შეცდომას აბრალებ პროგრამისტს თუ "აიტიშნიკს", ეს არასწორია — კობახიძე ნიჟარაძეს
ფოტო: პრემიერმინისტრის პრესსამსახური
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ, არასწორია როდესაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი თანამშრომელს "აბრალებს" შეცდომას. ასე გამოეხმაურა იგი სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის განცხადებას, რომ ხმების პარალელური დათვლის ფორმულაში შეცდომა ორგანიზაციის მიერ დროებით დაქირავებულმა თანამშრომელმა დაუშვა.
"როდესაც პასუხისმგებელი ხარ, იქ როცა აბრალებ პროგრამისტს თუ "აიტიშნიკს" ამ შეცდომის დაშვებას, ეს არასწორია. თუ ხარ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, შენი ვალია ელემენტარული არითმეტიკული გადაანგარიშებით გადაამოწმო რამდენად იყო იქ შეცდომა გაპარული. ამას როცა არ აკეთებ, იქ, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვები ორი სხვადასხვა მიმართულებით — ან კომპეტენციის პრობლემაა, ან კიდევ მანიპულაციის", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ISFED-ის პარალელური დათვლის ხარვეზი
ISFED-ის ცნობით, ხმების პარალელური დათვლის პირველადი შიდა აუდიტის შედეგებმა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა. ამასთან, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, აუდიტმა PVT-ს მეთოდოლოგიის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა დაადასტურა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ISFED-ს შეხვდნენ. ქართულ ოცნებაში აცხადებდნენ, რომ შეხვედრა ISFED-ის მიერ ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგებს ეხებოდა და მათ ორგანიზაციას მეთოდოლოგიის შესახებ მონაცემების წარმოდგენა მოსთხოვეს.
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ISFED-ის პარალელური დათვლა აჩვენებდა, რომ ცესკომ მეტი შედეგი დაუწერა არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, არამედ პროპორციულად სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც. როგორც მან ბრიფინგზე თქვა, სწორედ ამის გამო ნათელი იყო, რომ PVT-ში (პარალელურ დათვლაში) შეცდომა იყო დაშვებული.
თავდაპირველად, 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ 45,8% აიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 26,4%. 11 დეკემბერს ISFED-ის მიერ გასწორებული მონაცემების მიხედვით კი, ქართულმა ოცნებამ 47,6%, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 27,4% აიღო, რაც ცდომილების ზღვარის გათვალისწინებით ცესკოს მონაცემებთან უფრო ახლოსაა. ცესკოს დათვლით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48,22%, ნაციონალურმა მოძრაობამ კი — 27,17% მიიღო.
ISFED-ის ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის განმარტებით, ISFED-ის პარალელურ დათვლაში გამოვლინდა ხარვეზი იმ კუთხით, რომ საარჩევნო სუბიექტების ხმებთან ერთად დათვლილი იყო ბათილი ბიულეტენები, რამაც ცესკოს მონაცემებთან შედარებით სამი პარტიის შემთხვევაში ცდომილება გამოიწვია. ესენია: ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი.
როგორც იგი ამბობს, ეს არის მცირე ხარვეზი, რომელსაც მანდატების გადანაწილებაზე გავლენა არ აქვს. თუმცა, ამავე დროს, აღიარებს, რომ რეპუტაციულად ორგანიზაციისთვის მძიმე დარტყმაა.
გაიგეთ მეტი:
- ISFED-ის კრიტიკა გასცდა ჯანსაღ დისკუსიას და ახდენს სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას — HRHF
- რას ნიშნავს ხმების პარალელური დათვლა — სახალხო დამცველის განმარტება
- ISFED პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე ორგანიზაციაა — USAID
- PVT-ში შესაძლო შეცდომები არ ნიშნავს, რომ არჩევნები იყო კარგი — ჯაფარიძე
- PVT-ს და ცესკოს მონაცემების თანხვედრა ნიშნავს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა — კობახიძე
- არ მჯერა, რომ უნებლიე იყო, ლამის გადააყირავა და გასწირა ქვეყნის სტაბილურობა — წულუკიანი ISFED-ზე
- ბატონ კობახიძეს თუ კითხვები აქვს, უნდა ჰქონდეს საარჩევნო ადმინისტრაციასთან, ISFED-ს ცალკე არჩევნები არ ჩაუტარებია — ნიჟარაძე
-
ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც. გულწრფელად მენანება ის ამ როლისთვის მიხეილ სააკაშვილი: მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც. გულწრფელად მენანება ის ამ როლისთვის
გადახედვა
-
ქეით მოსის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი გამოვიდა ქეით მოსის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი გამოვიდა
გადახედვა
-
ქეთევან ბაკარაძე: "ხელისუფლებამ ბიუჯეტში მოსაპარი ფული იპოვა, მაგრამ ბავშვების სიცოცხლისთვის ფული ვერ გამონახა" ქეთევან ბაკარაძე: "ხელისუფლებამ ბიუჯეტში მოსაპარი ფული იპოვა, მაგრამ ბავშვების სიცოცხლისთვის ფული ვერ გამონახა"
გადახედვა
-
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ბოლნისში 42 წლის ქალმა 7 წლის შვილი ცივი იარაღით მოკლა ბოლნისში 42 წლის ქალმა 7 წლის შვილი ცივი იარაღით მოკლა
გადახედვა
-
საფრანგეთის მუზეუმში გამოფენილი ბანანის ინსტალაცია მოიპარეს საფრანგეთის მუზეუმში გამოფენილი ბანანის ინსტალაცია მოიპარეს
გადახედვა
-
ბავშვთა დღის სპეციალური შეთავაზება პროკრედიტ ბანკში ბავშვთა დღის სპეციალური შეთავაზება პროკრედიტ ბანკში
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული იდიომები ინგლისურ ენაზე ქვიზი: გამოიცანი ქართული იდიომები ინგლისურ ენაზე
-
საქართველოში #1 დეველოპერი არქი და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ საქართველოში #1 დეველოპერი არქი და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ
- ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
-
"ჯერ საქართველო" ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე საჯარო შეხვედრებს იწყებს "ჯერ საქართველო" ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე საჯარო შეხვედრებს იწყებს
გადახედვა
-
არის ერთი ნიუანსი — თიბისისა და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო არის ერთი ნიუანსი — თიბისისა და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
-
ირაკლი კობახიძემ სულხან თამაზაშვილს, ვაჟა სირაძეს და დავით თამაზაშვილს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდებები მიანიჭა ირაკლი კობახიძემ სულხან თამაზაშვილს, ვაჟა სირაძეს და დავით თამაზაშვილს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდებები მიანიჭა
გადახედვა
-
პროკურატურამ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს და ირაკლი ჩიხლაძეს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს და ირაკლი ჩიხლაძეს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
"ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა" — სულხან თამაზაშვილი გორის ინციდენტზე "ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა" — სულხან თამაზაშვილი გორის ინციდენტზე
გადახედვა
-
Iran International: ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშქიანი გადადგომას ითხოვს Iran International: ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშქიანი გადადგომას ითხოვს
გადახედვა
-
რა არის ფუნქციური დეპრესია რა არის ფუნქციური დეპრესია
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ს Trivia-ს სუპერსაჩუქრები დაემატა საქართველოს ბანკის sCoolApp-ს Trivia-ს სუპერსაჩუქრები დაემატა
-
მოემზადე PLUS-ის დაბადების დღისთვის — იშოპინგე და დააგროვე მეტი PLUS ქულა მოემზადე PLUS-ის დაბადების დღისთვის — იშოპინგე და დააგროვე მეტი PLUS ქულა
-
დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია მოიპოვო ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Madrid-ში დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია მოიპოვო ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Madrid-ში
კომენტარები