Friends-ის მსახიობების პირველი ინტერვიუ სპეციალური ეპიზოდის გადაღებიდან
ფოტო: MARK SELIGER
ამბავი, რაც 2 წლის წინ, ან წელიწადნახევრის წინ არარეალურიც კი ჩანდა, დღეს რეალობაა. წლების განმავლობაში ამ სიტყვების მოსმენას Friends-ის მაყურებელი მოთმინებით ელოდა: სერიალის დასრულებიდან 17 წლის შემდეგ, სპეციალურ ეპიზოდში, სახელად "The One Where They Get Back Together", ისევ ერთად ვიხილავთ დევიდ შვიმერს, მეთიუ ლებლანკს, ჯენიფერ ენისტონს, ლიზა კუდროუს, კორტნი კოქსსა და მეთიუ პერის.
სპეციალური ეპიზოდის გადაღებებზე ჟურნალმა People-მა შეაღწია და მსახიობებისგან ექსკლუზიური კომენტარები და კადრები შემოგვთავაზა.
"ეს ახდენილი ოცნება იყო და ამას ძალიან მალე მივხვდით", — ამბობს დევიდ შვიმერი ინტერვიუსა და ვიდეოს დასაწყისში.
როსის როლის შემსრულებელი ასევე ამბობს, რომ 17 წლის განმავლობაში 6-ვე მსახიობმა ერთმანეთი სულ რამდენჯერმე ნახეს, თუმცა მას აშკარად გამორჩა ჯენიფერ ენისტონის სელფი, რომელშიც ყველანი ერთად არიან:
"ერთ ოთახში ექვსივე ერთად ბოლოს 9 წლის წინ ვიყავით და ახლა. ვიცი, რომ გოგოები ხვდებოდნენ ერთმანეთს და აგრძელებდნენ მეგობრობას, ჩვენც ვნახულობდით ერთმანეთს, მაგრამ ყველანი ერთად არ ვიკრიბებოდით".
შვიმერის ეს სევდიანი სიტყვები სასწრაფოდ გამოასწორა მეთიუ ლებლანკმა:
"უცნაური ისაა, რომ როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვერ ვგრძნობთ, რომ დროა გასული. ალბათ ყველას აქვს ცხოვრებაში ასეთი ურთიერთობები, როცა მეგობრები დიდი ხნის შემდეგ ერთმანეთს ხვდებიან და ურთიერთობას სწორედ იქედან აგრძელებენ, სადაც ბოლოს დატოვეს. და როცა ამ ადამიანებს ესაუბრები, გულწრფელი და ბედნიერი ხარ".
ფოტო: MARK SELIGER
"10-წლიანი მოგონებები ერთდროულად დამატყდა თავს", — ამბობს მონიკას როლის შემსრულებელი, კორტნი კოქსი მსახიობებთან შეხვედრაზე.
იმასაც აღნიშნავენ, რომ მეგობრობა არასდროს შეუწყვეტიათ.
"ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო სამსახური იყო. კი, მეგობრების სახით საოცარი შოუ შედგა, მაგრამ ის ურთიერთობები, რაც ამ სერიალმა დამიტოვა, უბრალოდ შეუფასებელია. მას სიტყვებით ვერ აღვწერ", — ამბობს ჯენიფერ ენისტონი.
ფოტო: MARK SELIGER
ჯენიფერმა ასევე გაამჟღავნა, რომ გადასაღები მოედნიდან კაბა მოიპარა, რომელიც მონიკას პერსონაჟს ეცვა და მას დღემდე ატარებს.
ფოტო: People
მართალია ფიბის როლის შემსრულებელი ლიზა კუდროუ დიდი ხანი ამტკიცებდა, რომ გადასაღები მოედნიდან არაფერი მოუპარავს, მაგრამ საბოლოოდ აღიარა, რომ ფიბის ბეჭდები ხელს გააყოლა და მათ დღემდე ატარებს.
როგორი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან მსახიობებს? მეგობრები მათ მრავალწლიან კავშირს იმ სიახლოვეს ადარებენ, რომელიც მხოლოდ ოჯახის წევრთან გექნება. "ისინი ჩემთვის დებივით არიან, რადგან და არასდროს მყოლია", — ამბობს ჯენიფერი.
ინტერვიუში ლიზა კუდროუ აღნიშნავს, რომ მას ჯენიფერთან და კორტნისთან ისეთი ხშირი კონტაქტი არ აქვს, რამდენიც რეიჩელისა და მონიკას როლის შემსრულებლებს, თუმცა მათთან კავშირს და სიახლოვეს ეს საფრთხეს არ უქმნის.
ფოტო: MARK SELIGER
27 მაისს მეგობრები ჩვენთვის იკრიბებიან, თუმცა ისინი პერსონაჟების როლებს არ მოირგებენ. სპეციალური ეპიზოდი ვარსკვლავებით და შოუს სხვა მსახიობებით იქნება დახუნძლული.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
კომენტარები