გიგა ბოკერიამ ხობის რაიონის მოსახლეობას ევროპული საქართველოს გეგმა გააცნო
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში, გიგა ბოკერია, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში, საჭოჭუოს უბანში, ადგილობრივებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და ევროპული საქართველოს გეგმა გააცნო.
გიგა ბოკერიას თქმით, როგორც ამ სოფელში, ისე მთლიანად რეგიონში, მძიმე ეკონომიკური კრიზისი, გაჭირვება, უმუშევრობა და უიმედობაა, ხოლო ადამიანებს აქვთ ცვლილებების მოლოდინი.
მოსახლეობასთან შეხვედრისას გაიმართა დისკუსია, რა დროსაც გიგა ბოკერიამ და ადგილობრივებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც ადამიანებს ყველაზე მეტად აწუხებთ. გიგა ბოკერიამ მოსახლეობას გააცნო პარტიის ეკონომიკური გეგმაც.
ბოკერიას თქმით, ის ინფრასტრუქტურული, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც მოსახელობას აწუხებს, ის უიმედობა, რომელიც აქვთ ადამიანებს, უნდა შეიცვალოს 31 ოქტომბერს, გარდამტეხი ცვლილებებით.
"ერთ პატარა უბანში ჭალადიდის, საჭოჭუოში გვქონდა შეხვედრა და ძალიან საინტერესო იყო, რადგან მთელი სპექტრი იყო პოლიტიკური შეხედულებების და ძალიან ცოცხალი დისკუსია გვქონდა. ყველა შეხედულების ადამიანი ერთ მთავარ რამეზე თანხმდება, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და ცვლილებების დრო არის, რომ უნდა გადატყდეს ეს ვითარება და შეიცვალოს ყველაფერი. ამიტომ ჩემი გზავნილი იყო, რომ ჩვენ, ევროპულ საქართველოს გვაქვს კონკრეტული გეგმა, ის ვალდებულებები რაც ავიღეთ, რათა ეს ცვლილებები მოვიტანოთ", — აღნიშნა მან.
გიგა ბოკერიამ გეგმის ნაწილად გადასახადების დაწევა, ხალხისთვის მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემა, დახმარებების გაორმაგება მათთვის, ვისაც უჭირს, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, ამ ხარჯების ეკონომიკაში დატოვება და ქალაქებისა და სოფლებისათვის რეალური ძალაუფლების მიცემა დაასახელა.
"ხელისუფლება ანგარიშვალდებული უნდა იყოს ხალხის წინაშე და ხალხს თვითონ უნდა შეეძლოთ თავიანთი შრომით საკუთარი ბედნიერების მოპოვება. სწორედ ასე მოვიტანთ იმ გარდამტეხ ცვლილებებს, რაზეც თანხმდება ყველა", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები