7 ფილმი, რომელიც ათასჯერ გვაქვს ნანახი, მაგრამ ყოველ ახალ წელს ვუყურებთ
ფოტო: 20th Century Fox
დიდი პატივსიცემითა და მოწიწებით დროებით გვერდით გადავდოთ საცივი და გოზინაყი და ვაღიაროთ, რომ ახალი წელი ჭამა-სმის, ნაძვის ხისა და საჩუქრების გარდა, ფილმების გარეშეც ვერ წარმოგვიდგენია. სულერთია, გრინჩი ხარ, თუ ახალი წლის სუპერფანი, დეკემბრის ბოლო კვირას, ნებსით თუ უნებლიეთ, შენს ცხოვრებას საშობაო ფილმები ავსებს.
ნაცნობ კადრებს ხედავ ყველგან — ტელეარხებზე, ფეისბუქზე, ვებგვერდებზე, ოდესღაც ხედავდი კინოთეატრის სარეკლამო ბანერებზეც. თითქოს მთელი სამყარო გეუბნება, რომ დროა საქმეები გვერდით გადადო და ხელახლა უყურო ათასჯერ ნანახ, უკვე დაზეპირებული და ცოტათი მობეზრებულ ფილმებს.
რატომ? იმიტომ, რომ ახალი წელია და შენი გონება უკვე შეეჩვია იმ ფაქტს, რომ ამ დროს კევინს ქურდების მოგერიებაში უნდა დაეხმარო, გრინჩს გეგმები ჩაუშალო, ჰაგრიდს დიდ დარბაზში ნაძვი შეათრევინო და ბრიჯიტ ჯონს ჭეშმარიტი სიყვარული აპოვნინო.
1. მარტო სახლში / Home Alone
რა თქმა უნდა, ამ სიას კევინ მაკალისტერის საშობაო ისტორიით გავხსნით. აღიარეთ, ყველა ელოდებით როდის გადააგდებს კევინის მამა ნაგავში კოკა-კოლით დასველებულ ბილეთს და როგორ დაავიწყდება 20 ადამიანს 8 წლის ბავშვი სახლში მარტო. იმიტომ, რომ სწორედ ასე იწყება თავგადასავალი, რომელიც აშკარა საფრთხეების მიუხედავად, სახალისოდ გვეჩვენება.
2. როგორ მოიპარა გრინჩმა შობა / How the Grinch Stole Christmas
სულერთია მულტფილმი მოგწონს, ფილმის ძველი თუ ახალი ვერსია, მთავარია გრინჩის ბოროტი ღიმილისა და გაკეთილშობილებული გულისთვის იყო მზად. გზადაგზა მისი ჩაფუშული გეგმებითაც გაერთობი, ვეება ნაძვის ხესაც შეავლებ თვალს და ისევ გადაარჩენ შობას. 2020-ში კეთილი დასასრული ფილმებში მაინც უნდა ვნახოთ, ამიტომ გრინჩს წელსაც ვერ გამოვტოვებთ.
3. ელფი / ELF
რა თქმა უნდა, ახალი წელი ტანმაღალი "ელფის", ბადის გარეშეც ვერ ჩაივლის. დაზეპირებული სცენარის მიუხედავად, ყველას გვაინტერესებს როგორ მოიპოვებს მამის სიყვარულს სანტას ჩანთაში აღმოჩენილი, ჩრდილოეთ პოლუსზე გაზრდილი და მეგაპოლისში ჩახეტიალებული ადამიანი-ელფი.
4. სანტა კლაუსი / The Santa Clause
უყურადღებოდ ვერც იმ ფილმს დავტოვებთ, რომლის მთავარი გმირი, ზოგადად, მთელი დღესასწაულის საკვანძო ფიგურაა. დიახ, აუცილებლად ვუყურებთ როგორც ცდილობს მოუხერხებელი მამა, შვილის ხათრით შობა გააარჩინოს, როგორ აღმოჩნდება ყველაზე წარმოუდგენელ ადგილებში, მათ შორის, ჩრდილოეთ პოლუსზე და საბოლოოდ, როგორ იქცევა სანტად.
5. ჰარი პოტერი / Harry Potter
წარმოუდგენელია ყველაზე ჯადოსნურმა დღემ ჯადოსნური სამყაროს გარეშე ჩაიაროს. მართალია, ფილმი საშობაო არ არის, მაგრამ იმ რამდენიმე კადრის გამო, რომელიც დათოვლილ ჰოგვარტს, ჰოგსმიდს და გოდრიკის ხეობას სრული დიდებულებით გვაჩვენებს, ყველას გვგონია, რომ ჰარი პოტერს ყოველ ახალ წელს უნდა ვუყუროთ.
თან ყოველ ჯერზე აღფრთოვანებული ვართ იმით, როგორ რთავენ დიდ დარბაზს და როგორ ახარებს ჰარის მის ცხოვრებაში პირველი საშობაო საჩუქარი.
6. ბრიჯიტ ჯონსის დღიური / Bridget Jones's Diary
ფაქტია, ახალ წელს ყველა ბედნიერი ღიმილით არ ხვდება. როგორც ზევით აღვნიშნეთ გრიჩნებიც არსებობენ და მათ განწყობას, მთელი წლის გადაღლილობას, ყველაზე კარგად ასახავს ბრიჯიტ ჯონსი. მისი სევდიანი, თუმცა სახალისო ისტორია საშობაო ზღაპრად არ იყო ჩაფიქრებული, მაგრამ მაინც ყოველ წელს ერთგული მაყურებლები საბანში ეხვევიან და ბრიჯიტის ისტორიებში იკარგებიან.
7. ახალი წლის წინა ღამე / New Year's Eve
ამერიკული კინოინდუსტრია ძირითადად საშობაო ფილმებით გვანებივრებს და იშვიათად გვინახავს, როგორ ხვდებიან აშშ-ში ახალი წლის ღამეს. დღესასწაული მოყვარულ ქვეყანაში ეს ღამეც ჯადოსნური და ლამაზია.
ვისაც საახალწლოდ ხალხით გადაჭედილი თაიმს სქვერი და ბურთის დაშვების ტრადიცია გვიყვარს, რა თქმა უნდა New Year's Eve-ს ვუყურებთ და ერთი ღამით რომანტიკულ თავგადასავლებში და საახალწლო წვეულებებში ვიძირებით.
ბონუსი: კლაუსი / Klaus
ეს საშობაო მულტფილმი ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა და მისი ათასგზის ნახვა ვერ მოვასწარით, თუმცა ვიცნობთ ადამიანებს, ვინც შარშან არაერთხელ ნახა. ფაქტია, კლაუსის სიკეთით სავსე ისტორიამ მაყურებლის გულები მოიგო და +1 ისტორია გახდა, რომელიც წელს და მომავალ წლებშიც ჩვენს საახალწლო ფლეილისთს შეავსებს.
ვინაიდან გამეორება ცოდნის დედაა და ჩვენი თქმის გარეშეც ნახავდი ამ სიიდან რომელიმე ფილმს, უბრალოდ, წარმატებებს გისურვებთ და გირჩევთ საახალწლო ფილმების თქვენი ფლეილისთვი გაგვიზიაროთ.
თუკი კინოს გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია და მუდამ დიდი გულისყურით ელოდები ახალი ფილმების ეკრანებზე გამოსვლას, მაშინ აუცილებლად უნდა შემოგვიერთდე ჯგუფში — ერთი ფილმიც და...
-
ცხოვრებაში სექსუალურად არავისზე მიძალადია — ჯარედ ლეტო ბრალდებებს უარყოფს ცხოვრებაში სექსუალურად არავისზე მიძალადია — ჯარედ ლეტო ბრალდებებს უარყოფს
გადახედვა
-
შეწყვიტე ძიება, დაიწყე ჩატი: Glovo საქართველოში AI-ზე დაფუძნებულ შოპინგ ასისტენტს წარადგენს შეწყვიტე ძიება, დაიწყე ჩატი: Glovo საქართველოში AI-ზე დაფუძნებულ შოპინგ ასისტენტს წარადგენს
-
რეგიონული განვითარების სამინისტრო უქმდება, მოქმედი მინისტრი კახაბერ გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის I მოადგილედ ინიშნება რეგიონული განვითარების სამინისტრო უქმდება, მოქმედი მინისტრი კახაბერ გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის I მოადგილედ ინიშნება
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი თანამდებობა უქმდება და მეორე იქმნება — ვინ რომელ პოსტზე ინიშნება? რეგიონული განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი თანამდებობა უქმდება და მეორე იქმნება — ვინ რომელ პოსტზე ინიშნება?
გადახედვა
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?

კომენტარები