რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა — ახმატ კადიროვმა თავისი უმცროსი ძმის, ადამ კადიროვის ადგილი დაიკავა. მემკვიდრეობის რიგითობის ცვლილების შესახებ ინფორმაცია ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) წყაროზე დაყრდნობით რუსულმა მედიასაშუალებამ, Novaya Gazeta Europe-მ გაავრცელა.
როგორც OC-MEDIA წერს, ადამ კადიროვმა მამის კეთილგანწყობა ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ინციდენტის შემდეგ დაკარგა. FSB-ს წყარო ამტკიცებს, რომ რამზან კადიროვი თავიდან "ძალიან ნერვიულობდა" შვილის გამო, მაგრამ მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ მისი მდგომარეობა დასტაბილურდა, "ბრაზი გადმოანთხია" და მემკვიდრის არაფორმალური სტატუსი ჩამოართვა. წყაროს თანახმად, ადამ კადიროვი "სათადარიგოთა სკამზე" იმის გამო დასვეს, რომ მან მამა "რთულ პოლიტიკურ მომენტში ძალიან იმედგაცრუებული დატოვა". "დუსტუმს [ადამ კადიროვის მეტსახელი] აშკარად დაუქვეითდა სტატუსი, თუმცა გაურკვეველია, რამდენ ხანს იქნება ის სათადარიგოთა სკამზე", — განაცხადა კადიროვის გარემოცვის წყარომ.
"ბოსი ძალიან შეშინებული იყო და შვილის სახელით მოსკოვში გავლენიან ფიგურებს უნდა დაჰკავშირებოდა. როდესაც ნათელი გახდა, რომ ყველაფერი მეტ-ნაკლებად რიგზე იყო, მან ბრაზი გარეთ გამოუშვა. დუსტუმმა თავისი სულელური საქციელით, მას სერიოზული კომპრომეტირება გაუკეთა, თანაც ასეთ რთულ პოლიტიკურ მომენტში. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ადამზე ამას დიდად არ უმოქმედია. ის უფრო იმის გამოა ნაწყენი, რომ ექიმებმა კომპიუტერული თამაშები აუკრძალეს. მას არ აინტერესებს ჩეჩნეთი ან პოლიტიკა, მაგრამ ცხოვრება PUBG-ის გარეშე ვერ წარმოუდგენია", — იტყობინება Novaya Gazeta Europe.
რამზან და ახმატ კადიროვები
ფოტო: kaktus.media
ჟურნალისტების თქმით, ახმატ კადიროვი ბოლო კვირების განმავლობაში რეგულარულად ახლავს მამას ოფიციალურ ღონისძიებებზე, ესწრება შეხვედრებს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან და მონაწილეობს რელიგიურ შეკრებებში, მათ შორის პარასკევის ლოცვაზე, სადაც ის ჩეჩნეთის ლიდერისა და მისი ახლო გარემოცვის გვერდით პირველ რიგში ჩანს.
ამავდროულად, ადამ კადიროვმა, რომელიც ადრე ხშირად ჩნდებოდა მამის გვერდით, ბოლო დროს ნაკლებად თვალსაჩინო როლი დაიკავა. რელიგიურ ღონისძიებებზე ის უფრო უკანა რიგებშია, ხოლო ჩეჩნეთის სახელმწიფო მედიის ოფიციალურ რეპორტაჟებში ის უფრო იშვიათად ჩნდება.
ცნობისთვის, ადამ კადიროვი ავტოავარიაში 16 იანვარს მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვის ავტომობილი სხვა მანქანას შეეჯახა, რომლის მძღოლიც დაიღუპა. ადამ კადიროვი და მისი გარემოცვის დაახლოებით 20 წევრი ჰოსპიტალიზებული იქნა. მოგვიანებით ის სამკურნალოდ მოსკოვში გადააფრინეს.
რამზან კადიროვმა ავარიის შესახებ ცნობებზე საჯარო კომენტარი მხოლოდ 9 თებერვალს გააკეთა და მათ "შემოგდებული ამბავი" უწოდა. მეორე დღეს გამოაქვეყნა შვილის ვიდეო, რაც ინციდენტის შემდეგ მისი პირველი საჯარო გამოჩენა იყო.
-
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა
გადახედვა
-
მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
გადახედვა
-
პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია
გადახედვა
-
CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია
გადახედვა
-
Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ
გადახედვა
-
ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს
გადახედვა
-
მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ? ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ?
-
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე? ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით
-
როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
-
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა
გადახედვა
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს" შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს? ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
გადახედვა
კომენტარები