ამ კრიზისიდან გამოსვლის ცოდნა, უნარი და შესაძლებლობა ქართულ ოცნებას არ გააჩნია — ბაქრაძე
ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, ლარის გაუფასურებას ეხმაურება. მისი თქმით, ეკონომიკის ეს უმძიმესი კრიზისი მოიტანა მთავრობის არასწორმა ეკონომიკურიმა პოლიტიკამ.
"ლარის მდგომარეობა ასახავს იმ უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელშიც ქართულმა ოცნებამ შეიყვანა ქვეყანა და მოსახლეობა. უკვე წლებია ლარი უფასურდება ისე, რომ არცერთი ნაბიჯი არ იდგმება მთავრობის მხრიდან. ამას დაემატა გაზაფხულზე ეკონომიკის მთლიანი ჩაკეტვა არასწორი მენეჯმენტის შედეგად. ამას ემატება უზარმაზარი საგარეო ვალი, რომელსაც წელს იღებს მთავრობა და საბიუჯეტო ვალდებულებები, რომლითაც უხვად დატვირთა ქართულმა ოცნებამ ბიუჯეტი. ამიტომ, ამ ყველაფრის შედეგად, ლარი უფასურდება ყოველდღე და ეს უმძიმეს ტვირთად აწვება ისედაც კრიზისში მყოფ ჩვენს მოსახლეობას", — ამბობს ბაქრაძე.
დავით ბაქრაძის თქმით, ამ კრიზისიდან ამოსვლას სჭირდება კონრეტული გეგმა, წნეხის შემცირება მოსახლეობაზე და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება. იგი აღნიშნავს, რომ სწორედ ევროპული საქართველოს გეგმა მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს.
"გამოსავალი აქედან გახლავთ მხოლოდ ერთი — 31 ოქტომბერს ამ მთავრობის მოშორება, გარდამტეხი ცვლილებების მოტანა და ახალი ეკონომიკური პოლიტიკის დაწყება. კერძოდ, გადასახადების შემცირება, სამთავრობო ხარჯების რადიკალურად შემცირება, უაზრო რეგულაციებისა და შეზღუდვების გაუქმება, ხალხისათვის მეტი ქონების გადაცემა და ამ ყველაფრის შედეგად, ლარის კურისის გამყარება და მთლიანად ეკონომიკის გაჯანსაღება.
ამის გაკეთების არც ცოდნა, არც უნარი და არც შესაძლებლობა ქართულ ოცნებას არ გააჩნია და ჩვენ ეს ვნახეთ ბოლო რვა წლის განმავლობაში. ამიტომ, ერთადერთი გზა ლარის გამყარების და ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორების და კრიზისიდან გამოსვლის არის არჩევნების გამოყენება გარდამტეხი ცვლილებების მოსატანად", — განაცხადა დავით ბარქაძემ.
-
"ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა" — სულხან თამაზაშვილი გორის ინციდენტზე "ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა" — სულხან თამაზაშვილი გორის ინციდენტზე
გადახედვა
-
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მუშაობა დღეიდან, 1-ელი ივნისიდან დაიწყო სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მუშაობა დღეიდან, 1-ელი ივნისიდან დაიწყო
გადახედვა
-
რა არის ფუნქციური დეპრესია რა არის ფუნქციური დეპრესია
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
კომენტარები