ნაადრევად დაბადებული ბავშვი, რომლის გადარჩენასაც ექიმები არ ვარაუდობდნენ, ერთი წლის გახდა
ფოტო: Caters News
ბრიტანელმა წყვილმა, რომელსაც ექიმებმა უთხრეს, რომ მათი ნაადრევად დაბადებული ბავშვი ვერ იცოცხლებდა, შობა ერთი წლის შვილთან ერთად აღნიშნა.
აირისი 2019 წლის 21 ნოემბერს დაიბადა. ამ დროისათვის იგი მხოლოდ 28 კვირის იყო, თუმცა პლაცენტის მოცილების შემდეგ, რის გამოც მას ჟანგბადისა და საკვების მიწოდება შეუწყდა, ნაადრევი მშობიარობა გახდა საჭირო.
ექიმები ახალშობილის გადარჩენას არ ელოდებოდნენ; მეტიც, ისინი მთელი ერთი თვის განმავლობაში გამუდმებით იმეორებდნენ, რომ აირისი ვერ გადარჩებოდა. თუმცა, მებრძოლმა გოგომ ყველას საპირისპირო დაუმტკიცა — ცოტა ხნის წინ იგი ერთი წლის გახდა და ამაყ მშობლებთან ერთად შობის დღესასწაულიც აღნიშნა.
"მეგონა, მშობიარობის შემდგომი ჩვეულებრივი ამბებისთვის ვიყავი მზად, რადგან ნაადრევი მშობიარობა აქამდეც გამომიცდია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არ ვყოფილვარ", — ამბობს აირისის დედა, 42 წლის ემა გრიფინი, — "ეს ამბები ყველაზე გრძელ და რთულ მოგზაურობად გაიწელა. როცა ექიმებმა გვითხრეს, რომ 'იგი ვერ იცოცხლებს', ჩვენ უიმედობამ შეგვიპყრო".
ფოტო: Caters News
ემა დასძენს, რომ აირისს ინფექციაც შეეყარა, რომლის "მართვაც ექიმებს არ შეეძლოთ".
"მთელი ოთხი კვირის განმავლობაში მხოლოდ იმას გვეუბნებოდნენ, რომ იგი დაიღუპებოდა. ერთი და იმავე სიტყვების მოსმენით განადგურებული ვიყავი. ისე ჩანდა, თითქოს ყველანაირი იმედი გადამიწურეს", — იხსენებს ემა, — "ვეცადეთ, ძალიან დიდი მოლოდინები არ შემქმნოდა და საკუთარი თავი ყველაზე უარესისთვის მომემზადებინა, თუმცა, ამავდროულად, იმედის ნაპერწკალს ვეჭიდებოდით. მხოლოდ ის გვსურდა, ჩვენი შვილი სახლში წაგვეყვანა და მისთვის მშობლობის გაწევის შესაძლებლობა მოგვცემოდა.
"ვერც გვეძინა და ვერც ვჭამდით. ღამეების უმეტესობას ტირილსა და ტელეფონის დარეკვის მოლოდინში ვატარებდით. აირისზე ჩემი ორსულობა მაღალი რისკის მქონედ იყო შეფასებული, რადგან, სამწუხაროდ, გასული წლის თებერვალში ბავშვი გამიჩნდა, მონტი, 29 კვირის იყო და მხოლოდ 57 წამი იცოცხლა, რადგან წყალმანკით იტანჯებოდა".
ემას თქმით, მას და მის ქმარს, სკოტს, წინა ქორწინებებიდან შვილები ჰყავთ, თუმცა მათი ასაკის გათვალისწინებით, სურდათ, საერთო შვილიც დროულად ჰყოლოდათ.
მებრძოლ აირისს სიცოცხლის პირველ თვეებში არაერთი სირთულის გადალახვა მოუხდა. ორი კვირის ასაკში, მას პნევმონია დაემართა, თუმცა დაამარცხა. მომდევნო კვირებში სიტუაცია გამოსწორდა, გოგო კი იმდენად მოძლიერდა, რომ ინკუბატორის დასატოვებლადაც მზად იყო.
თუმცა, გასული წლის შობის წინა დღეს, როცა მშობლებმა იფიქრეს, რომ პატარას საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მათ ინკუბატორიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ აირისის მდგომარეობა გაუარესდა. ინფექციის მარკერების რაოდენობა 500-ს აღწევდა.
"ამ დროს მართლა ვიფიქრეთ, რომ ჩვენს შვილს ვკარგავდით. ყოველ შემდგომ დილას, როცა საავადმყოფოში მივდიოდით, ექიმები გვეგებებოდნენ და გვამცნობდნენ, რომ აირისი ამას ვერ გადაიტანდა", — ამბობს ემა.
ემას და სკოტის შიშები კიდევ უფრო გამძაფრდა, როცა ექიმები მკურნალობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბნენ. ემას თქმით, ამ დროს მას გული ეწურებოდა და თრთოლავდა, თუმცა, საბედნიეროდ, მედიკოსებმა აირისისთვის მკურნალობის გაგრძელება არჩიეს.
პატარა გოგოს ცხოვრება არც მომდევნო თვებში იყო უკეთესი. ერთხანს მას გულიც კი გაუჩერდა, თუმცა ბრძოლა არ შეუწყვეტია და აპრილის მიწურულს ოჯახთან ერთად პირველად მივიდა საკუთარ სახლში.
ფოტო: Caters News
ფოტო: Caters News
"წარმოუდგენლად ვამაყობთ მისით", — ამბობს ემა, — "ჟანგბადსაც თავისით ისუნთქავს და ისეთ რამეებს სჩადის, რასაც ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ვერასდროს შეძლებდა. აქეთ-იქით დაგორავს და წამოდგომას ცდილობს. უკვე თქვა 'დადაც', თუმცა, მგონი, სიარული გაუჭირდება. მიუხედავად ამისა, იგი ძალიან ძლიერია, ჩვენ კი მისი სახლში ყოფნით ვართ მადლიერები".
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები