რატომ ვშფოთავთ სატელეფონო ზარის დროს?
ფოტო: Jagoda Kaleta / Dribbble.com
პანდემიის დროს, როცა ჩვენი საყვარელი ადამიანების ნახვის შესაძლებლობა ნაკლებად გვაქვს, უფრო მნიშვნელოვანი გახდა მათთან კონტაქტის შენარჩუნება. თუმცა ზოგისთვის სატელეფონო ზარი სტრესთან ასოცირდება. სატელეფონო შფოთვა, იგივე ტელეფონოფობია, ტელეფონით საუბრის შიშით და მისგან თავის არიდებით გამოიხატება და ის გავრცელებული ფენომენია — მათ შორის, იმ ადამიანებში, ვისაც სოციალური შფოთვითი აშლილობა აწუხებს.
ჩვენ უკვე მოგიყევით იმ ხერხებზე, რომლებიც ამ ფობიისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ და ისიც კი გითხარით, რომ ტელეფონზე ლაპარაკის შიშთან გამკლავების საუკეთესო გზა, უბრალოდ, კომუნიკაციის ამ ფორმაზე უარის თქმა შეიძლება იყოს. თუმცა თუ ცხოვრების ამ ეტაპზე დამსტრესავი სატელეფონო ზარებისგან თავს ვერაფრით იძვრენთ, ამ სტატიაში ტელეფონოფობიის მიზეზებზე მოგიყვებით, რაც შიშის რაციონალიზაციაში დაგეხმარებათ. ეს კი მისგან გათავისუფლების პირველი ნაბიჯი შეიძლება გახდეს.
ფოტო: Tasha Levytska / Dribbble.com
თუ უბრალოდ ტელეფონის მოყვარული არ ხართ, ეს არ ნიშნავს, რომ ტელეფნოფობია გაქვთ. თუმცა ეს ორი, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებსაც, უბრალოდ, არ მოსწონთ ზარებზე პასუხი. თუმცა თუ მსგავს არმოწონებას გარკვეული სიმპტომებიც ახლავს თან, დიდი შანსია, რომ სატელეფონო შფოთვასთან გვქონდეს საქმე.
ამ მდგომარეობის ზოგიერთი ემოციური სიმპტომი გულისხმობს ტელეფონზე დარეკვის გადადებას ან მისგან თავის არიდებას; მომატებულ შფოთვას ზარის განხორციელებამდე, უშუალოდ საუბრისას ან მის შემდეგ; აკვიატებულ ფიქრებს ან ღელვას იმაზე, თუ რას იტყვით ლაპარაკის დაწყებისას. ფიზიკური სიმპტომები შესაძლოა გამოიხატოს გულისრევის შეგრძნებით, აჩქარებული პულსით, სუნთქვის გახშირებით, თავბრუსხვევით და კუნთების დაძაბულობით.
თუ ამ ყველაფერს განიცდით, მარტო არ ხართ. მაგალითად 2019 წელს ბრიტანეთში ოფისში დასაქმებულების გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მილენიალების 76% და ე.წ. ბუმერების თაობის 40% ტელეფონის ზარის დროს შფოთავენ. ამის გამო, ამ უკანასკნელების 42% და მილენიალების 61% ამჯობინებენ, სატელეფონო ზარებს საერთოდ აარიდონ თავი.
მაინც, რა იწვევს ტელეფონოფობიას? ამ კითხვაზე პასუხი მასთან გამკლავების გზებისკენაც მიგვითითებს.
სატელეფონო ზარები შემზღუდველია
ტელეფონზე საუბარი უსიამოვნო იმიტომ შეიძლება იყოს, რომ ამ დროს ჩვენ კავშირის დასამყარებლად მხოლოდ საკუთარი ხმა გვაქვს. სხვა ყველა მეთოდი, რომელსაც ჩვეულებრივ საკომუნიკაციოდ ვიყენებთ — ჟესტები, სხეულის ენა და თვალით კონტაქტი — ამ დროს გამქრალია. ამის გამო ჩვენ საკუთარ ხმაზე და იმაზე ვკონცენტრირდებით, თუ რა სიტყვებს ვარჩევთ აზრის გადმოსაცემად.
ტექნოლოგიების წყალობით, ჩვენ შეგვიძლია, დღეები, კვირები და თვეებიც კი გავიყვანოთ სხვებთან უშუალოდ საუბრის გარეშე. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მშფოთვარე ადამიანები სატელეფონო ზარებს მიმოწერას ამჯობინებენ — ეს მათთვის ექსპრესიული და ინტიმური კონტაქტის გაცილებით კომფორტული მეთოდია.
ზოგი ადამიანი მიმოწერას იმიტომ ამჯობინებს, რომ ამ შემთხვევაში მათ საკმარისი დრო აქვთ შესაბამის სიტყვებზე დასაფიქრებლად და შესაფერისი ტონის ასარჩევად. ზოგ შემთხვევაში ადამიანებს წერით კონტაქტისას რეალური ცხოვრებისგან განსხვავებული იდენტობაც კი უყალიბდებათ და უფრო გახსნილები ხდებიან.
ბევრ ადამიანს ურჩევნია, დარეკვის ნაცვლად ტექსტური შეტყობინება გააგზავნოს.
ფოტო: Berin Holy / Dribbble.com
კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ტელეფონოფობია დაკავშირებულია იმაზე დარდთან, თუ რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე. რადგან საუბრისგან განსხვავებით, მიმოწერის დროს მყისიერი პასუხების გაცემა არ გვიწევს, ტექსტური შეტყობინებები მშფოთვარე ადამიანებს სოციალური კონტაქტისას მოსალოდნელი უარყოფის შიშს უმსუბუქებს.
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც სატელეფონო ზარები შეიძლება სტრესის გამომწვევი იყოს, ის ზეწოლაა, რომელიც სხვისი ყურადღების ცენტრში ყოფნას ახლავს. პირისპირ საუბრის დროს ჩვენ გარშემო სხვადასხვა რამეზე გადაგვაქვს ყურადღება: ფანჯრიდან ვიყურებით ან — რაც უნდა ირონიული იყოს — ტელეფონში გამოტოვებულ ზარებს ვამოწმებთ. ეს ყველაფერი საუბარს უფრო უშუალოს და ბუნებრივს ხდის. დარეკვისას არ არსებობს გარემო ფაქტორები, რაზეც ყურადღებას გადავიტანთ — ასე რომ, ყურადღების ცენტრში მოქცეულები ვცდილობთ, კითხვებს დაუყოვნებლივ გავცეთ პასუხები.
ასეთ დროს პაუზები დიდ დისკომფორტს ქმნის. პირადად საუბრისას შეგიძლია დაინახო, როცა ადამიანი პასუხისთვის ემზადება ან როცა ყურადღება ეფანტება. თუმცა იმავე სიტუაციაში სატელეფონო საუბრისას პაუზა უხერხულობას იწვევს. ამასთან ერთად, ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ელექტრონული ფოსტით ან სოციალური მედიით გაგზავნილი შეტყობინებების იქამდე გადახედვა შეგვიძლია, სანამ გაგზავნის ღილაკს თითს დავაჭერთ. ამ მხრივ სატელეფონო დიალოგი მეტად იმპულსური და სარისკოა.
როცა შფოთვას ვგრძნობთ, ზარების იგნორირება მარტივ გამოსავლად გვეჩვენება. თუმცა რაც უფრო გავაჭიანურებთ მათთან გამკლავების პროცესს, მით უფრო ძლიერდება შფოთვა. კარგი ამბავი ისაა, რომ სულაც არაა აუცილებელი, სიჩუმეში ან სიტუაციიდან ტექსტური შეტყობინებებით თავის დაძვრენის მცდელობაში იტანჯოთ. არსებობს რამდენიმე სასარგებლო ტექნიკა, რომელიც მსგავსი პროკრასტინაციის დაძლევაში დაგეხმარებათ. ერთ მათგანზე კი აქვე მოგიყვებით.
გამოცდილება შფოთვას ამცირებს
ფოტო: Svov / Dribbble.com
ტელეფონოფობიასთან გამკლავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა უფრო ხშირად დარეკვაა. რაც მეტჯერ ცდით ამას, პროცესი მით უფრო გამარტივდება. მოსალოდნელია, რომ თქვენი სატელეფონო შფოთვა გამოცდილების ნაკლებობას უკავშირდებოდეს. რაც უფრო მეტია პრაქტიკა, ნაკლებ შფოთვასა და მეტ თავდაჯერებულობას გრძნობთ.
ეს პროცესი უბრალოდ იმ ადამიანთა სიის ჩამოწერით შეგიძლიათ დაიწყოთ, ვისთან საუბარიც გსურთ — იქნებიან ეს მეგობრები თუ კოლეგები. ყველას დაურეკეთ და დააკვირდით, რა გაშფოთებთ სატელეფონო ზარში ასე ძალიან. ეს შეიძლება იყოს შეცდომის დაშვების ან განსჯის შიში. როცა ერთ ზარს დაასრულებთ, გაიაზრეთ მიღწეული წარმატება, რაც შემდეგი სატელეფონო საუბრისთვის საჭირო მოტივაციას მოგცემთ.
თუ უკვე წარუმატებლად გიცდიათ სატელეფონო შფოთვებთან გამკლავება და ახლა ფიქრობთ, რომ პროფესიულ დახმარებას საჭიროებთ, კონსულტაციები და თერაპიის გავლა მშვენიერი არჩევანი იქნება. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ნაცადი მეთოდია სოციალური შფოთვის წინააღმდეგ. და თუ თქვენთვის პირისპირ საუბარი არაკომფორტულია, არც ესაა საგანგაშო — შესაბამისი დახმარების მიღება დისტანციურადაც ეფექტიანია.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები