დედის დღის აღსანიშნავად მეგანმა და ჰარიმ მიუსაფარი დედებისა და ორსული ქალებისთვის შეწირულობა გაიღეს
ფოტო: Getty Images
9 მაისს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დედის დღე აღინიშნა.
ამ დღის საზეიმოდ მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ მიუსაფარი დედებისა და მომავალი დედების დასახმარებლად შეწირულობა გაიღეს. შეწირულობა, რომელიც საფენებს, ჰიგიენურ საშუალებებსა და ბავშვის მოვლისთვის აუცილებელ სხვა ნივთებს მოიცავს, წყვილის დაფუძნებულმა ფონდმა Archewell-მა დააფინანსა.
ინფორმაცია ამის შესახებ ინსტაგრამზე გაავრცელა და წყვილს მადლობა გადაუხადა მიმღებმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ Harvest Home.
პოსტს თან ერთვის წერილი, რომელიც მეგანმა ორგანიზაციას შეწირულობასთან ერთად გაუგზავნა.
"როგორც დედა და ასევე მომავალი დედა, დიდად ვაფასებ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის, უსაფრთხოებისა და ორსულობისას აუცილებელ ნივთებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ასევე, საგულისხმო რჩევებს აღზრდის პროცესში. ეს ყველაფერი აუცილებელია, არა მხოლოდ ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, არამედ მენტალური კეთილდღეობისთვისაც. სწორედ თანამგრძნობი და ამ ღირებულებების მოზიარე საზოგადოების შექმნისთვის გიძღვნით მე ქებას.
"მადლობას გიხდით იმ ყველაფრისთვის, რასაც ქალებისა და დედებისთვის აკეთებთ. მათთვის, ვინც საკუთარი მიზეზით არ აღმოჩენილა უმწეო მდგომარეობაში. როცა წარმოვიდგენთ, რამდენად დაუცველად გრძნობს ნებისმიერი ქალი ორსულობის რთულ პერიოდში თავს, უკეთ შეგვიძლია იმის გააზრებაც, რაოდენ უფრო მძიმეა სიტუაცია არათეთრკანიანი ორსულებისა და იმ ქალებისთვის, ვინც გაჭირვებულ და მოწყვლად თემში ცხოვრობს. ვიმედოვნებ, თქვენი ორგანიზაციის ბენეფიციარების დასახმარებლად შემოთავაზებულ ჩემს მხარდაჭერას მიიღებთ".
ფოტო: Samir Hussein
მეგანსა და ჰარის უკვე ჰყავთ შვილი, 2 წლის არჩი, თუმცა, ცოტა ხანში მეორე შვილის მშობლებიც გახდებიან. წყვილის თქმით, ისინი გოგოს ელოდებიან.
"მე და ჩემს ქმარს ძალიან გვიხარია, რომ მალე ჩვენს გოგოს შევხვდებით. ამ გრძნობას მსოფლიოში მილიონობით სხვა ოჯახთან ერთად ვიზიარებთ", — აღნიშნავს მეგანი, — "როცა მასზე ვფიქრობთ, წარმოვიდგენთ მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდა ქალსა და გოგოს, რომელთაც უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა და მხარდაჭერა, წინ გაგვიძღვნენ".
რაც შეეხება წყვილის დაფუძნებულ საქველმოქმედო ორგანიზაციას, Archewell, ის 2020 წლიდან არსებობს. ორგანიზაციის ცნობით, არაკომერციული გაერთიანება ცდილობს "თანაგრძნობის ძალის გაღვივებით სისტემური კულტურული ცვლილება მოახდინოს".
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები