როგორ გავშალოთ საახალწლო სუფრა
ფოტო: Shutterstock / Yulia Grigoryeva
ახალი წლის დადგომამდე ერთი დღე დარჩა და თითქმის ყველა ოჯახში საახალწლო მზადება მიმდინარეობს. ახალი წლის სუფრა განსაკუთრებულია, მაგრამ ამაღლებული განწყობის შესაქმნელად მხოლოდ გემრიელი საჭმელი არ კმარა. აუცილებელია მომღიმარი ადამიანებიც, რომლებიც საახალწლო ფუსფუსის შედეგებს დააგემოვნებენ.
1. გოზინაყი
ფოტო: Kuchenne Wariacje
გოზინაყი საახალწლო სუფრის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ბევრმა არ იცის, რომ გოზინაყს მხოლოდ ქართველები კი არა, სომხები, აზერბაიჯანელები და რუსებიც ამზადებენ. წესები მსგავსია, მაგრამ პატარა ცვლილებებიც კი მოქმედებს საბოლოო გემოზე.
- გოზინაყის მოსამზადებლად თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ნიგოზი, თაფლი და შაქარი. ნუ მოექცევით ჩარჩოებში, შეგიძლიათ ამ ნუგბარს ნებისმიერი ფორმა მისცეთ. იხილეთ მომზადების წესი და რეცეპტი.
2. საცივი
ფოტო: Shutterstock / Bongiozzo
საცივი ქართველებისთვის ყველაზე საყვარელი საახალწლო კერძია და გოჭსაც კი უსწრებს პოპულარობით.
- არსებობს საცივის სხვადასხვა სახეობები. ზოგიერთი უფრო მძიმე და პომპეზურია, ზოგიერთი კი - მსუბუქი და სასიამოვნოდ დასაგემოვნებელი. მათ, ვისაც უფრო მძიმე და გადატვირთული საცივის მომზადება უყვართ, შეუძლიათ იხილონ ეს რეცეპტი, ხოლო ვინც უფრო მსუბუქ საცივს ანიჭებს უპირატესობას, მათ ამ რეცეპტის მიხედვით უნდა იხელმძღვანელონ.
3. ცომეული
ფოტო: danielaorexplode
ხაჭაპური/ლობიანი ახალი წლის სუფრის აუცილებელი კომპონენტი არაა, თუმცა ცომეულის დანახვა მაინც ყველა სტუმარს უხარია. ეს განსაკუთრებით ხაჭაპურს ეხება, რომელიც სუფრიდან თვალის დახამხამებაში ქრება ხოლმე.
- ხაჭაპურის მოსამზადებლად კარგი ყველი და ცომია საჭირო. იმისათვის, რომ ხაჭაპური გემრიელი გამოვიდეს, აუცილებელია ცომი სათანადოდ იყოს მომზადებული. ქართული სამზარეულო რამდენიმე ტიპის ხაჭაპურს აერთიანებს. ყველაზე პიპულარული ვერსიები იმერული და მეგრული ხაჭაპურებია.
4. შემწვარი გოჭი აჯიკით
ფოტო: starbellysf.com
ვის წარმოუდგენია ახალი წლის სუფრა გოჭის ხორცის გარეშე? მისი მომზადება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, თუმცა შედეგი წვალებად ღირს. იმისათვის, რომ გოჭის ხორცი კიდევ უფრო გემრიელი გამოვიდეს, შეგიძლიათ მას აჯიკა დაუმატოთ.
- სანამ გოჭის მომზადებას დაიწყებდეთ, აუცილებელია მთელი რიგი პროცედურების დაცვა. უნდა მოამზადოთ მარილწყალი, რომელსაც გოჭს შიგნიდან და გარედან წაუსვამთ. ასევე, შეწვის პროცესში მუდმივად უნდა აკონტროლოთ ტემპერატურა და გოჭს გადაუსვათ ზემოდან კარაქი ან შეზავებული სითხე. იხილეთ სრული რეცეპტი.
5. ბაჟე
ფოტო: Georgian Journal
საახალწლო სუფრაზე ნიგვზიანი საჭმელები მრავლად არის წარმოდგენილი. ბაჟე ერთ-ერთი მათგანია და არაჩვეულებრივ სოუსს წარმოადგენს შემწვარი ქათმისთვის ან თევზისთვის. ნიგოზი აუცილებლად თეთრი უნდა იყოს. დაგჭირდებათ ასევე ნიორი, უცხო სუნელი და ზაფრანა. მიჰყევით ამ რეცეპტს.
სასმელები
ახალი წლის სუფრაზე სასმელების მრავალფეროვანი არჩევანი აუცილებელია. ყველაფერი მისაღებია: ღვინო, კონიაკი, შამპანური, ვისკი. არაალკოჰოლური სასმელებიდან კი სუფრისთვის შეგიძლიათ ლიმონათები, ხილის წვენები და გაზიანი სასმელები მოიმარაგოთ.
ტკბილეული
ახალი წელი ტკბილეულის გარეშე წარმოუდგენელია. გადამალული კანფეტების ძიებით გატაცებული ბავშვები შოკოლადსა და კანფეტებს განსაკუთრებით ელიან. ხილი, ჩურჩხელა და ფელამუში საახალწლო სუფრას კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის.
ფოტო: Shutterstock / matka Wariatka
-
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა თანამგზავრების ჩასახშობად ახალი იარაღი შექმნა
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ AI კომპანიები იშვიათ წიგნებს ყიდულობენ, ასკანერებენ და შემდეგ ანადგურებენ — რატომ
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა

კომენტარები