ურთიერთგანადგურების წყურვილი ქართულ პოლიტიკაში
ქართული პოლიტიკა თანდათან უფრო და უფრო ემსგავსება ბრძოლის ველს, სადაც სხვადასხვა ბანაკები ხმალამოწვდილები გარბიან ერთმანეთის შესახვედრად, დაუნდობლად უქნევენ იარაღს და ცდილობენ დაასწრონ და პირველებმა წააცალონ თავი, მანამ სანამ ამას მოწინააღმდეგე გააკეთებს. ამომრჩეველი კი დგას, ბრძოლის არენას შორიახლოდან აკვირდება, შერკინების დასრულების შემდგომ, მოსაღამოებულზე კი სახლში ბრუნდება, სადაც ცხოვრება ისეთივე პრობლემებით ხვდება, როგორიც მან ორთაბრძოლის საყურებლად წასვლამდე დატოვა.
უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო და უფრო ხშირად აღინიშნება, რომ მუდმივი ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგ პოლიტიკოსებს შორის, სადაც ადგილი არ აქვს საერთო სასიკეთო შეთანხმებას და სადაც კომპრომისი მხოლოდ ნაკლად აღიქმება, სერიოზული პრობლემაა.
ურთიერთ შეხლა-შემოხლაში, რომელშიც მთელი აზარტი და ვნთბათაღელვაა ჩაქსოვილი, იკარგება შეთანხმებული და კარგად აწონილ-დაწონილი, სასიკეთო გადაწყვეტილებები წილი ამომრჩევლისთვის, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის. ასეთ დამოკიდებულებას პოლარიზაცია ეწოდება და ის გულისხმობს მხოლოდ ბრძოლას, სადაც ცალსახად ერთი გამარჯვებულია საჭირო, მეორე კი აუცილებლად თავწაგდებული და დამარცხებული უნდა იყოს.
პოლარიზაციდან მომდინარე საფრთხეების შესახებ კვლევა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჩაატარა. მისი ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს:
„საბჭოთა კონსტიტუციის ერთი მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავდა, რომ არსებობა მხოლოდ ერთ პარტიას შეეძლო და მასზე იყო მთლიანად დამოკიდებული ქვეყნის კეთილდღეობა და მომავალი. ეს მენტალობა იყო საბჭოთა კონსტიტუციაში და ეს მენტალობაა დღესაც აქტიურად გამოხატული ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში: მე ვარ ქვეყნის გადამრჩენელი, ჩემს იქეთ ალტერნატივა არ არსებობს, ხოლო თუ მაინც მოძებნით ასეთ ალტერნატივას, თქვენ იქცევით მტრებად, მავნებლებად, მიუღებლებად და ასე შემდეგ. განსხვავებული ალტერნატივის ამგვარი მიუღებლობა პოლიტიკაში და საზოგადოებაში არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რასაც სჭირდება პირველ რიგში დანახვა და აღიარება. შემდეგ, ალბათ, გამოჩნდება გადაჭრის გზები.“
ანა ნაცვლიშვილი „შუაშისტის“, როგორც ასეთის პოლიტიკური ავანსცენიდან განდევნის მცდელობას პოლიტიკურ რადიკალიზაციად, პოლარიზაციად აფასებს და ამბობს:
„ჩვენ იმდენად ვართ რეალობაში ჩათრეული, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვიქცევით ხოლმე პოლარიზებული და რადიკალიზებული თამაშის მონაწილეებად. შესაძლებელია თავადაც გაგვიჭირდეს ამოვიცნოთ, როგორ გვაიძულებს სიტუაცია და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფები, რომ ან ერთს მივეკედლოთ, ან მეორეს. ძალიან ძნელია იდგე შუაში და თქვა სიმართლე, როდესაც ეს სიმართლე არ მოსწონს არც ერთ უკიდურესობა მხარეს, არც მეორე უკიდურესობა მხარეს. ამ დროს კი ჭეშმარიტება სულ სხვაგანაა და შესაძლოა, მხოლოდ ხუთმა ადამიანმა გაბედოს მისი თქმა. ორივე მხარე, გარკვეულწილად აწვება ამ შუა სივრცეს, ცდილობს, ის, რაც კომპრომისზე, მრავალფეროვნებაზეა დაფუძნებული, შეავიწროვოს და გაანადგუროს. სიტყვა შუაშისტის მაინცდამაინც უარყოფითი მნიშვნელობა, რომელიც საქართველოში გაჩნდა, სწორედ ამის გამოხატულებაა. ეს მიმართულია პირდაპირ მესამე ალტერნატივის კონცეფციის წინააღმდეგ.“
ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ძლიერია პოსტსაბჭოური პოლიტიკური კულტურის, სტალინური მეთოდების გავლენა, რაც გულისხმობს მოწინააღმდეგის პოლიტიკურ განადგურებას.
რა მიზეზები, როგორი ტრადიციები შეიძლება განაპირობებდეს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალ მაჩვენებელს და რა გამოწვევების წინაშე აყენებს ამგვარი რეალობა ამომრჩეველს, ამის შესახებ ამერიკის ხმასთან ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ ისაუბრა:
„ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ძლიერია პოსტსაბჭოური პოლიტიკური კულტურის, სტალინური მეთოდების გავლენა, რაც გულისხმობს მოწინააღმდეგის პოლიტიკურ განადგურებას. გამარჯვება მიღწეულად მიიჩნევა და პატივსაცემია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე არის გადამწყვეტად განადგურებული, ან ზის ციხეში. პოლარიზაცია ერთგვარი საარჩევნო სტრატეგიაცაა, პოლიტიკური პარტიები მიმართავენ თეთრისა და შავის შეპირისპირების ხერხს და ცდილობენ ამომრჩეველს აჩვენონ, რომ არსებობს მხოლოდ ორი მხარე პოლიტიკურ ბძროლაში, ერთია ძალიან ცუდი და მეორე ძალიან კარგი და მათ გარდა არ არსებობს სხვა არაფერი. ამიტომ პოლარიზაცია აწყობთ ხოლმე გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს. ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებული პოლიტიკური ორგანიზაციების არსებობა, რომლებიც ერთმანეთის განადგურებას ესწრაფვიან, ამომრჩევლისთვის ცუდი იმიტომაა, რომ ამ პოლარიზაციაში იკარგება პოლიტიკური თემები და ძირითადი ყურადღება გადადის იმაზე, როგორი ცუდია და როგორ მოვსპოთ ჩვენი მოწინააღმდეგე. დემონიზებაა მთავარი წამყვანი თემა არჩევნებზე და არა ის, თუ როგორ უნდა გავწმინდოთ ჰაერი ჩვენს ქალაქში და როგორ გვქონდეს კარგი სკოლები.“
Democracy Reporting International- ხელმძღვანელი მაიკლს მეიარ–რესენდე ამერიკის ხმასთან ამბობს:
“პარტიებში არის ასეთი განცდა: ჩვენ რომ წავაგოთ, ყველაფერს დავკარგავთ. ეს ექსტრემისტულ ტონს აძელვს წინასაარჩევნო კამპანიებს. დემოკრატია გულისხმობს იმას, რომ თუ წააგებ, შეიძლება ოთხი წელი უბრალოდ ოპოზიციაში იყო და შემდგომ შეიძლება გაიმარჯვო, მოხვიდე ხელისუფლებაში. ის მომენტი, რომ წაგებული არის მტერი, საქართველოს უფრო სუსტს ხდის. პოლიტიკურ სისტემებში უნდა იყოს ერთიანობის განცდა. ეს ჰგავს ერთიან ოჯახს, რომელიც თუ მთლიანი არ არის, სიძლიერეც აკლია”.
პოლიტიკის ექსპერტი ფერნანდო კასალ–ბარტოა კი მიიჩნევს:
”პოლარიზაციის სხვადასხვა ტიპი არსებობს. შეიძლება ეს იყოს იდეოლოგიური პოლარიზაცია ან პოპულისტური პოლარიზაცია, ძირითადად ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ პოლარიზაციაზე. იდეოლოგიური სახის პოლარიზაციას თქვენთან ვერ ვხედავ, რადგან პარტიები არც თუ ისე დაშორებულები არიან ერთმანეთისგან იდეოლოგიურად. ასევე ნაკლებადაა წარმოდგენილი პოპულისტი პარტიები და ვიტყოდი არც თუ ისე ძლიერი პოპულისტი ლიდერები გყავთ.”
საიას კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ თუ პოლიტიკაში მხოლოდ შავი და თეთრი იარსებებს და მათ შორის ურთიერთგანადგურებამდე ბრძოლის ტრადიცია გაგრძელდება, მოჯადოებული წრე, რომელიც წარმატებულ და პროგრესულ მომავალზე ორიენტაციის უნარებს აქვეითებს, არასდროს გაირღვევა.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები