნანობდა. თუმცა, მან სასამართლოს წარუდგინა ფეისბუქპოსტი, სადაც თაბაგარი ამ შემთხვევის შესახებ ყვება. კერესელიძის შეფასებით, ამ პოსტით გიორგი თაბაგარი "თავს იწონებდა" პოლიციელის გინების გამო.
"იმ დროს, როცა გინების ფაქტს ადგილი ჰქონდა, სავარაუდო სამართალდამრღვევს შეეძლო განეცხადებინა, რომ ეს იყო, თუნდაც, აფექტის მდგომარეობა, რომელშიც მოუწია მას აღნიშნული და დღეს ის თავისი გადმოსახედიდან ნანობს ამას და მიიჩნევს, რომ არ იყო ეს სწორი ქმედება, მაგრამ, პირიქით, თქვენ საქმეში გიდევთ ფეისბუქის პოსტი, სადაც ადამიანი თავს იწონებს, რომ პოლიციას აგინა", — განაცხადა კერესელიძემ.
თავად გიორგი თაბაგარმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ კანონმორჩილი მოქალაქეა და პატივს სცემს პოლიციის ინსტიტუტს. მან გაიხსენა 5 ივლისს განვითარებული მოვლენები და განმარტა ის გარემოებები, რა დროსაც მოუწია პოლიციელთან კომუნიკაცია.
"მთელი დღის განმავლობაში მე პირადად არ მქონია არცერთი მომენტი, როდესაც მე თავი დაცულად ვიგრძენი, რომ აი, ახლა პოლიციელი, რომელიც თვალითაც არ მინახავს, მაგრამ, რომც დამენახა, მე არ მქონდა იმის იმედი, რომ პოლიციელები მე დახმარებას აღმომიჩენდნენ [...] ადვოკატმა აქ ისაუბრა, თითქოს მე აქ თავს ვიწონებდი პოლიციელის შეურაცხყოფით. არ არის ეს ასე. მე თავს არ ვიწონებდი. მე, უბრალოდ, შეძრწუნებული ვარ იმ აბსურდული საქმით, რომელშიც მე ახლა ვმონაწილეობ. მე არ ვთვლი, რომ იმ პირობებში, როცა არც ერთი მოძალადე და არც ერთი ძალადობის ორგანიზატორი ადამიანი პასუხისგებაში არ არის მიცემული, პოლიცია და ის სისტემა, რომელიც სამართლიანობის მხარეს უნდა იდგეს, მე, როგორც დაზარალებულს უნდა მიბარებდეს დაკითხვაზე, ითხოვს ჩემს პატიმრობას", — განაცხადა გიორგი თაბაგარმა.
თაბაგარი აპირებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივროს, რადგან მიაჩნია, რომ სიტყვიერი შენიშვნა, რომელიც მას სასამართლომ მისცა, უკანონოა.
გაიგე მეტი:
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
კომენტარები