ევროპული საქართველო გენდერულ კვოტირებას ხვალ საკონსტიტუციოში გაასაჩივრებს
ფოტო: VCareTherapy
ევროპული საქართველო პარტიებისთვის სავალდებულო გენდერულ კვოტებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. სარჩელი სასამართლოში 11 აგვისტოს, 15:00 საათზე, შევა.
სარჩელის ავტორები პარტიის წევრი, ნინო თოდრია და ამომრჩეველი სალომე ხვადაგიანი არიან. სარჩელს ევროპული საქართველოს სახელით თავისუფლების ინსტიტუტი შეიტანს.
როგორც On.ge-ს პარტიაში განუცხადეს, გენდერულ კვოტირებას ქალთა ემანსიპაციის შემაფერხებელ გარემოებად მიიჩნევენ და ეს არის გასაჩივრების მიზეზიც, რადგან თვლიან, რომ გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია.
"კვოტირება არათანასწორ პირობებში გვაყენებს და თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვას გვიწესებს. პარლამენტში დღესაც ყოველი მეოთხე ქალია, მაგრამ ისინი არც ქალების პრობლემებზე საუბრობენ და არც ზოგადად სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე. ქალების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი არ არის რაოდენობა, მნიშვნელოვანია შედეგი, რასაც ისინი გააჟღერებენ. რაც მთავარია, კვოტირება თუ ჭრის პრობლემებს, მაშინ რატომ სხვა უმცირესობებისთვის არ ვაწესებთ? ეს არის ანტიკონსტიტუციური პრინციპი, ყველანაირი თვალსაზრისით და ამიტომ ვასაჩივრებთ", — ამბობს ნინო თორდია On.ge-სთან საუბრისას.
2020 წლის 2 ივლისს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც გენდერული კვოტირების საკითხსაც მოიცავდა. ცვლილების მიხედვით, პარტიები ვალდებულები არიან, პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 კანდიდატი განსხვავებული სქესის იყოს. მიუხედავად იმისა, რომ კვოტირება პოლიტიკაში ქალთა გაძლიერების მიზეზით მიიღეს, პოლიტიკურ ძალებს შორის ერთიანი პოზიცია არ არსებობდა. კვოტირებას მხარი ქართულმა ოცნებამ, ნაიცონალურმა მოძრაობამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დაუჭირეს. ცვლილებას ეწინააღმდეგებოდნენ ევროპული საქართველოს მაშინდელი წევრები. თუმცა, მოგვიანებით ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ მან ნეგატიური დამოკიდებულება გარკვეულწილად შეიცვალა.
პარლამენტის ეს გადაწყვეტილმა პარტია გირჩმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა. თუმცა, ორმა მოსამართლემ — თეიმურაზ ტუღუშმა და ირინე იმერლიშვილმა განსხვავებული აზრი გამოხატა. მათ მიიჩნიეს, რომ სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა და არაკონსტიტუციურად ეცნო სავალდებულო კვოტირების წესი. მათი შეფასებით, საერთოდ არ შეფასდა, რა გავლენას ახდენს სადავო რეგულირება ხალხის მიერ თავისუფალი არჩევანის რეალიზებაზე.
აღსანიშნავია, რომ კვოტირების წესის მიმღებმა მმართველმა გუნდმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესი შეცვალა — საკანონმდებლო ნორმა, რომ 2028 წლამდე ჩასატარებელ თვითმმართველობის ყველა არჩევნებში პარტიულ სიებში ყოველი მეორე ქალი უნდა ყოფილიყო, ყოველი მესამით შეცვალა.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები