სოლიდარობა მუშებს: რუსთავის აზოტის კრიზისის ფორმულა
ფოტო: On.ge / თორნიკე მანდარია
თბილისსა და რუსთავში არ წყდება საპროტესტო აქციები საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმო აზოტიდან 330 ადამიანის გათავისუფლების გამო. 7 თებერვალს, ხალხმრავალი მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნამდე გაიმართა.
აქცია-მსვლელობა რუსთავის აზოტის გათავისუფლებული თანამშრომლების მხარდასაჭერად. თბილისი, 7 თებერვალი, 2017 წ.
ფოტო: On.ge / თორნიკე მანდარია
სოლიდარობის მოძრაობაში უმუშევრად დარჩენილი რუსთაველი მუშების გარდა, ჩართული არიან პროფკავშირები, სტუდენტური მოძრაობები და არასამთავრობო სექტორი. პროტესტს თან ახლავს შეტაკებები პოლიციასთან, რომელმაც რუსთავის აქციის დროს ძალას აშკარად გადაამეტა.
აზოტმა - ერთმა-ერთმა ყველაზე დიდმა კერძო დამსაქმებელმა ქვეყანაში, თანამშრომლების მასიური შემცირება 2017 წლის იანვრიდან დაიწყო. იურისტების შეფასებით, ეს პროცესი შრომის კანონმდებლობის უხეში დარღვევით წარიმართა.
აზოტის მხრიდან არ მოხდა დასაქმებულების წინასწარ გაფრთხილება და კომპენსაციის გაცემა. 350-მა მუშა მოსამსახურემ მხოლოდ მაშინ გაიგო, რომ უმუშევრად დარჩა, როცა ქარხანაში შესასვლელი სპეციალური საშვი გაუქმებული დახვდათ. მათ შორის არის ამირან დიაკონიძე, იგი აზოტში 16 წლის განმავლობაში მუშაობდა:
"ხალხად არ ჩაგვთვალეს და გამოგვყარეს, როგორც ძაღლები ისე, წადით სახლშიო. რა გავაკეთო? მარტო მე ვმუშაობ ოჯახში. ვმუშაობდი, უფრო სწორად. და ახლა აღარ ვმუშაობ. დამრჩა სარჩენი ცოლი, შვილი და ორი შვილიშვილი. ეს ამათ არ ესმით, ამათ ტვინამდე ვერ დავიდა, რომ ასე ცხოველივით ხალხს არ უნდა მოეპყრა."
რუსთავის აზოტმა, რომლის ძირითადი საექსპორტო საქონელი აზოტოვანი სასუქებია, ბოლო წლების მანძილზე, მნიშვნელოვნად დათმო პოზიციები საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე.
ამის მიზეზად საქართველოში ბუნებრივ აირზე ფასის მნიშვნელოვანი ზრდა სახელდება, რომელსაც აზოტოვანი სასუქის თვითღირებულებაში - 65 პროცენტი უკავია. თუ 2011 წელს, აზოტმა ექსპორტზე 144 მილიონი დოლარის სასუქი გაიტანა, 2016 წელს, ეს ციფრი 65 მილიონამდე შემცირდა.
შარშან, მარტში, გაზის მომწოდებელ აზერბაიჯანულ კომპანიასთან "სოკარი" გართულებული ურთიერთობის გამო, აზოტმა საწარმოო პროცესი მცირე ხნით საერთოდ გააჩერა. იმავე პერიოდში, Standard & Poor's-მა "აზოტის" საკრედიტო რეიტინგი გაიწვია. "სოკარის" გარდა, აზოტს აქვს ათეულობით მილიონი ლარის დავალიანება სხვა კრედიტორებთან: ფოთის პორტთან, ენერგო პროსთან, საქართველოს რკინიგზასთან და გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან.
2011 წლიდან, აზოტს, ბიზნესმენი რომან ფიფია, ლუქსემბურგში რეგისტრირებული აგროქიმ ეს.ეისმეშვეობით მართავდა. 2016 წლის ივლისში, სწორედ ფიფიას კომპანიას გამოუყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 155 მილიონი დოლარი. ამ კრედიტით აზოტის სრული საწარმოო მოდერნიზება, გაზის მონეტიზაცია და შავი ზღვის სანაპიროზე აზოტოვანი სასუქის საექსპორტო გადატვირთვის ტერმინალის აშენება უნდა მომხდარიყო.
EBRD-სა და ფიფიას შორის ხელმოწერას მაშინ პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილიც დაესწრო და ბრძანა, რომ ამ შეთანხმების შედეგად, რუსთავში, სრულიად ახალი შესაძლებლობები და 500 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდებოდა. მან, ასევე, დადებითად შეაფასა, პროექტში საპარტნიორო ფონდისა და "საქართველოს ბანკის" ჩართულობა. იმ დროს, "აზოტის" ძირითადი საწარმო საშუალებები და აქტივები სწორედ "საქართველოს ბანკის" გირაოს ქვეშ იყო მოქცეული.
აქედან სულ რაღაც ორ თვეში აზოტში მოვლენები დრამატულად განვითარდა. EBRD-ის მიერ მრავალმილიონიანი კრედიტის გამოყოფას შეეწინააღმდეგა ლუქსემბურგის East-West United Bank, რომლის მიმართ, რომან ფიფიამ 2014 წელს აღებული 100 მილიონი დოლარის მოცულობის მიზნობრივი კრედიტი ვერ დაფარა.
2016 წლის პირველ სექტემბერს კი საქართველოს ბანკმა აზოტის დაგირავებულ ძირითად საშუალებებზე, სასწრაფო წესით, იძულებითი აუქციონი გამოაცხადა და ამის შესახებ EBRD-სა და East-West United Bank-ს დაგვიანებით აცნობა.
შედეგად, აუქციონის გამარჯვებული და რუსთავის აზოტის ახალი მესაკუთრე სრულიად უცნობი ეუ ინვესთმენთი გახდა. ეს კომპანია აუქციონამდე 20 დღით ადრე, საქართველოს ბანკის ყოფილმა ტოპმენეჯერმა, ეფრემ ურუმაშვილმა დააფუძნა.
ბოლო დღეებია საპროტესტო აქციები სწორედ საქართველოს ბანკის ოფისებთან მიმდინარეობს, მანიფესტანტები მუშების მასობრივ დათხოვნაში ბანკს ადანაშაულებენ და სამსახურში მათ დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვენ.
თავად ეფრემ ურუმაშვილი ამბობს, რომ EBRD-თან ხელშეკრულებაზე არაფერი იცის და თუ პროტესტი გაგრძელდა, აზოტი შეიძლება, საერთოდ ვეღარ ამუშავდეს და უმუშევრად დარჩენილებმა კომპენსაცია ვერ მიიღონ:
"EBRD-თან ჩვენ შეხება არ გვქონია. აზოტის მართვა მთლიანად აიღო ეუ ინვესთმენთმა. გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკება სოკართან, მაგრამ იმ ფონზე, როცა ქარხანა გაჩერებულია, ეწყობა მიტინგები და პროვოკაციები, საკმაოდ გვიჭირს, იგივე სოკართან მოლაპარაკება გაზის გრძელვადიანი კონტრაქტის თაობაზე."
საქართველოს ქიმიური გიგანტი, აზოტი აზოტოვანი სასუქების ერთადერთი მწარმოებელია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მისი მშენებლობა საბჭოთა საქართველოში 1947 წელს დაიწყო, საწარმოს დაბადების დღედ კი მიჩნეულია 1956 წლის 27 თებერვალი, როცა ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით, რუსთავში პირველი ამიაკი მიიღეს.
ქიმიური გიგანტის 61 წლის იუბილეზე კი საერთოდ ბუნდოვანია, როგორც აზოტიდან განთავისუფლებული - 330, ისე საწარმოში დარჩენილი 2 ათასამდე მუშა-მოსამსახურისა და მთლიანად წარმოების შემდგომი ბედი.
რუსთავის აზოტის კრიზისის ფორმულის ამოხსნას ამჟამად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი აზოტის ახალ მეპატრონესთან, მუშებთან და პროფკავშირებთან მედიაციის ფარგლებში ცდილობს.
აზოტოვანი სასუქის (ამონიუმის ნიტრატის) ექსპორტი საქართველოდან (2000-2017):
- 2016 – $65 644 000;
- 2015 – $109 762 500;
- 2014 – $137 607 000;
- 2013 – $130 136 400;
- 2012 – $136 543 700;
- 2011 – $144 057 200;
- 2010 – $84 155 200;
- 2009 – $59 598 100;
- 2008 – $98 459 600;
- 2007 – $56 884 900;
- 2006 – $46 622 600;
- 2005 – $35 831 300;
- 2004 – $28 637 600;
- 2003 – $18 382 100;
- 2002 – $11 973 800;
- 2001 – $4 873 700;
- 2000 – $16 191 300.
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები