მორიგი სოლიდარობა მუშებს და პრეტენზიები საქართველოს ბანკთან - რეპორტაჟი აქციიდან
ფოტო: On.ge / თორნიკე მანდარია
დღეს, 7 თებერვალს, თბილისში, მუშების მხარდასაჭერი მორიგი აქცია გაიმართა. ნაცნობმა სახეებმა პროფკავშირებიდან, მწვანე მუშტიდან, EMC-დან, აუდიტორია 115-დან, სოლიდარობა, ამჯერად, რუსთავის აზოტიდან გათავისუფლებულ მუშებს გამოუცხადეს. რამდენიმე ათეული დემონსტრანტი ვარდების მოედანზე შეიკრიბა და თავისუფლების მოედანზე მდებარე საქართველოს ბანკის ოფისისკენ მსვლელობა მოაწყო.
უკვე დაახლოებით ორი კვირაა, რუსთავის აზოტიდან 330 თანამშრომელი გაათავისუფლეს, თანაც, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.
"47-წლიანი მუშაობის შემდეგ, უბრალოდ მომიხურეს კარები, არც გამაფრთხილეს. არც მადლობა არც ნახვამდის. იყენებენ ასაკს არგუმენტად, მაგრამ შრომისუნარიანი ვარ, ჩემს პროფესიაში პროდუქტიული ვარ," - უთხრა On.ge-ს ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა, ზემფირა ნიშნიანიძემ.
გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლის, გოჩა ალექსანდრიას თქმით, გარდა იმისა, რომ ადამიანები გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს, იმ თანამშრომლებთან დადებული ახალი კონტრაქტები, რომლებიც საწარმოში დარჩნენ, ერთწლიანია, არადა აქამდე, მათ უვადო ხელშეკრულებები ჰქონდათ. მისივე თქმით, 2013 წელს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების აღსრულებას მთავრობა ვერ უზრუნველყოფს.
იმაზე, რომ თანამშრომლები ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების და უარგუმენტოდ გაათავისუფლეს, საუბრობს შპს რუსთავის აზოტის პროფკავშირების თავმჯდომარე, გელა ბიჭიაშვილიც. მისივე თქმით, იგეგმებოდა კიდევ 300-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლება, თუმცა პროტესტმა ადმინისტრაციის გეგმები შეცვალა:
"მეორე მხარის, ანუ ადმინისტრაციის არგუმენტი მხოლოდ ის არის, რომ ამ ეტაპზე მეტი დასაქმებული არ სჭირდებათ, სჭირდებათ მხოლოდ ის, რაც დატოვეს. მაგრამ ამ კონტიგენტით, შიდა დასაქმებულები ვინც არიან, უკვე უჭირთ შრომა. მათ განსაზღვრული ჰქონდათ ორჯერ მეტის გათავისუფლება, მაგრამ ამ პროცესებმა მათ თავიანთი გეგმა ჩაუშალა. ჩვენ ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, პერმანენტულ აქციებს. მოლაპარაკებების მაგიდასთან თუ ისურვა გარკვეულ დათმობებზე წამოსვლა, რა თქმა უნდა, ჩვენ კონსტრუქციულად მოვუსმენთ ადმინისტრაციას, მაგრამ თუ ისინი დათმობაზე არ მოდიან, ჩვენ აუცილებლად შევიტანთ სარჩელს."
თავად რუსთავის აზოტის ადმინისტრაციამ ყოფილ თანამშრომლებს პასუხი ერთხელ უკვე გასცა. კომპანიის წარმომადგენლის, ლევან ბურდულაძის თქმით, კომპანია კერძო საკუთრებაა და თვითონ წყვეტს, ვისთან დადოს შრომითი ხელშეკრულება. ახალი კადრების საჭიროების შემთხვევაში კი ყოფილი თანამშრომლების დაბრუნება იქნება შესაძლებელი. ბურდულაძემ განმარტა, რომ გათავისუფლებულ თანამშრომლებს 3 თვის განმავლობაში კომპანია 500 ლარს გადაუხდის. ბურდულაძისვე თქმით, 2016 წელს, სააქციო საზოგადოება რუსთავის აზოტი შეიძინა ეუ ინვესტმენტმა, რის შემდეგაც გადაწყდა თანამშრომელთა ოპტიმიზაცია. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ახალი თანამშრომლების დამატება კი, შესაძლოა, იმ დროს გახდეს საჭირო, როცა ქარხანა შევა ექსპლუატაციაში.
პრეტენზია საქართველოს ბანკთან
"უნდათ, რომ ბანკების გარდა საქართველოში აღარავინ საქმიანობდეს, არაფერი იწარმოებოდეს; ჩვენ გვინდა ვაწარმოოთ, ჩვენ გვინდა სოციალური სამართლიანობა, ჩვენ გვინდა განვითარება; თუ ხმა არ ამოვიღეთ, ხვალ წასართმევი აღარაფერი დაგვრჩება. შემოგვიერთდით საქართველოს ბანკის საწინააღმდეგო აქციაზე, ამ შენობასაც ბანკი აშენებს, ყველაფერი ბანკისაა. ჩვენ გვინდა საქართველო ადამიანებისთვის და არა ბანკისთვის. სოლიდარობა მუშებს!" - აღნიშნული განცხადება მწვანე მუშტის აქტივისტმა, ლევან ლორთქიფანიძემ აქციაზე გააკეთა.
გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელმა, გოჩა ალექსანდრიამ On.ge-ს უთხრა, რომ მათ დადასტურებული ინფორმაცია აქვთ, რომ ქარხანას საქართველოს ბანკი ფლობს და სააქციო საზოგადოება რუსთავის აზოტს უბრალოდ მმართველობაში გადასცა. სწორედ ამიტომ მოითხოვენ ბანკის ხელმძღვანელებისგან ახსნა-განმარტებას, თუ რატომ დაატოვებინეს სამსახური მუშებს:
"დროა, რომ გადმოვინაცვლოთ თბილისში, რათა კონკრეტულად ის პირები და ის ორგანიზაციები, ვინც პასუხისმგებლები არიან ამ სიტუაციაზე, ასე ვთქვათ, მოვინახულოთ და შევახსენოთ მათი პასუხისმგებლობა. პირველი ასეთი ობიექტი არის საქართველოს ბანკი, რომელიც დადასტურებული ამბავია, რომ ფლობს რუსთავის აზოტს, უბრალოდ, მან მართვაში გადასცა სს რუსთავის აზოტს. შესაბამისად, ახლა მივდივართ საქართველოს ბანკის ერთ-ერთ მთავარ ოფისთან, რათა მოვითხოვოთ პასუხი ამ ბანკის ხელმძღვანელობისგან, რატომ ირღვევა კანონმდებლობა რუსთაველი აზოტელების მიმართ, რატომ არის, რომ დამსაქმებელი ასე უხეშად და უცერემონიოდ ეპყრობა დამსახურებულ ადამიანებს, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში იშრომეს. მოვითხოვოთ კანონის აღდგენას და პროცესების დაბრუნებას კანონიერების არხში."
"საქართველოს ბანკისაა. მის მმართველობაშია გადასული რუსთავის აზოტის სტრატეგიული ობიექტი ქვემო ქართლის რეგიონში კი არა, საერთოდ ამიერკავკასიაში, ერთ-ერთი სასუქების წარმოების ინდუსტირული წარმოება, რომლის პროდუქცია ლათინურ ამერიკაშიც კი გადის, ასევე, ევროპაში, ამიერკავკასიის ქვეყნებში," - ამტკიცებს გელა ბიჭიაშვილი, რუსთავის აზოტის პროფკავშირების თავმჯდომარე.
როგორც On.ge-ს საქართველოს ბანკში განუცხადეს, მათ არ უყიდიათ, არ ფლობენ რუსთავის აზოტს და არც ეუ ინვესტმენტთან აქვთ რაიმე კავშირი.
პროტესტი, გათავისუფლებული მუშების უპირობო აღდგენის და ახალი კონტრაქტების დადების მოთხოვნით, გრძელდება. შემდეგი დემონსტრაცია 10 თებერვალს დააანონსდა.
-
კვლევის თანახმად, კალიფორნიაში დამანგრეველი მიწისძვრაა მოსალოდნელი კვლევის თანახმად, კალიფორნიაში დამანგრეველი მიწისძვრაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
საქართველოდან იმაზე მეტი ნავთობი გადის ექსპორტზე, ვიდრე ნედლეულიც გვაქვს — რიცხვები, რომელიც კითხვებს ბადებს საქართველოდან იმაზე მეტი ნავთობი გადის ექსპორტზე, ვიდრე ნედლეულიც გვაქვს — რიცხვები, რომელიც კითხვებს ბადებს
გადახედვა
-
Meta-ს პლატფორმები გაითიშა და მომხმარებლები ფეისბუქზე შესვლას ვერ ახერხებდნენ Meta-ს პლატფორმები გაითიშა და მომხმარებლები ფეისბუქზე შესვლას ვერ ახერხებდნენ
გადახედვა
-
საჩივრით მივმართე დირექტორს, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს — ლაშა ტუღუში პირველი არხის ეთერში სიმღერისას ბავშვის წაქცევაზე საჩივრით მივმართე დირექტორს, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს — ლაშა ტუღუში პირველი არხის ეთერში სიმღერისას ბავშვის წაქცევაზე
გადახედვა
-
მიწისქვეშა სოკოვანი ქსელი სიგრძით ჩვენი გალაქტიკის დიამეტრის 10%-ს უტოლდება — კვლევა მიწისქვეშა სოკოვანი ქსელი სიგრძით ჩვენი გალაქტიკის დიამეტრის 10%-ს უტოლდება — კვლევა
გადახედვა
-
პარტია "გახარია საქართველოსთვის" შეკრება-მანიფესტაციის კანონში ცვლილებებს აინიცირებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" შეკრება-მანიფესტაციის კანონში ცვლილებებს აინიცირებს
გადახედვა
-
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
-
SpaceX-ის წყალობით ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი ხდება SpaceX-ის წყალობით ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი ხდება
გადახედვა
-
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში თიბისის გუნდმა სტუდენტებთან შეხვედრების სერია გამართა სტაჟირების პროგრამის ფარგლებში თიბისის გუნდმა სტუდენტებთან შეხვედრების სერია გამართა
-
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა — საკადრო ცვლილებები შსს-ში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა — საკადრო ცვლილებები შსს-ში
გადახედვა
-
"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
გადახედვა
-
რატომ გვიყვება ყველა ჩატბოტი მუდმივად ერთსა და იმავე პერსონაჟზე — Elias Thorne-ზე? რატომ გვიყვება ყველა ჩატბოტი მუდმივად ერთსა და იმავე პერსონაჟზე — Elias Thorne-ზე?
გადახედვა
-
Freedom House: "აშშ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება არ უნდა მოხდეს, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გაათავისუფლებს პატიმრებს" Freedom House: "აშშ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება არ უნდა მოხდეს, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გაათავისუფლებს პატიმრებს"
გადახედვა
-
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში მაისის თვეში 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში მაისის თვეში 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
-
ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა — მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა — მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
რიკარდ იოზვიაკი: EU-ს წარმომადგენლები საქართველოსთან ვიზების შესახებ გამართულ დიალოგს აფასებენ, როგორც "საკმაოდ უშედეგოს" რიკარდ იოზვიაკი: EU-ს წარმომადგენლები საქართველოსთან ვიზების შესახებ გამართულ დიალოგს აფასებენ, როგორც "საკმაოდ უშედეგოს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს" ირაკლი კობახიძე: "საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს"
გადახედვა
-
ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა — ილია თოფურია ტიტულს თეთრ სახლში დაიცავს ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა — ილია თოფურია ტიტულს თეთრ სახლში დაიცავს
-
ჩემს მუსიკას ბარბაროსული სისულელეებისთვის ნუ იყენებთ — არიანა გრანდე თეთრ სახლს მიმართავს ჩემს მუსიკას ბარბაროსული სისულელეებისთვის ნუ იყენებთ — არიანა გრანდე თეთრ სახლს მიმართავს
გადახედვა
-
8 ლიცენზირებული TIR PARK-ის მოქმედი და ყოფილი მეწილეები და დირექტორები ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები არიან 8 ლიცენზირებული TIR PARK-ის მოქმედი და ყოფილი მეწილეები და დირექტორები ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები არიან
გადახედვა








კომენტარები