ივანიშვილის წასვლის შემდეგ, შესაძლოა, ჩვენ ხალხის ისეთივე ნდობა არ გვქონდეს — თალაკვაძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვება და პოლიტიკიდან წასვლა მმართველი გუნდისთვის ერთგვარი გამოწვევა იქნება. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ივანიშვილი გამოკვეთილი ლიდერი იყო, ცვლილების შემდეგ კი პარტიას ერთის ნაცვლად რამდენიმე ლიდერი ეყოლება, რომელთაც, შესაძლოა, საზოგადოებისგან ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ნდობა არ ჰქონდეთ.
"სირთულე არის ის, რომ ის [ივანიშვილი] გამოკვეთილი ლიდერი იყო, არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის. ჩვენთვის გამოწვევა არის ის, რომ პარტიას ჰყავდა გამორჩეული ლიდერი, დღეს კი პარტიას ეყოლება ლიდერები და, შესაძლოა, ჩვენ მიმართ საზოგადოებას არ აქვს ისეთი ნდობა, განწყობა ან მხარდაჭერა, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილს აქვს", — განაცხადა თალაკვაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.
რაც შეეხება აისახება თუ არა ეს ცვლილება მმართველი გუნდის რეიტინგზე, თალაკვაძის თქმით, ამას დემოკრატიული პროცესები განსაზღვრავს.
დღეს, 11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილი პოლიტიკას ისევ ტოვებს. ის თვლის, რომ ჩემი მისია შესრულებულია. ივანიშვილის თქმით, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება
"მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი", — აცხადებს ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარეობას ოფიციალურად 2018 წლის გაზაფხულზე დაუბრუნდა. ივანიშვილის საჯარო გააქტიურებიდან მალევე გადადგა პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. მისი თავმჯდომარეობის დროს დაწინაურდა და პრემიერმინისტრი გახდა გიორგი გახარია, რომლის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ე.წ. გავრილოვის ღამეს აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს და რამდენიმე ადამიანმა თვალი ან მხედველობა დაკარგა.
ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთი პოლიტიკური მეორედ მოსვლა ვიხილეთ, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაბრუნდა ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ივანიშვილი არ ყოფილა საჯაროდ აქტიური. თუმცა მან თავი დაამახსოვრა საზოგადოებას საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელებული ემოციური მიმართვით, სადაც "მართვის ხარვეზების გამოსასწორებლად" ერთ წელს ითხოვდა.
კიდევ ერთი დაპირება, რომელიც მან გასცა და არ შესრულდა, პროპორციულ არჩევნებს ეხებოდა. ოპოზიციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა ქართულმა ოცნებამ ჩააგდო. როგორც შემდგომში მმართველ პარტიაში განმარტავდნენ, ბიძინა ივანიშვილის დაპირებას "პრინციპული დეპუტატები" აუმხედრდნენ. "პრინციპული დეპუტატების" ნაწილი ახლაც პარლამენტში, უკვე დაწინაურებულ პოზიციებს იკავებს.
პანდემიის პერიოდში ივანიშვილის გამოსვლები კიდევ უფრო შემცირდა. მისი საჯაროდ ხილვა მხოლოდ საზოგადო მოღვაწეების პანაშვიდებზე, კანდიდატების წარდგენაზე, არჩევნებზე ხმის მიცემის დროს და ბერა ივანიშვილის TikTok-ზე იყო შესაძლებელი. განსაკუთრებული კრიტიკა სწორედ ამ უკანასკნელმა დაიმსახურა. ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ვიდეოში ცეკვა უადგილო იყო.
-
ტელეკომპანია "თრიალეთმა" სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა ტელეკომპანია "თრიალეთმა" სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა
გადახედვა
-
პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მზის შიდა სტრუქტურის ასახვა შეძლეს პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მზის შიდა სტრუქტურის ასახვა შეძლეს
გადახედვა
-
სულ მალე ადამიანებს მთვარისკენ გაგზავნიან — რა უნდა ვიცოდეთ მისია Artemis 2-ზე სულ მალე ადამიანებს მთვარისკენ გაგზავნიან — რა უნდა ვიცოდეთ მისია Artemis 2-ზე
გადახედვა
-
გადარჩენიდან გადარჩენამდე, ანუ დემონ კოპერჰედის ცხოვრება გადარჩენიდან გადარჩენამდე, ანუ დემონ კოპერჰედის ცხოვრება
-
ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა
-
ბიზნესსუბიექტებს, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვისას, ჯერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, განმეორებითი ქმედებისას — სისხლის სამართლის ბიზნესსუბიექტებს, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვისას, ჯერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, განმეორებითი ქმედებისას — სისხლის სამართლის
გადახედვა
-
Cryptal & Keepz — ღია ბანკინგის ფუნქცია კრიპტო პლატფორმაზე Cryptal & Keepz — ღია ბანკინგის ფუნქცია კრიპტო პლატფორმაზე
-
მელანია — ყველაზე ძვირი დოკუმენტური ფილმი და მისი პირველი შედეგები მელანია — ყველაზე ძვირი დოკუმენტური ფილმი და მისი პირველი შედეგები
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი: 7 აპრილს ერევანში ლგბტ თემის აღლუმის ჩატარებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი: 7 აპრილს ერევანში ლგბტ თემის აღლუმის ჩატარებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა
გადახედვა
-
ალდაგის სამოგზაურო დაზღვევას საჩუქრები მოჰყვება ალდაგის სამოგზაურო დაზღვევას საჩუქრები მოჰყვება
-
"ოცნების" პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება "ოცნების" პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება
გადახედვა
-
ალკოჰოლის მომხმარებელთა რიცხვი იკლებს? — რას ამბობს კვლევა ალკოჰოლის მომხმარებელთა რიცხვი იკლებს? — რას ამბობს კვლევა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა
-
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: 62 პროფესორიდან უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას არცერთი ეთანხმება თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: 62 პროფესორიდან უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას არცერთი ეთანხმება
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, ტექნიკური უნივერსიტეტია თუ თსუ ქვიზი: გამოიცანი, ტექნიკური უნივერსიტეტია თუ თსუ
-
მუსიკის ამ ფორმით მოსმენამ, შესაძლოა, შფოთვა სერიოზულად შეგვიმსუბუქოს მუსიკის ამ ფორმით მოსმენამ, შესაძლოა, შფოთვა სერიოზულად შეგვიმსუბუქოს
გადახედვა
-
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
-
ახალგაზრდა მომღერალი ნიგერიაში გველის ნაკბენით გარდაიცვალა ახალგაზრდა მომღერალი ნიგერიაში გველის ნაკბენით გარდაიცვალა
გადახედვა
-
რა ეცვათ ვარსკვლავებს გრემი 2026-ის წითელ ხალიჩაზე — იხილეთ ფოტოები რა ეცვათ ვარსკვლავებს გრემი 2026-ის წითელ ხალიჩაზე — იხილეთ ფოტოები
გადახედვა
-
თეონა აქუბარდია: მე თავად ვიყავი ის პირი, რომელმაც ირაკლი კობახიძეს გაუფორმა კონტრაქტი 2012 წელს საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტში თეონა აქუბარდია: მე თავად ვიყავი ის პირი, რომელმაც ირაკლი კობახიძეს გაუფორმა კონტრაქტი 2012 წელს საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტში
გადახედვა
-
კენდრიკ ლამარი ყველაზე მეტი ჯილდოთი გრემის ისტორიაშია კენდრიკ ლამარი ყველაზე მეტი ჯილდოთი გრემის ისტორიაშია
გადახედვა
კომენტარები