თუ ვინმე იუდას როლის შესრულებას გადაწყვეტს, მისი არჩევანია — უგულავა
ფოტო: დარინა ქამადაძე / On.ge
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერმა, გიგი უგულავამ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი იუდას შეადარა. პალიტრანიუსის ეთერში უგულავამ განაცხადა, რომ იუდას როლში ყოფნა მათი არჩევანია და ამაში წარმატებას ვერ უსურვებს.
"მათ მე ვერ ვუსურვებ წარმატებას, იმიტომ, რომ ისეთი ნაბიჯის გადადგმას აპირებენ რომელიც საკუთარ თავს და ქვეყანასაც დააზიანებს, მაგრამ, ბოიკოტი მაინც შედგება. მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა პროცესს ყავს თავისი იუდა. თუ ვინმე ამ როლის შესრულებას გადაწყვეტს, ძაან უმადური როლია ისტორიულად, ცნობილია, მაგრამ, გადაწყვიტეს და ეს მათი არჩევანია.
ბოიკოტი შედგება, იმიტომ, რომ ვთვლით, რომ არჩევნები გაყალბებულია და გაყალბებული არჩევნების "გაპრავება" ვერანაირად ვერ მოხდება. გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება აუცილებლად მივა ამ რიგგარეშე არჩევნებამდე", — განაცხადა გიგი უგულავამ.
ხვალ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უნდა ჩატარდეს, რომელსაც ოპოზიცია არ დაესწრება. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მანდატებზე უარს ამბობენ. ისინი გეგმავენ, რომ სხდომის პარალელურად ხელი მოაწერონ ერთობლივ განცხადებას, რომლითაც სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან.
9 დეკემბერს პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ფეისბუქლაივის დროს განაცხადა, რომ საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციების რეფორმებზე შეთანხმების შემთხვევაში პარლამენტში შევა.
როგორც ელისაშვილმა მოგვიანებით განმარტა, ქართულმა ოცნებამ დაიხია ყველა საკითხზე, რომელიც ოპოზიციამ მოლაპარაკებების მაგიდასთან დააყენა. მისივე თქმით, ევროპული საქართველო მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს.
გაიგეთ მეტი:
- პარლამენტში არ შევალ, სანამ შეთანხმებას ხელს არ მოვაწერთ, ამ შეთანხმების გადარჩენა მინდა — ელისაშვილი
- პოლიტპატიმრები თუ არ გამოვლენ, ფეხს არ შევადგამ პარლამენტში — ელისაშვილი
- პოლიტიკაში რისთვის ვართ, ბოკერიასთან ერთად ქუჩაში ვიდგე? — იოსელიანი პარლამენტში შესვლაზე
- ელისაშვილისნაირი პარტიის შესვლა პარლამენტში ერთპარტიულობას ხაზს გაუსვამს — ბოკერია
- კატეგორიულად ვემიჯნები და მოვუწოდებ ოპოზიციას, თავი შეიკავოს ერთმანეთზე თავდასხმისგან — ხაზარაძე
- "გაწიკწიკებული" საარჩევნო წესები და ცესკოს რეფორმა — ელისაშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში შევა პარლამენტში
- ვიღაცების ბოდვებზე, რომ არიქა ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ — ელისაშვილი
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები