TI პარლამენტს მოუწოდებს, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებაზე თანხმობა არ გასცეს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში (TI) აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას საქმის შეფასება არ უნდა მოხდეს გამოძიების მიმდინარეობისას მხოლოდ ერთი, კონკრეტული საპროცესო ღონისძიების ჭრილში. მათივე თქმით, აუცილებელია, ეს საქმე განხილულ იქნას 20 ივნისის ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის პოლიციის მიერ დაშლის გარშემო მიმდინარე გამოძიების კონტექსტში. TI-ში მიაჩნიათ, რომ შესაბამისი უწყებების მიერ ამ დრომდე ჩატარებული გამოძიების ანალიზი შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნების არსებობაზე მიუთითებს. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა კი, დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას გამოიწვევს. არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე თანხმობა არ გასცეს.
"2019 წლის 20 ივნისს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ანტისაოკუპაციო აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშლამ, ამ პროცესში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებმა, სხვა პრობლემებთან ერთად, მწვავე სისტემური ხარვეზები გამოააშკარავა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალდა 40-მდე ჟურნალისტი და რამდენიმე ასეული მოქალაქე, სახელმწიფომ ძირითადად მხოლოდ დემონსტრანტებისა და ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ იმოქმედა, რაც შერჩევით მიდგომებსა და მართლმსაჯულების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაზე მიუთითებს. აქციის დაშლის პროცესთან და სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით არაერთი ლეგიტიმური კითხვის არსებობის მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებში ბრძანების გამცემი პირები არ გამოკვეთილა და მათი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. არასრულყოფილ გამოძიებაზე სახალხო დამცველის ანგარიშიც მიუთითებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გამოძიებას არ ჩაუტარებია მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება კრიტიკული არ იყო სამინისტროს ხელმძღვანელი პირების გამოკითხვისას და არ ცდილობდა შსს-ს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენას", — აცხადებენ TI-ში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ პატიმრობის გამოყენება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ამ საფრთხეების არარსებობის პირობებში კი, პროკურატურა კანონით არ არის შეზღუდული, უარი თქვას პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვაზე.
"სახალხო დამცველმა ამ საკითხის შეფასებისას აღნიშნა, რომ აუცილებელია პატიმრობის გამოყენების მიზნებისა და საფუძვლების სათანადოდ დასაბუთება. ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობისას, შეფასების ძირითადი საგანი უნდა გახდეს — არსებობს თუ არა დღეს ბრალდებულის ქცევის შეზღუდვის საჭიროება და ემსახურება თუ არა ეს შეზღუდვა მართლმსაჯულების ინტერესებს", — აცხადებენ TI-ში.
მათივე თქმით, პარლამენტის მიერ მისი წევრისთვის იმუნიტეტის მოხსნა პოლიტიკური ნაბიჯია.
"საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი წინასწარ თანხმობას იძლევა პარლამენტის წევრის დაპატიმრებაზე. იურიდიულმა კომიტეტმა დასკვნაში აღნიშნა, რომ კომიტეტი პროკურორს აძლევს თანხმობას სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვაზე. ამგვარი ფორმულირებით საკანონმდებლო ორგანო ცდილობს შეამციროს დეპუტატის დაპატიმრებაზე თანხმობის გაცემის პარლამენტისათვის კონსტიტუციით დადგენილი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთლიანად პარლამენტზეა და ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო არა პროკურატურის სამართლებრივი დავალებების შემსრულებელი უნდა იყოს, არამედ სრულად უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებაზე, რომლის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე მრავლად არსებობს კითხვის ნიშნები. ამასთან, გასათვალისწინებელია ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი. აღნიშნული ქმედებები ცალსახად არაა მიმართული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ", — წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
TI მმართველ პარტიას მოუწოდებს, გაიზიაროს პასუხიმგებლობა ქვეყანაში არსებულ კრიზისზე და მისი მოგვარების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგას; არ დაასუსტოს საკანონმდებლო ორგანოს რეპუტაცია უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებით და არ გასცეს ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით თანხმობა. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ პარლამენტის არასწორი გადაწყვეტილება არსებულ პოლიტიკურ კრიზისს გააღრმავებს, რომლის მოგვარება კიდევ უფრო გართულდება.
16 თებერვალს პარლამენტში გაერთიანებულმა კომიტეტებმა დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. ენმ-ის თავმჯდომარის საქმე საპროცედურო საკითხთა და წესდებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს. მოუხსნიან თუ არა ნიკა მელიას იმუნიტეტს, ამას დეპუტატები პლენარულ სხდომაზეც იმსჯელებენ.
- ჩვენ არ ვართ სასამართლო, ჩვენ არ გვევალება შევიდეთ სამართლებრივ განხილვებში — ოხანაშვილი
- ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა მელიას დაპატამირება — გულუაშვილი
12 თებერვალს მელიას დაკავებისთვის გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს მიმართა. იმის გამო, რომ მელია ოფიციალურად პარლამენტის დეპუტატია, მას იმუნიტეტი იცავს.
გენერალურ პროკურატურას მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა სჭირდება იმისთვის, რომ სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. იმუნიტეტის მოხსნი საკითხი კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გადაწყდეს.
პროკურატურამ ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რათა გირაოს თანხა გადაეხადა, რომელიც მას ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ დაეკისრა. ეს ვადა სწორედ 12 თებერვალს ამოიწურა. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რადგან მიაჩნია, რომ საქმე პოლიტიზებულია.
ამავე საქმეზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტა პროკურატურამ 2019 წლის ივნისშიც მიმართა. მაშინ პარლამენტმა მხარი დაუჭირა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და პროკურატურას მისი დაკავების უფლება თუმცა სასამართლომ მას პატიმრობის ნაცვლად გირაო შეუფარდა.
ნიკა მელიას საქმე
ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება.
2019 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ სხვა შეზღუდვებიც დაუწესა:
- საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
- დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
2020 წლის 1 ნოემბერს არჩევნებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა და განაცხადა რომ მას აღარ გაიკეთებდა.
ამის შემდეგ, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ, გირაოს გაზრდა 100 ათას ლარამდე მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობად 70 ათასი ლარი შეეფარდა.
-
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5 OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5
გადახედვა
-
26 აპრილიდან ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება 26 აპრილიდან ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება
გადახედვა
-
საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები? ვინ არიან ComCom-ის ახალი წევრები?
გადახედვა
-
"საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო "საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
-
"სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია "სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია
გადახედვა
-
ანა ქავთარაძე: ბავშვთა ჯანმრთელობა ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ყოველდღიურად ირღვევა ანა ქავთარაძე: ბავშვთა ჯანმრთელობა ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ყოველდღიურად ირღვევა
გადახედვა
-
თბილისი თუ ბათუმი — სად არის უფრო მომგებიანი ცხოვრება, საცხოვრებლის შეძენა ან ქირა თბილისი თუ ბათუმი — სად არის უფრო მომგებიანი ცხოვრება, საცხოვრებლის შეძენა ან ქირა
-
არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს
-
Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დეპრესიული და გაცვეთილია — რას წერენ კრიტიკოსები Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დეპრესიული და გაცვეთილია — რას წერენ კრიტიკოსები
გადახედვა
-
უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს
გადახედვა
-
ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები
გადახედვა
-
სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია
გადახედვა
-
დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას
-
ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში? ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში?
გადახედვა
-
რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა
გადახედვა
-
საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ. ეს პოლიტიკური დემარშიცაა — გია ვოლსკი პაველ ჰერჩინსკიზე საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ. ეს პოლიტიკური დემარშიცაა — გია ვოლსკი პაველ ჰერჩინსკიზე
გადახედვა
-
ჯივიპის მფლობელი აქუალია ამერიკაში, ტეხასის შტატში, წყლის კრიტიკულ დეფიციტს ინოვაციური პროექტით გადაჭრის ჯივიპის მფლობელი აქუალია ამერიკაში, ტეხასის შტატში, წყლის კრიტიკულ დეფიციტს ინოვაციური პროექტით გადაჭრის
-
პენ საქართველო: ვგმობთ პოეტ ზვიად რატიანისთვის მკაცრი რეჟიმის განსაზღვრას პენ საქართველო: ვგმობთ პოეტ ზვიად რატიანისთვის მკაცრი რეჟიმის განსაზღვრას
გადახედვა
კომენტარები