სოფლად მცხოვრები ქალების შრომა, რომელსაც ვერავინ ხედავს
დარეჯანი 49 წლის მარტოხელა დედაა. უკვე წლებია, შვილს მარტო ზრდის. ასევე, მარტო ამუშავებს მიწას, მოჰყავს პომიდორი, კიტრი, კარტოფილი, უვლის ძროხებს და ღორებს. ზამთარში, როცა ტურისტული სეზონი სრულდება, რაჭულ ლორს, ყველს, რძესა და სხვა საოჯახო პროდუქტს ონისა და ამბროლაურის ბაზრებში ყიდის. საოჯახო შრომასთან ერთად, იგი მარტო უვლის ასაკიან დედასაც, რომელსაც განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება.
"როცა დამხმარე არვინ გყავს, იძულებული ხარ, ყველაფერი თავად გააკეთო. ჩემი დღე შრომით იწყება და შრომით ღამდება. დილით 6-ზე ვდგები, რომ საჭმელი მოვამზადო, პური გამოვაცხო და სახლი დავალაგო. მერე გადავდივარ ცხოველების დაპურებაზე. როცა ამას მოვილევ, მერე ბოსტანში მივდივარ. მერე ისევ სახლის საქმეს ვაკეთებ, ბავშვი მიმყავს სკოლაში და რეპეტიტორებთან. შრომა, რთულია, მაგრამ უკვე აღარ მიძნელდება - შეჩვეული ვარ", — ამბობს დარეჯანი.
დარეჯანის მსგავსად, საქართველოში, სოფლის მეურნეობაში ჩართული ქალები საშუალოდ 344 დღეს მუშაობენ, ხოლო კაცები 263-ს. საოჯახო მეურნეობებში ქალები კაცებზე მეტ დროს ხარჯავენ — მემცენარეობასა და მეცხოველეობაში ასეთი საქმიანობა, ძირითადად ხელითაა შესასრულებელი და ქალისგან განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან ერთად, ქალების საქმედ მიიჩნევა მეურნეობიდან მიღებული პროდუქტების გადამუშავება: ყველის ამოყვანა, კარაქის გამოხდა, მარცვლეულის დაფქვა და სხვა. ამავდროულად, ძირითადად მხოლოდ ქალები განიხილებიან ბავშვების, მოხუცებისა და ოჯახის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ან ხანდაზმულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე წევრების მომვლელებად, რაც მათ ფიზიკურ და ემოციურ შრომას განსაკუთრებით ამძიმებს.
მიუხედავად მსგავსი პასუხისმგებლობისა, საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 2018 წელს ჩატარებული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენდერული საკითხების კვლევა აჩვენებს, რომ სოფლად მცხოვრები ქალები, უმეტესად, თავს სამეურნეო საქმეებში "დამხმარეებად" აღიქვამენ და მათი შრომა, ხშირად, მეორეხარისხოვნად მიიჩნევა.
"შრომის გენდერული დანაწილება გულისხმობს სხვადასხვა საქმიანობის განაწილებას ქალებსა და კაცებს შორის, მათი გენდერული როლების მიხედვით. ხშირად, შრომის ამგვარი (გენდერული) განაწილების გამო, ქალებს ეზღუდებათ თავისუფალი დროის, განათლების მიღების და დასაქმების შესაძლებლობა, ვინაიდან მათი როლი ხშირად სოციალურ- კულტურული ნორმებითაა განსაზღვრული და ქალები განიხილებიან, როგორც ოჯახის მომვლელები, დედები, საკვების მიმწოდებლები — ანუ ზრუვნისა და საოჯახო საქმიანობის განმახორციელებლები", — ამბობს სალომე ქინქლაძე.
მისივე თქმით, სოფლად მცხოვრები ქალები მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოების შემამსუბუქებელი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, აღჭურვილობებს თუ დანადგარებს არ ფლობენ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა აუნაზღაურებელ შრომაზე დახარჯულ დროს.
გაეროს "ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის (CEDAW)" მე-14 მუხლის თანახმად, სახელმწიფოები აღიარებენ იმ განსაკუთრებულ პრობლემებს, რომლებსაც სოფლად მცხოვრები ქალები აწყდებიან და, მრავალ სხვა პირობასთან ერთად, ვალდებულებას იღებენ შეუქმნან ქალებს ღირსეული ცხოვრების პირობები. კერძოდ, უზრუნველყონ ისინი საბინაო პირობებით, სანიტარული მომსახურებით, ელექტრო და წყალმომარაგების სისტემებით, აგრეთვე, ტრანსპორტით და კავშირგაბმულობის საშუალებებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კონვენციას 1994 წლის 22 სექტემბერს შეუერთდა, ქვეყნის ბევრ რეგიონში, ეს პრობლემები მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
ამ მხრივ, გამონაკლისი არც სოფელ ტკოცაში მცხოვრები 53 წლის ნანა მულაძეა. ოჯახს ორი წელია წყალი არ აქვს. ჭა გვალვებმა დააშრო, რის გამოც ოჯახი წყალს ახლომდებარე წყაროდან ეზიდება. "იმხელა ენერგია ჩადო წყლის ზიდვაში ჩვენმა ოჯახმა, შეიძლება 3-4 ჰექტარი მიწა დაგვემუშავებინა", — ამბობს ნანა და აქვე დასძენს, რომ უწყლობის გამო, მისი, როგორც დიასახლისის შრომის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოჯახი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისგან მიღებული შემოსავლის გარეშეცაა დარჩენილი, რადგან უწყლობის გამო, ვერ ხერხდება ბოსტნეულის, ხეხილის მოყვანა და სხვა შინამეურნეობის გამართვა (მაგ. სათბური, ინკუბატორი და ა.შ.). მსგავს პრობლემას საქართველოს შინამეურნეობების 3% აწყდება. ამ ოჯახებს არ აქვთ წვდომა უსაფრთხო წყალზე. ვინაიდან ქალები საოჯახო და ზრუნვის საქმეს 3-ჯერ მეტ დროს უთმობენ, წყალსა და წყლის ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა კიდევ უფრო ზრდის მათ უხილავ შრომას.
ეს შრომა განსაკუთრებით მძიმდება ისეთ ოჯახებში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები, ან ქრონიკული დაავადებების ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრები ჰყავთ. აღნიშნულ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, რომლებიც ქალებს ხელს უშლის მიიღონ ისეთი სერვისები, როგორებიცაა საბავშვო ბაღებისა და ამბულატორიების მომსახურება. "როცა 4 ბავშვთან ერთად ცხოვრობ და დამხმარე არვინ გყავს, თავისუფალი დროის გამონახვა ძნელია. ბაღი ცოტა შორსაა, ამიტომ ნაკლებად ვახერხებთ ხოლმე ბავშვების მიყვანას", — ამბობს ტვიშის მკვიდრი, 4 შვილის დედა მირანდა ბანძალაძე და დასძენს, რომ საოჯახო საქმე — ქათამი, ძროხა, ბოსტანი და ბავშების მოვლა მთლიანად ქალზე გადადის, რადგან დამხმარე არავინ ჰყავს.
მირანდას ბავშვების მსგავსად, საქართველოში სოფლად მცხოვრები ბავშვების (36-59 თვის) 23,3% ბაღში არ დადის. ისეთი გარემოებები, როგორებიცაა: სოფლად არასაკმარისი საბავშვო ბაღების არსებობა, ბავშვების სახლიდან ბაღში ტრანსპორტირების პრობლემა (სოფლების მხოლოდ 13% ახერხებს აღსაზრდელების ტრანსპორტირებას სახლიდან ბაღში), ბაღების მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ქალებს თავისუფალი დროის უფლებას ართმევს.
ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა მრავალშვილიანი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და შშმ ბავშვების დედებისთვის. სოციალური სერვისებისა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, არსებული პრობლემის გადაჭრისა და სოფლადმცხოვრები ქალების, მათი ოჯახებისა და სოფლის თემის კეთილდღეობის უმთავრესი წინაპირობაა," — ამბობს სალომე ქინქლაძე.
მიუხედავად იმისა, რომ შრომისა და ზრუნვის ვალდებულებები ყველა ქალს განსხვავებული აქვს, სოფლად მცხოვრებ ყველა ქალს ეხება ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: ცუდი ინფრასტრუქტურა (ბაღის არ არსებობა, უწყლობა) და სოციალურ სერვისებზე შეზღუდული წვდომა (ჯანდაცვის სერვისები). სამეურნეო და ზრუნვითი სამუშაოების შეთავსება (ბავშვების მოვლა და მეურნეობაში მუშაობა), საკმაოდ რთულია. არსებული დატვირთვა ნეგატიურად აისახება ქალთა ფსიქო-ფიზიკურ კეთილდღეობაზე, ასევე, აჩენს უხილავ ბარიერებს ქალთა საზოგადოებრივი ჩართულობის მიმართულებით. აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრა, ოჯახებში ზრუნვისა და საშინაო შრომის გადანაწილების გარდა, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი პოლიტიკის გატარებასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას საჭიროებს.
სტატია მომზადებულია "სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლობა საქართველოში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა. სტატია შეიქმნა ამავე პროექტის ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში — "დაინახე და გადაანაწილე სოფლად მცხოვრები ქალების აუნაზღაურებელი შრომა"’.
სოფლად მცხოვრების ქალების მხარდასაჭერად, 2020 წელს განხორციელდა ინვესტიციებისასოფლო-სამეურნეო შრომის დამზოგველი მოწყობილობების და დანადგარების შეძენაზე ატენის, ფლევის, ტვიშისა და სორის თემებში. მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ამავე თემში მცხოვრებ მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებსა და იმ ქალებს, რომლებიც ოჯახის ავადმყოფ და/ან შეზრუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უვლიან.
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები