ხოშტარიამ ცესკოში "სისხლიან" ბანერებთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა
ფოტო: კადრი ვიდეოდან
პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "სისხლიან" ბანერებთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა.
"კამპანიაში აბსოლუტურად ყველა სააგიტაციო მასალას უნდა ჰქონდეს მითითებული ავტორი, ტირაჟი და ა.შ. ეს ყველაფერი მითითებული არ არის. კეთილი ინებონ და ფორმალურად მაინც კანონი შეასრულონ, ან აღიარონ რომ მათია და მიაწერონ ამ ყველაფერს. ჩვენ არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ ან ცესკო სამართლიანად მოიქცევა და ან ქართული ოცნება რამეს გადაიფიქრებს", — თქვა ელენე ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარიას თქმით, ქართული ოცნება ბანერების შინაარსს იზიარებს, მაგრამ არ ამბობენ, რომ ეს მათი დამზადებულია.
"ეს არის კონკრეტული კანონდარღვევა და ასევე ამ კანონდარღვევის გარდა ეს არის მცდელობა, რომ ამოეფარონ ვიღაცას. თან ამბობენ რომ მათია, რადგან ხაზს უსვამენ ამ სიძულვილის შინაარსს, რაც შიგნითაა, თან ტექნიკურად ამ ყველაფერს არ მიუთითებენ, რადგან კალაძეს მაგალითად დაუტოვონ სივრცე, თითქოს ძალიან კეთილია და ის არ არსის ამ ყველაფრის ავტორი", — ამბობს ხოშტარია.
17 სექტემბერს, თბილისში გვიან ღამით ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" ისევ გამოჩნდა, თუმცა ამჯერად გიორგი გახარიას ფოტო დაამატეს, წარწერას კი "არა ღალატს". დედაქალაქის შემდეგ ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" საქართველოს სხვა ქალაქებშიც გააკრეს.
ბანერზე გამოსახული არიან ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარლამენტის წევრი, გუბაზ სანიკიძე, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე, გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია.
წარწერა: "არა ნაცებს, არა ბოროტებას" თბილისში პირველად 2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოჩნდა. მაშინ სარეკლამო ბილბორდზე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი ლიდერების ფოტოები იყო გამოსახული, წარწერაზე კი სისხლი ჩანდა. ამ თემაზე საუბრისას ქართულ ოცნებაში ამბობდნენ, რომ ბილბორდი მათი დაკვეთით არ გაკეთებულა და კერძო ინიციატივაა, თუმცა ამის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ.
რამდენიმე დღეში ბილბორდებზე გამოჩნდა ახალი ფოტო, სადაც ენმ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სახეების უკან ყოფილი მაღალჩინოსნების სახეები იყო შესაბამისი წარწერებით: "ირჩევ ვაშაძეს, იღებ სააკაშვილს!", "ირჩევ ვაშაძეს, იღებ ახალაიას!", "ირჩევ ვაშაძეს, იღებ ქარდავას!", "ირჩევ ვაშაძეს, იღებ ვაშაძეს!".
24 ივლისს თბილისის ქუჩებში ბანერები წარწერით: "არა ნაცებს, არა ბოროტებას" კვლავ გამოჩნდა, თუმცა ამჯერად ჰომოფობიური შინაარსით. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად ბანერზე გამოსახული იყო არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი, არამედ კრიტიკული ტელევიზიების ხელმძღვანელები, ასევე, თბილისი პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და სირცხვილიას აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი.
-
ჯუჯა შიმპანზეებს წარმოსახვის უნარი აქვთ? — რა აჩვენა მეცნიერთა ექსპერიმენტმა ჯუჯა შიმპანზეებს წარმოსახვის უნარი აქვთ? — რა აჩვენა მეცნიერთა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი სომხეთს 9 თებერვალს ეწვევა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი სომხეთს 9 თებერვალს ეწვევა
გადახედვა
-
ბოლო 2 დღეში საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს — დაკავებულია 39 პირი ბოლო 2 დღეში საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს — დაკავებულია 39 პირი
გადახედვა
-
მიქელანჯელოს ახლად აღმოჩენილი ფეხის ესკიზი $23 მილიონად გაიყიდა მიქელანჯელოს ახლად აღმოჩენილი ფეხის ესკიზი $23 მილიონად გაიყიდა
გადახედვა
-
ტექოლიმპიადების ჰაბის — Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა ტექოლიმპიადების ჰაბის — Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
-
შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ II მოსმენისთვის კონკრეტული ფორმულირება იქნება — რა არის დასჯადი შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ II მოსმენისთვის კონკრეტული ფორმულირება იქნება — რა არის დასჯადი
გადახედვა
-
ჯანდაცვის სამინისტრო: ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობები დაეკისრა ჯანდაცვის სამინისტრო: ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობები დაეკისრა
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ნიკოლოზ ბარათაშვილს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ნიკოლოზ ბარათაშვილს?
-
სეს-მ Fire Wok-ს, "ბამბუს" და კვების კიდევ 7 ობიექტს თბილისში საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მ Fire Wok-ს, "ბამბუს" და კვების კიდევ 7 ობიექტს თბილისში საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
სადაზღვევო კომპანია ვაიზერსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სადაზღვევო კომპანია ვაიზერსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
-
შალვა პაპუაშვილი მზადაა, ევროინტეგრაციის რისკებზე სასაუბროდ "ნეიტრალურ საქართველოსთან" დებატებში ჩაერთოს შალვა პაპუაშვილი მზადაა, ევროინტეგრაციის რისკებზე სასაუბროდ "ნეიტრალურ საქართველოსთან" დებატებში ჩაერთოს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში წყლის კვალს მიაგნეს მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში წყლის კვალს მიაგნეს
გადახედვა
-
სპორტსმენები პენისებს "იზრდიან"? — სკანდალი ზამთრის ოლიმპიადის წინ სპორტსმენები პენისებს "იზრდიან"? — სკანდალი ზამთრის ოლიმპიადის წინ
გადახედვა
-
სრიალებ ახლა, იხდი მერე სრიალებ ახლა, იხდი მერე
-
"ოცნების" ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ში ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ "ოცნების" ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ში ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
გადახედვა
-
გოგი გვახარია: არ მახსოვს შემთხვევა ცენზორს ეღიარებინოს, რომ პოლიტიკური მოტივით კრძალავს ხელოვნების ნაწარმოებს გოგი გვახარია: არ მახსოვს შემთხვევა ცენზორს ეღიარებინოს, რომ პოლიტიკური მოტივით კრძალავს ხელოვნების ნაწარმოებს
გადახედვა
-
PC Room საუკეთესო და სანდო არჩევანი PC Room საუკეთესო და სანდო არჩევანი
-
"აი ფაქტი": ყულევში უკრაინის მიერ სანქცირებული გემი დგას — საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გამოხმაურება "აი ფაქტი": ყულევში უკრაინის მიერ სანქცირებული გემი დგას — საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გამოხმაურება
გადახედვა
-
დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით — საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ახალი ციფრული ყულაბა დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით — საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ახალი ციფრული ყულაბა
-
Bybit Card-ის მფლობელებს ვალენტინობის დღეს City Mall-ში 50%-იანი ქეშბექი ელოდებათ Bybit Card-ის მფლობელებს ვალენტინობის დღეს City Mall-ში 50%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
რუსეთში კომიკოს არტემი ოსტანინს ხუმრობისთვის 6 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთში კომიკოს არტემი ოსტანინს ხუმრობისთვის 6 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს
გადახედვა
კომენტარები