ადამიანის უფლებათა ცენტრი სკოლის დირექტორისა და პედაგოგის სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვს
ფოტო: Stock
ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის №67-ე სკოლის დირექტორისა და პედაგოგის სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვს. ამის შესახებ ცენტრი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას მიმართავს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი წერს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთ-ერთ უფროსკლასელს აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, რასაც მათი ინფორმაციით, თან ერთვის თანაკლასელთა მხრიდან სისტემატიური ფიზიკური და ვერბალური ძალადობა. ცენტრის ცნობით, აღნიშნულს ხელს უწყობს სკოლის დირექტორის, დამრიგებლისა და სხვა პასუხისმგებელ პირთა უმოქმედობა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლებრივ დახმარებას უწევს მოქალაქეს, რომელიც ითხოვს მისი შვილისთვის განათლების სრულფასოვანი მიღებისთვის ქმედითი ღონისძიებების გატარებას:
"ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის ზ ქვეპუნქტის თანახმად, მოსწავლეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დაუწესოს შეღავათები მისი სწავლისა და აღზრდისთვის აუცილებელი პირობების შესაქმენლად. თუმცა, რეალურად არ ხორციელდება ისეთი ძირითადი უფლების დაცვაც კი, როგორიცაა სკოლის ტერიტორიაზე მყოფი მოსწავლეების უსაფრთხოება".
ცენტრი აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა პასუხისმგებელ პირთა უმოქმედობაა:
"2015 წლის დეკემბერში ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში მშობლის, განცხადების საფუძველზე, მშობლის თანდასწრებით გააფრთხილეს თანაკლასელი, რათა შემდგომში აღარ მიეყენებინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კლასელისთვის შეურაცხყოფა და დაეცვა სკოლის შინაგანაწესი. ამის მიუხედავად, ძალადობა ისევ პერმანენტული ხასიათის იყო. 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მაისამდე მოსწავლე რ.ი. არ ცხადდებოდა სკოლაში, ვინაიდან მისთვის გაუსაძლისი იყო დაცინვისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ობიექტად ყოფნა".
ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის მე-7 მუხლის მიხედვით, შშმ ბავშვების მიმართ სახელმწიფომ ყველა ზომებს უნდა მიმართოს, რათა შშმ ბავშვები სხვა ბავშვების თანასწორად სარგებლობდნენ ადამიანის უფლებებითა და ყველა ფუნდამენტური თავისუფლებით. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 ნაწილით, მოსწავლეს უფლება აქვს, დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან. ამავე კანონის მე-20 მუხლით, სკოლა ვალდებულია, ძალადობის, ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფაზე დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, აღნიშნული მოსწავლის უფლებათა დასაცავად არ ხორციელდება არც საერთაშორისო და არც ეროვნული კანონმდებლობის დათქმა. შშმ მოსწავლე რ.ი. დღესაც უარს ამბობს სკოლაში სწავლაზე, რისი მიზეზიც მის მიმართ განხორციელებული გაუსაძლისი დაცინვა და ფიზიკური შეურაცხყოფაა.
-
გივი მიქანაძე: შეიქმნება დროებითი საბჭო, სადაც წარმოდგენილი იქნებიან როგორც თსუ-ს, ასევე სტუ-ს წარმომადგენლები და ისინი განახორციელებენ რეორგანიზაციას გივი მიქანაძე: შეიქმნება დროებითი საბჭო, სადაც წარმოდგენილი იქნებიან როგორც თსუ-ს, ასევე სტუ-ს წარმომადგენლები და ისინი განახორციელებენ რეორგანიზაციას
გადახედვა
-
კენდრიკ ლამარი ყველაზე მეტი ჯილდოთი გრემის ისტორიაშია კენდრიკ ლამარი ყველაზე მეტი ჯილდოთი გრემის ისტორიაშია
გადახედვა
-
8 თებერვალს სამოქალაქო ფორუმი “ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება — საქართველოს გულისთვის” გაიმართება 8 თებერვალს სამოქალაქო ფორუმი “ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება — საქართველოს გულისთვის” გაიმართება
გადახედვა
-
გრემი 2026-ის გამარჯვებულები — იხილეთ სია გრემი 2026-ის გამარჯვებულები — იხილეთ სია
გადახედვა
-
სამთავრობო ტელეკომპანია “იმედის” ეთერში პოლიტიკურ დებატებს მაგდა ანიკაშვილი გაუძღვება სამთავრობო ტელეკომპანია “იმედის” ეთერში პოლიტიკურ დებატებს მაგდა ანიკაშვილი გაუძღვება
გადახედვა
-
გოეთეს ისტორიულ კოლექციაში 40 მლნ წლის წინანდელი ჭიანჭველა აღმოაჩინეს გოეთეს ისტორიულ კოლექციაში 40 მლნ წლის წინანდელი ჭიანჭველა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორი იყო სამყაროს დასაწყისი შემდეგი პოდკასტი: როგორი იყო სამყაროს დასაწყისი
-
Creator-ის გამარჯვებული ცნობილია — უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე Creator-ის გამარჯვებული ცნობილია — უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
-
დააფიქსირეს ობიექტი, რომელიც შეიძლება დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა იყოს დააფიქსირეს ობიექტი, რომელიც შეიძლება დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა იყოს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი სერიალი საჭმლით ქვიზი: გამოიცანი სერიალი საჭმლით
-
სალომე ზურაბიშვილი: ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს "მოსკოვის მექანიზმი" საქართველოსთვის, მათთვის, ვინც იბრძვის მნიშვნელოვანი ეტაპია სალომე ზურაბიშვილი: ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს "მოსკოვის მექანიზმი" საქართველოსთვის, მათთვის, ვინც იბრძვის მნიშვნელოვანი ეტაპია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
-
მიხეილ სააკაშვილი: მინდა მივმართო საშუალო და წვრილ ბიზნესს — ოპოზიციის დაფინანსება და თქვენ მიერ საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა — თქვენი და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა! მიხეილ სააკაშვილი: მინდა მივმართო საშუალო და წვრილ ბიზნესს — ოპოზიციის დაფინანსება და თქვენ მიერ საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა — თქვენი და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა!
გადახედვა
-
რა არის ძილის პარალიზი და როგორ ავირიდოთ ის თავიდან რა არის ძილის პარალიზი და როგორ ავირიდოთ ის თავიდან
-
იმერეთში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს იმერეთში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
-
ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის — ზურა ჯაფარიძე "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის — ზურა ჯაფარიძე "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე
გადახედვა
-
ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ილონ მასკს SpaceX-ისა და xAI-ს გაერთიანება სურს ილონ მასკს SpaceX-ისა და xAI-ს გაერთიანება სურს
გადახედვა
-
გერმანია მოუწოდებს საქართველოს, გააუქმოს ან შეცვალოს სადავო კანონები გერმანია მოუწოდებს საქართველოს, გააუქმოს ან შეცვალოს სადავო კანონები
გადახედვა
-
"ოცნების" პარლამენტი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვას მომავალი კვირიდან დაიწყებს "ოცნების" პარლამენტი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვას მომავალი კვირიდან დაიწყებს
გადახედვა
კომენტარები