მსოფლიოს წამყვანმა გამოცემამ — Global Finance თიბისი 4 მიმართულებით საუკეთესოდ აღიარა
ფოტო: თიბისი
თიბისიმ, მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემის - Global Finance-ის 21-ე დაჯილდოებაზე, რამდენიმე ჯილდო მოიპოვა.
თიბისი მსოფლიოში 2020 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა კორპორატიული ციფრული ბანკების კატეგორიაში - სოციალური მედიის, მარკეტინგული კომუნიკაციებისა და სერვისებისთვის. ასევე, კომპანიამ ფიზიკური პირებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ტიტული მოიპოვა. აღნიშნულ კატეგორიაში თიბისიმ რეგიონალური ჯილდოც აიღო, როგორც საუკეთესო კორპორაციულმა ციფრულმა ბანკმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
საერთაშორისო აღიარება თიბისიმ ციფრული კომუნიკაციების ძლიერი სტრატეგიისთვის, ციფრული არხებისა და სერვისების მომხმარებლების რაოდენობის ზრდისთვის, წარმატებული ციფრული ინიციატივებისთვის, ასევე ციფრული არხების დიზაინისა და პრაქტიკულობისთვის მიიღო.
"წელს, გლობალურმა პანდემიამ ციფრულ საბანკო მომსახურებაზე გადასვლა დააჩქარა, თუმცა წინდახედულ ბანკებს უკვე არჩეული ჰქონდათ აღნიშნული გზა. ციფრული ბანკების კატეგორიაში ის ფინანსური ინსტიტუტები დავაჯილდოვეთ, რომლებიც წარმატებით ინტეგრირდნენ თანამედროვე მომხმარებლებისა და სამყაროს საჭიროებებთან", — აცხადებს ჯოზეფ დ. გიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და რედაქტორი.
ავტორიტეტული გამოცემის თანახმად, თიბისი საუკეთესო ბიზნეს და კორპორატიულ ციფრულ ბანკად დასახელდა ცენტრალურ ევროპაში. თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკმა 2020 წელს არაერთი პროდუქტული და სერვისული სიახლე დანერგა, ასევე ისეთი ხელსაწყოები, რაც ბიზნესს საქმიანობას უმარტივებს და თანხვედრაშია თიბისის მისიასთან - გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება.
თიბისიმ ქვეყნის მასშტაბითაც მოიპოვა 2 ჯილდო.
საერთაშორისო გამოცემამ თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. აღიარება თიბისიმ ზედიზედ უკვე მეორედ მიიღო, პერსონალურ საბანკო მომსახურებაში წამყვანი პოზიციის და მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის.
წელს თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის შემდეგ საფეხურზე გადავიდა და გამოწერის ინოვაციური მოდელი დანერგა. ახალი კონცეფცია მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და სურვილებზე უფრო მეტადაა მორგებული და მათ შესაძლებლობას აძლევს, მათთვის სასურველი და ხშირად გამოყენებადი მომსახურებებისა და პროდუქტების ნაკრები გამოიწერონ.
თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო პროვაიდერადაც დასახელდა. საერთაშორისო აღიარება თიბისიმ ვალუტის გაცვლითი ტრანზაქციების მოცულობის, ბაზრის წილის, გლობალური დაფარვის არეალის, მომხმარებლებისთვის შეთავაზებული გამორჩეული მომსახურების, კონკურენტული ფასებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით მიღწეული წარმატებისთვის მოიპოვა.
"მოხარული ვართ, რომ თიბისიმ, რამდენიმე მიმართულებით მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღნიშნული ჯილდოები ციფრული კომუნიკაციების, პერსონალური საბანკო მომსახურების, ბიზნესებისთვის შექმნილი ინტერნეტბანკისა და ვალუტის გაცვლითი სერვისების მიმართულებებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მისიის შესაბამისობას თანამედროვე მომხმარებელთან - გავუმარტივოთ მათ ცხოვრება და ასევე ჩვენი გუნდის თავდაუზოგავ შრომას - მომხმარებლებს მათზე მორგებული, საუკეთესო სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ. აღნიშნული ჯილდოები ასევე იმის მტკიცებულებაა, რომ თიბისი წარმატებით ასრულებს გაციფრულებისა და დისტანციური არხების განვითარების სტრატეგიას. არსებულმა რეალობამ აღნიშნული პროცესი უბრალოდ დააჩქარა. თიბისი სრულიად მზად აღმოჩნდა ახალი გამოწვევების წინაშე და ოპერაციების კუთხით შეფერხება არ გვქონია. თიბისი, როგორც ერთგული ფინანსური პარტნიორი, მხარს უჭერს თითოეულ პარტნიორ კომპანიას, ბიზნესსა თუ ცალკეულ მომხმარებელს სწორედ იმ სერვისებით, რომლებმაც ეს მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვა", — ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი Global Finance 1987 წელს დაარსდა და ის 50,000-ზე მეტი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. გამოცემა უკვე 20 წელზე მეტია სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს ასახელებს. წლების განმავლობაში, თიბისის Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.
-
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა
გადახედვა
-
BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
გადახედვა
-
პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია
გადახედვა
-
ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა
გადახედვა
-
CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია
გადახედვა
-
ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს
გადახედვა
-
მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ? ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ?
-
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე? ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით
-
როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით
გადახედვა
-
მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს" მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს"
გადახედვა
-
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
-
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა
გადახედვა
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს" შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს? ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო
კომენტარები