გირჩი შსს-ს: კანაფის დათესვისთვის ჩვენ თავისუფლები ვართ, სხვების დასჯა კი გრძელდება
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
გირჩი შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეისბუკის გვერდზე კითხვების სერიით მიმართავს. ამ კითხვებს პარტიის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილიც ავრცელებს.
გირჩს აინტერესებს, რატომ არიან ისინი თავისუფლები და სხვა მოქალაქეები დასჯილნი და არის თუ არა ეს შსს-ს მხრიდან შერჩევითი სამართლის პრინციპით მოქმედება:
"11 იანვარს თქვენი თანამშრომლები მოვიდნენ და ჩვენი მცენარეები წაიღეს. ყველა ადამიანი, ვინც ახალ წელს „დანაშაული“ ჩავიდინეთ, ვართ თავისუფალი, ხოლო კანაფის დათესვისთვის სხვა მოქალაქეების დევნა და დასჯა გრძელდება".
მეგრელიშვილი ასევე ინტერესდება, რა ბედი ეწიათ გირჩის ოფისიდან წაღებულ მცენარეებს.
შემდეგ კითხვაში, მეგრელიშვილი შსს-ს მიმართავს, ერთი ეკიპაჟის ყოლის შემთხვევაში, რომელ სიტუაციას უფრო გადაუდებელ შემთხვევად ჩათვლიდა, კაცის გაუპატიურების თუ კანაფის დათესვის შესახებ შესულ ინფორმაციას.
მეგრელიშვილის ერთ-ერთი კითხვა ეხება უწყების დაინტერესებას მისი თანამშრომლების მიმართ, როდესაც მათ მოქალაქეები მოსაშარდად (შესამოწმებლად) გადაჰყავთ.
აქვთ თუ არა ინფორმაცია შსს-ს მიმართ გამოთქმულ იმ ბრალდებაზე, რომელიც პოლიციელების მხრიდან ამოღებულ მცირე რაოდენობის მარიხუანაში ბიოს გარევას გულისხმობს.
გირჩის წევრს აქვს კონკრეტული კითხვები შსს-ს მიმართ გია ცერცვაძის საქმეზეც.
გირჩი შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ კითხვებს ფეისბუკის პეიჯზე, ერთ-ერთი ბოლო პოსტის კომენტარებში უგზავნის.
უწყებამ პარტიის ერთ კითხვას შემდეგნაირად უპასუხა:
"შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, თქვენ მიერ დასმულ შეკითხვებს კანონით განსაზღვრულ ვადებში უპასუხოს.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი პასუხობს, როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე, საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციას გასცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების, სიახლეების, მიმდინარე მოვლენებისა და მომხდარი ფაქტების შესახებ. ყველა სხვა ტიპის საჯარო ინფორმაციას გასცემს საჯარო ინფორმაციის სამმართველო.
საჯარო ინფორმაცია ღიაა და ყველასთვის ხელმისაწვდომი, გარდა სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. მოთხოვნილი ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ, ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადაში. შესაბამისად, თქვენთვის საინტერესო კითხვები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: [email protected], ასევე, მოგვწეროთ Facebook-ის საშუალებით.
აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყველა ის კომენტარი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკული საშუალებების პროპაგანდას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების საჯარო მოწოდება/წაქეზებას, ავტომატურად წაიშლება. ასევე წაიშლება ნებისმიერი შეურაცხმყოფელი შეკითხვა და კომენტარი, იმის მიუხედავად, ვის მიმართ არის გამოთქმული".
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები