10 საკვები პროდუქტი, რომელიც შფოთვას ამძაფრებს
ფოტო: Mukul Wadhwa / Unsplash
21-ე საუკუნეში შფოთვითი აშლილობა მენტალური ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს; მასთან გამკლავება აშშ-ში 18 წლის ასაკს ზემოთ მყოფ 40 მილიონზე მეტ ადამიანს უხდება, რაც ქვეყანაში ზრდასრულთა, დაახლოებით, 18 პროცენტს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ შფოთვა მკურნალობას ექვემდებარება, მისით მცხოვრები ადამიანები იშვიათად ცდილობენ დახმარების მიღებას.
შფოთვითი აშლილობის გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს. მათ შორისაა გენეტიკა, სტრესი, პიროვნული მახასიათებლები, ცხოვრების სტილი და სხვა. და რადგან ცხოვრების სტილში კვება დიდ როლს თამაშობს, გასაკვირი არაა, რომ იგი არა მხოლოდ ყოველდღიურ გუნება-განწყობილებაზე, არამედ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზეც ახდენს გავლენას. ამ სტატიაში იმ 10 საკვებსა და სასმელ პროდუქტს წარმოგიდგენთ, რომლის მიღებაც შფოთვას ამძაფრებს.
1. ყავა
ფოტო: italiangoodnews.com
სიის პირველ ნომრად ყავის დანახვა ალბათ უცნაური ნამდვილად არაა, თუმცა მათ, ვინც ცდილობს, ყავას თავი აარიდოს, ხშირად ავიწყდებათ, რომ სხვა არაერთი პროდუქტი ასევე შეიცავს კოფეინს. კვებისა და დიეტოლოგიის აკადემიის სპიკერისა და პროფესორ სუნუი ესკობარის თქმით, შფოთვის გამომწვევ ამ ნივთიერებას ხშირად ისე ვიღებთ, რომ ამას ვერც კი ვაანალიზებთ.
დღეში, შესაძლოა, მხოლოდ ორ ჭიქა ყავას სვამდეთ, თუმცა თუკი მას ენერგეტიკულ ან გაზიან სასმელს და შოკოლადის ფილას დააყოლებთ, ეს ტვინში მიმდინარე ქიმიურ პროცესებზე და, შესაბამისად, შფოთვის დონეზეც, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
2. ენერგეტიკული სასმელები
ფოტო: thom masat / Unsplash
კოფეინზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ლითონის ქილებში ჩამოსხმული სასმელები კონცენტრირებულ კოფეინს შეიცავს. მაგალითად, 60 მილილიტრი სასმელი ხუთსაათიანი ენერგიისთვის 200 მილიგრამ კოფეინს შეიცავს. Journal of Caffeine Research-ში 2016 წელს გამოქვეყნებულ კვლევის ანგარიშში ნათქვამია, რომ არსებობს კავშირი ენერგეტიკული სასმელების მოხმარებასა და მენტალური ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებთან, როგირიცაა სტრესი, შფოთვა და დეპრესიაც კი.
ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯის ცნობით, ენერგეტიკული სასმელები გულის ნორმალურ მუშაობაზეც ახდენენ გავლენას, ზრდიან გულისცემის სიხშირესა და არტერიულ წნევას, ზოგ შემთხვევაში ინფარქტის გამოწვევაც შეუძლიათ, რომ აღარაფერი ვთქვათ შფოთვასა და ფსიქოზზეც კი.
3. თეთრი პური
ფოტო: King Arthur Flour
როგორც თეთრი პური, ასევე თეთრი ბრინჯი და თეთრი მაკარონი, დამუშავებულია და რაფინირებულ შაქარს შეიცავს, რომელიც, არცთუ ჯანსაღი პროდუქტია და გავლენას ახდენს განწყობაზე.
"მისი მიღებით სისხლში შაქრის დონე ჯერ სწრაფად იმატებს, შემდეგ კი იკლებს, რაც ხშირად შფოთვის გამომწვევია", — ამბობს ესკობარი.
შაქარი სიამოვნების იმავე ზონებს აღაგზნებს, რასაც კოკაინი, ამდენად იგი მცირე ხნით კმაყოფილების განცდას იწვევს, თუმცა ხანგრძლივი შედეგები არცთუ სახარბიელოა.
ნაცვლად ამისა, უმჯობესია, ნახშირწყლები, მეტ-ნაკლებად, დაუმუშავებელი სახით მიიღოთ: შვრია, ყავისფერი ბრინჯი და ტკბილი კარტოფილი.
4. გაზიანი სასმლის მუდმივად მიღება
ფოტო: K8 / Unsplash
გაზიან სასმელებში კოფეინის და შაქრის ორჯერ უფრო დიდი რაოდენობაა, ამიტომ, ნათელია, რამდენად უარყოფითად აისახება მისი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღება შფოთვით აშლილობაზე. თავდაპირველად იგი ჩვენს განწყობაზე დადებითად, ტვინზე კი ნარკოტიკული საშუალების მსგავსად მოქმედებს, თუმცა მოგვიანებით ჩვენს ემოციურ მდგომარეობას აუარესებს. აღსანიშნავია ისიც, რომ გაზიანი სასმლის დიეტური ალტერნატივა, შესაძლოა, დეპრესიის გამომწვევიც კი აღმოჩნდეს.
5. შოკოლადი
ფოტო: Charisse Kenion / Unsplash
რაც უნდა გასაკვირი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ შოკოლადი ფართო წრეებში კარგი რეპუტაციით სარგებლობს და მას განწყობის ასამაღლებელ წამლადაც კი მიიჩნევენ, ამ ტკბილეულს შაქრის და კოფეინის შემცველობის გამო შფოთვის გაუარესებაც კი შეუძლია (საზოგადოდ, შავი შოკოლადი, შედარებით, ნაკლებ შაქარს შეიცავს).
"თუკი რამე ტკბილის მიღება გსურთ, პროტეინის და ცხიმის კომბინაცია საუკეთესო ვარიანტია", — ამბობს ესკობარი. მის შემოთავაზებულ პროდუქტებს შორის მოიაზრება შაქრის დაბალი დონის შემცველი ბერძნული იოგურტი და მოცვი ან არაქისის კარაქი და ხილი.
6. შემწვარი საჭმელი
ფოტო: Mark König / Unsplash
შემწვარ საჭმელს (შემწვარი კარტოფილი ან ქათამი, მოხრაკული ხახვის რგოლები და ზეთში შემწვარი ცომეულობა) არა მხოლოდ შფოთვის, არამედ დეპრესიის გამოწვევაც კი შეუძლია; ამერიკის შფოთვისა და დეპრესიის ასოციაციის თქმით კი, იმ ადამიანების თითქმის ნახევარს, ვისაც დეპრესია აქვს, ასევე უხდება შფოთვით აშლილობასთან გამკლავება.
ამასთან, შემწვარი საკვები გულის დაავადებების გამომწვევიცაა, რაც ამერიკაში გარდაცვალების უპირველესი მიზეზია. ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული სხვადასხვა კვლევა, მათ შორის 2015 წელს ჟურნალ Nutrients-ში გამოქვეყნებული კვლევის ანგარიში, ადასტურებს, რომ კვირაში ოთხჯერ ან მეტჯერ შემწვარი საკვების მიღება საგრძნობლად ზრდის ორი სახის დიაბეტის, გულის დაავადებებისა და ჰიპერტენზიის რისკს. ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში საკვების ნაჯერი ცხიმების შემცველ ზეთში მომზადებაა. შედარებით, უკეთესი არჩევანია მონოუჯერი (Monounsaturated) ან პოლიუჯერი (Polyunsaturated) ცხიმი.
7. ხილის წვენი
ფოტო: K15 Photos / Unsplash
როგორც ესკობარი აღნიშნავს, სუპერმარკეტში შეძენილ ხილის წვენებში მხოლოდ 10 პროცენტია ხილი, დანარჩენი კი შაქარია. მისივე თქმით, უკეთესი სიტუაცია არც მაშინაა, თუკი თავად წურავთ წვენს. მაგალითად, ფორთოხალს თქვენ ერთ ჯერზე მხოლოდ ერთ ან ორ ნაჭერს თუ შეჭამთ, თუმცა წვენის გამოსაწურად 5-6 ცალი მაინც გჭირდებათ. ამდენად, ცოცხალი ხილის მიღებისას არა მხოლოდ ნაკლებ შაქარს, არამედ ბოჭკოსაც იღებთ, რაც უფრო ნელა იხსნება და სისხლში შაქრის დონეს სწრაფად არ წევს. ასეთივე პრობლემის შემქმნელია გამომშრალი ხილი, სადაც მსგავს შაქრის კონცენტრაციას ვხვდებით.
ამერიკის პედიატრთა აკადემიის თქმით ერთ წლამდე ბავშვებისთვის ხილის წვენის მიღება საერთოდ არ არის რეკომენდებული; ერთიდან სამ წლამდე ბავშვებისთვის დღეში მხოლოდ 80 მილილიტრის მიღება შეიძლება, ოთხიდან ექვს წლამდე ბავშვებისთვის — 115 მილილიტრიდან 177 მილილიტრამდე, შვიდი წლის ზემოთ კი მაქსიმუმ 235 მილილიტრის მიღებაა დასაშვები.
8. ალკოჰოლი
ფოტო: Adam Wilson / Unsplash
მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლის მიღება დროებით შვებისმომგვრელია, მოგვიანებით მას სავალალო შედეგები მოჰყვება ხოლმე, იწვევს რა ძილის პრობლემებს, რაც, ესკობარის თქმით, შფოთვის რეცეპტია. ამასთან, ალკოჰოლი სისხლში შაქრის ცვლილებაზეც ახდენს გავლენას და იწვევს დეჰიდრატაციას, რაც დეპრესიისა და შფოთვის გამომწვევია. თუკი ალკოჰოლს სვამთ, დეჰიდრატაციის შემცირება ბევრი წყლის დალევითაც შეგიძლიათ.
9. სალათის სოუსი
ფოტო: Kevin Xie / Unsplash
როგორც აღმოჩნდა, სალათის საწებლები ბევრ შაქარსაც შეიცავს. ჰარვარდის უნივერსიტეტიტის მკვლევრებმა სუპერმარკეტში ნაყიდ პამიდვრის ერთ-ერთი სოუსის ნახევარ ჭიქაში (რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე ადამიანები ჩვეულებრივ ჭამენ) სამი ჩაის კოვზი შაქარი აღმოაჩინეს. ამდენად, ჭიქანახევარი სოუსი, რისი მოხმარებაც უფრო რეალურია, ცხრა სუფრის კოვზ შაქარს შეიცავს. შედარებით უკეთესი ალტერნატივაა ტაჰინისა და ლიმონის სოუსი.
10. კეტჩუპი
ფოტო: LIgorko / Getty Images / iStockphoto
ერთი სუფრის კოვზი კეტჩუპი 12 კალორია შაქარს შეიცავს. სალათის სოუსის შემდეგ, გასაკვირი არაა იმის შეტყობა, რომ მისი დიდი რაოდენობით მიღებაც ცუდად აისახება მენტალურ ჯანმრთელობაზე.
"არ გეგონოთ, რომ ყველა შაქრისშემცველი პროდუქტი ტკბილია. შაქარს, შესაძლოა, შეიცავდეს სხვადასხვაგვარი ბადაგი, სიროფი და ტკივილგამაყუჩებელიც კი", — აცხადებს მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკა.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
კომენტარები