"ერთად ყოფნაში რომ ფულს გვიხდიან, მაგას რა სჯობს" — კარდაშიანები ახალ შოუს იღებენ
ფოტო: E!
1 წლის წინ კარდაშიანების ოჯახმა განაცხადა, რომ ცნობილი ამერიკული რეალითი შოუ Keeping Up With the Kardashians 14 წლის შემდეგ მე-20 სეზონით სრულდებოდა. ამ განცხადებიდან 3 თვის შემდეგ Hulu-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2021 წელს კარდაშიანების ოჯახთან ახალი პროექტის შესაქმნელად რამდენიმე მილიონიან შეთანხმებას მიაღწია.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი პროექტიც წინას მსგავსად რეალითი შოუ იქნება. დაახლოებით 2 კვირის წინ ელენის შოუში კიმ კარდაშიანმა დაადასტურა, რომ ახალი პროექტი ოჯახის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს სწრაფადვე გამოეხმაურებოდა. კიმის თქმით, გადაღებები შემოდგომას დაიწყებოდა და იმედი ჰქონდათ, რომ პრემიერაც იმავე სეზონზე მოესწრებოდა. ცოტა ხნის წინ კი ინსტაგრამ story-ში მიკროფონის ფოტოც დადო წარწერით "პირველი დღე".
ახალი რეალითი შოუს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საბოლოოდ ქლოი კარდაშიანმა The Late Late Show-ში სტუმრობისას დაადასტურა. ქლოის თქმით, გადაღებები დაწყებულია და ახალი შოუ კარდაშიან-ჯენერების ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოგვიყვება.
ფოტო: Youtube
ქლოიმ ისიც აღნიშნა, რომ 2007 წლიდან ოჯახს გადაღებების გარეშე გადაბმულად 6 კვირაზე დიდხანს არ უცხოვრია, ამიტომ 6-თვიანი პაუზა უცნაური, თუმცა, გარკვეულწილად, სასიამოვნოც აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ქლოიმ რამდენიმე თვის წინ ისიც აღნიშნა, რომ რეალითი შოუს დასრულების შემდეგ ოჯახის წევრები ერთმანეთთან ნაკლებ დროს ატარებდნენ და ერთად ყოფნა ძალიან ენატრებოდათ.
"მიუხედავად იმისა, რომ გვერდიგვერდ ვცხოვრობთ და ერთმანეთით უცნაურად ვართ შეპყრობილნი, ერთად ყოფნაში რომ ფულს გვიხდიან, მაგას რა სჯობს", — განაცხადა The Late Late Show-ში სტუმრობისას ქლოიმ.
ქლოის თქმით, გადაღებები ყველაზე მეტად კრის ჯენერს ენატრებოდა, რომელიც ოჯახის წევრებს ახალი პროექტის დაწყებას სთხოვდა. ქლოის ნათქვამი დარბაზში მჯდომმა კრისმაც დაადასტურა.
როგორც ჩანს, Hulu კარდაშიან-ჯენერების ოჯახის წევრებს ერთმანეთთან მეტი დროის გატარებაში დაეხმარება, ჩვენ კი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ოჯახის ყოველდღიურობა თავს აღარ მოგვანატრებს.
ამავე თემაზე:
-
საქსტატი: ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა — რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო 1 წელში? საქსტატი: ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა — რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო 1 წელში?
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა

კომენტარები