ტრამპის მხარდამჭერ სენატორს, რომელმაც არჩევნების შედეგების შეცვლა სცადა, ამერიკული გამომცემლობა წიგნს აღარ დაუბეჭდავს
ფოტო: Simon & Schuster / Public Domain
ამერიკული გამომცემლობა, Simon & Schuster, სენატორ ჯოშ ჰოულის წიგნს აღარ გამოსცემს. ჰოული რესპუბლიკელი კონგრესმენია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლა სცადა. თავდაპირველად, სენატორი არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების გამო გააკრიტიკეს, შემდგომ კი იგი კაპიტოლიუმზე განხორციელებული თავდასხმისა და ტრამპის მხარდამჭერების წახალისებაში დაადანაშაულეს.
ჰოულის წიგნი, სახელწოდებით ტექნოლოგიური გიგანტების ტირანია ცნობილ ამერიკულ გამომცემლობას ივნისის თვეში უნდა გამოეცა. არამხატვრული ჟანრის ნაწარმოები პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმების — ფეისბუქის და ტვიტერის — ასევე, გუგლის კრიტიკას მოიცავს, ჰოულის თქმით, მათ სივრცეში ანტიკონსერვატიული მიკერძოების გამო.
"მაშინ, როდესაც ეს პლატფორმები არჩევნებს განსაზღვრავენ, არასასურველ პოლიტიკურ შეხედულებებს ბლოკავენ, პოლიტიკოსების ჯიბეებს ასობით მილიონი დოლარით ავსებენ, ჩვენს შვილებს კი ეკრანებზე აჯაჭვებენ, მსურს, თანამედროვე ხანის მძარცველი დიდგვაროვნებისაკენ მივაპყრო თქვენი ყურადღება", — განაცხადა ჰოულიმ იმჟამად, — "ეს არის ბრძოლა ამერიკის სახალხო დემოკრატიის აღსადგენად. ამიტომ ვწერ ამ წიგნს".
თუმცა, როგორც ჩანს, სენატორის მიერ დიდგვაროვნებზე დაწერილი წიგნი დღის სინათლეს ვერ იხილავს, ყუაზე დატანებული Simon & Schuster-ის ლოგოთი მაინც. გამომცემლობის განცხადებით, 6 იანვარს ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების გამო, მათ გადაწყვიტეს, აღარ გამოსცენ ჰოულის წიგნი.
"ამ გადაწყვეტილებამდე ადვილად არ მივსულვართ", — აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში, — "ჩვენი, როგორც გამომცემლების, მისია ყოველთვის იქნება განსხვავებული ხმისა და შეხედულების გავრცელება, თუმცა, ამავდროულად, როგორც მოქალაქეები, სერიოზულად ვიაზრებთ ჩვენს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ვერ დავუშვებთ, მხარი დავუჭიროთ სენატორ ჰოულის, ჩვენი დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის საფრთხის შექმნაში მონაწილეობის შემდეგ".
გადაწყვეტილებამ, რასაკვირველია, აღაშფოთა სენატორი, რომელიც გამომცემლობას "სასამართლოში შეხვედრის" დათქმით ემუქრება. ჰოულის შეფასებით, ეს ყველაფერი ორუელის აღწერილ რეალობას ემსგავსება, თავად კი არა დადებული კონტრაქტის, არამედ "პირველი კონსტიტუციური შესწორების" დასაცავად იბრძოლებს, რომელიც ქვეყანაში სიტყვის, რწმენისა და პრესის თავისუფლებას განსაზღვრავს.
"ესაა მემარცხენეების ხედვა — ხაზი გადაუსვან ყველას, ვინც არ მოსწონთ. სწორედ ხაზის გადასმის კულტურის წინააღმდეგ ვიბრძოლებ ბოლომდე. სასამართლოში გნახავთ", — წერს ჰოული.
სენატში გამოსვლისას ჰოულიმ, ექვს სხვა ადამიანთან ერთად, ბაიდენის პრეზიდენტად დამტკიცება გააპროტესტა და ცრუდ მიჩნეული ბრალდებები წარმოადგინა, რომელსაც ტრამპი და მისი მხარდამჭერები არჩევნების შემდგომ იმეორებენ. ჰოული ასევე პირველი სენატორი იყო, რომელმაც არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ დააყენა და მათი სიყალბის დამტკიცებას გამუდმებით ცდილობდა მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე.
გარდა ამისა, გაზეთ The Kansas City Star-ში აღნიშნულია, რომ ჰოულის "ხელები სისხლით აქვს მოსვრილი" კაპიტოლიუმში მომხდარი ამბებით. გამოცემის თქმით, "ჰოულიმ და რესპუბლიკელებმა, რომლებიც სიყალბის გავრცელებით ტრამპის მონეტის გადმოტრიალებას ცდილობდნენ, მთელი ამ ხნის განმავლობაში კარგად იცოდნენ, რომ მათი მტკიცებულებები ცრუ იყო".
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
კომენტარები