7 მიზეზი, თუ რატომ არის შემოდგომა საუკეთესო დრო ვარჯიშის დასაწყებად
ფოტო: Olga Zalite / Dribbble
სეზონების ცვლილება ჩვენს ცხოვრების სტილსა და ჯანმრთელობაზე ბევრნაირად მოქმედებს. ბევრ ადამიანს ცხოვრებაში ფიტნესის რეჟიმის დანერგვა იანვარში ურჩევნია ხოლმე და დარბაზების აბონემენტსაც სწორედ ამ დროს ყიდულობს, მაგრამ, სინამდვილეში, შემოდგომა საამისოდ ბევრად უკეთესი დროა რამდენიმე მიზეზის გამო:
1. მეტი ენერგია და მზაობა
ფოტო: Tenor
იანვრისგან განსხვავებით, შემოდგომისთვის თქვენს ორგანიზმში უკვე მრავლადაა დაგროვებული D ვიტამინი, რომელიც ზაფხულის თვეებში დასვენების განმავლობაში მოაგროვეთ, რაც ზრდის თქვენი ფიზიკური ენერგიის დონეებს.
გარდა ამისა, ზაფხულში სხეულთან ერთად მთელი წლის განმავლობაში ნაგროვები სტრესისგან თქვენმა გონებამაც დაისვენა და ის ახლა სიახლეებისა და გამოწვევებისთვის უფრო კარგადაა შემზადებული.
2. მეტი თავისუფალი დრო
გვესმის, რომ დღეში უფრო მეტი საათის ჩატევა შეუძლებელია, მაგრამ შემოდგომაზე, როგორც წესი, უფრო მეტი თავისუფალი დრო გვაქვს ხოლმე. ზაფხულის დასრულებისა და ამინდის ცვლილებების გამო აღარ გვიწევს პლაჟზე გაქცევა, არც სამსახურის მერე დასალევად ბარში გასვლა.
ზაფხულის არდადეგების შემდეგ ბავშვები სკოლას დაუბრუნდნენ, ზრდასრულებმა კი მუშაობა განაახლეს და დაბრუნდა ჩვეული ყოველდღიურობა, რაც ცხოვრებაში ვარჯიშისთვის საჭირო რეჟიმის დანერგვის საშუალებას იძლევა. ეს ახალი ჰობის დაწყებისა თუ რაიმე უნარ-ჩვევის გამომუშავებისთვის იდეალური შესაძლებლობაა.
3. სავარჯიშოდ შესაფერისი ამინდი
ფოტო: Giphy
შემოდგომაზე ამინდის წინასწარ პროგნოზირება საკმაოდ რთულია, თუმცა, როგორც წესი, შემოდგომის ტემპერატურები უფრო ზომიერია. აქ არც ზამთრის მყინვარებაა და არც ზაფხულის თაკარა მზე: საღამოები უფრო ნათელია, ვიდრე ზამთარში; ჰაერი ზაფხულისაზე უფრო გრილია, მაგრამ არც ძალიან ცივი.
ამინდი ჩვენს განწყობასა და მოტივაციაზეც მოქმედებს, ამიტომ შემოდგომა იდეალური დროა იმისთვის, რომ სახლში ჯდომის ნაცვლად პროდუქტიულობას მოუმატოთ, ვარჯიში დაიწყოთ და საკუთარი სხეული და ჯანმრთელობა სასურველ ფორმაში ჩააყენოთ.
4. იმუნიტეტის გამომუშავება ზამთრისთვის
ზამთარში გაციება ძალიან ხშირი და მომაბეზრებელი რამაა. ამინდების აციებისას ხშირად ამასაც იმიზეზებენ ხოლმე, რათა ვარჯიში არ დაიწყონ, თუმცა ეს დიდი შეცდომაა. შედარებით გრილ ამინდში ვარჯიში აძლიერებს თქვენს იმუნიტეტს და ამცირებს იმის შანსს, რომ ზამთრისა და სიცივეების დადგომისას გაცივდებით.
როცა ზამთარი დადგება, თქვენი იმუნური სისტემა თქვენ მიერ ვარჯიშზე დახარჯულ დროსა და მცდელობებს დააფასებს და ყველა ბაქტერიას კუდამოძუებულს გაუშვებს უკან.
5. ახალი სეზონი, ახალი მიზანი
ფოტო: Giphy
სექტემბერი, რაღაც მხრივ, უფრო "ნამდვილი" ახალი წელიც კია. ის ახალი დასაწყისების შეგრძნებას გვიჩენს, რადგან ზაფხულის ხანგრძლივი დასვენების შემდეგ წლის სწორედ ამ დროს იწყება სწავლა, მოსავლის აღება, ამინდები გრილდება, ტანისამოსი იცვლება. ერთი სიტყვით, დავიწყებას მიეცემა ძველი და ვეგებებით რაღაც ახალს.
სწორედ ეს "ახალი სასწავლო წლის" დაწყების შეგრძნებაა იდეალური იმისთვის, რომ დავისახოთ ახალი მიზნები და დავკავდეთ ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ახალი აქტივობებით, მათ შორის ვარჯიშით.
6. ახალი რეჟიმი
ყველამ, ვისაც შეხება აქვს ვარჯიშთან, ძალიან კარგად იცის, ვარჯიშის ხანგრძლივი ჩვევის გამოსამუშავებლად რამდენად მნიშვნელოვანია მტკიცე რუტინა და განმეორებითობა. ზაფხული საკმაოდ დახუნძლულია სოციალური აქტივობებით, სპონტანური სიახლეებითა თუ გასართობებით, რაც რაიმე სახის ვარჯიშის მუდმივი რუტინის დანერგვას ძალიან ართულებს.
რაც შეეხება შემოდგომას, ის უფრო სტრუქტურული და დალაგებულია. ეს სასურველი რეჟიმის გამომუშავების შესაძლებლობას იძლევა და იდეალურია ვარჯიშის დასაწყებად.
7. ახალი წლისთვის მომზადება
ფოტო: Giphy
შობა და ახალი წელი ყველასთვის საკმაოდ გამორჩეული დღესასწაულებია. ადამიანთა უმრავლესობისთვის ამ დროს დიეტა და ზომიერება მეორეხარისხოვანია და მთავარი აქცენტი გართობასა და დროსტარებაზე კეთდება.
თუკი ახალ წლამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყებთ ვარჯიშსა და ჯანსაღ კვებას, ნანატრი დღესასწაულების დადგომისას თქვენ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უფრო მეტად იქმნებით მზად იმისთვის, რომ ცდუნებებს გაუძლოთ ან, სულაც, მრავალთვიანი ვარჯიშის შემდეგ დამსახურებული ჯილდო მიიღოთ და ამის გამო სინდისმა არ შეგაწუხოთ.
FitPass — დაიწყეთ ვარჯიში მხოლოდ ერთი ბარათით
ფოტო: The New York Times
FitPass უკვე წელიწადზე მეტია საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებაზე ზრუნავს. ფიტპასი მომხმარებლებს სთავაზობს ერთ ბარათს, ერთი სააბონენტო გადასახადით, რომლის მეშვეობითაც კომპანიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს საქართველოს 120-ზე მეტი სპორტული ობიექტის 40-ზე მეტი სხვადასხვა სერვისით, სპორტული მიმდინარეობითა თუ დაწესებულებით — მათ შორის ფიტნესით, აუზით, ჩოგბურთით, აკვა-აერობიკით, კრივით, ზუმბათი, იარაღის სროლით, პილატესით, იოგით, კლდეზე ცოცვით, მშვილდოსნობით, ცეკვით, აერობიკითა და კიდევ 30+ აქტივობით — ერთდროულად სარგებლობა შეუძლიათ ნებისმიერ დროს, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.
ეს ბევრად უფრო კომფორტული და მომგებიანია, ვიდრე შესაბამისი სერვისების ცალკეული აბონემენტების შეძენა.
ამავე თემაზე:
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
-
ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა
გადახედვა
-
ნახეთ — როგორ გამოიყურებიან ჰანა მონტანას მსახიობები 20 წლის შემდეგ ნახეთ — როგორ გამოიყურებიან ჰანა მონტანას მსახიობები 20 წლის შემდეგ
გადახედვა
კომენტარები