პრორუსული პარტიის ანტითურქული რიტორიკა — ცესკომ პატრიოტთა ალიანსს დარღვევა დაუდგინა
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ ღიად პრორურულმა პარტიამ, პატრიოტთა ალიანსმა ანტითურქული რეკლამების გავრცელებით საარჩევნო კოდექსი დაარღვია. ცესკოში აცხადებენ, რომ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა. მათივე განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტს დააჯარიმებენ თუ არა პარტიას.
პარტიას საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა დაუდგინეს, რაც ეთნიკური დაპირისპირებისა და შუღლის ჩამოგდების მცდელობებს მოიცავს. კერძოდ, მუხლის მიხედვით, საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.
პრორუსული პარტიის ანტითურქული რიტორიკა
პარტიის დარღვევების შესახებ ცესკოს არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა 2 სექტემბერს მიმართა. ცესკოში ამბობენ, რომ მანამდე ამ საკითხის მოკვლევა თავმჯდომარემ თავად დაიწყო.
საქმე ეხებოდა Facebook გვერდზე განთავსებული 6 საარჩევნო კლიპისა და მათი გამოყენებით შექმნილი Facebook რეკლამებს, რომლებიც მიზნად ისახავდა თურქეთის სახელმწიფოს მიმართ საქართველოს მოქალაქეებში მტრული განწყობების ჩამოყალიბებას, ასევე, შეიცავდა რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს.
ISFED-ის ინფორმაციით, თითოეული ანტითურქული რეკლამის საფასური 100-დან 200 დოლარამდე მერყეობდა, ხოლო თითოეული რეკლამის გავრცელების პოტენციური მასშტაბი საარჩევნო ასაკის მილიონზე მეტ მომხმარებელს მოიცავდა
Facebook-ის Ad Library-ში ჩანს, რომ პარტიამ ამ ვიდეოების რეკლამირებაში 4 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე ჯამში $1 910 დახარჯა.
ვიდეორგოლების შინაარსი დეზინფორმაციულია. ალიანსის ლიდერები ტყუილებზე დაყრდნობით ცდილობენ გააღვივონ აგრესია თურქების მიმართ და ამტკიცებენ, რომ მეზობელ ქვეყანას ოკუპირებული აქვს საქართველოს მიწების 33%. მათივე მტკიცებით, თურქეთის ინტერესებშია აჭარის, გურიის და ახალციხის რაიონების "ოკუპაციაც" და ამას ქვეყნის ლიდერები "ღიად აცხადებენ".
დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი ამტკიცებენ, რომ თურქეთში მზადდება რუკები, რომლებზეც საქართველოს რეგიონები მათ შემადგენლობაშია. მათივე თქმით, ამ რუკებზე თურქებს "მიტაცებული აქვთ" კვიპროსი, სირიის ჩრილოეთ რაიონები, ერაყისა და საბერძნეთის ჩრილოეთ ნაწილი და აზერბაიჯანის ნაწილიც. მსგავსი შინაარსის დეზინფორმაცია თურქეთის "ექსპანსიურ ინტერესებსა" და რუკებზე უკვე წლებია ვრცელდება და არცერთხელ არ დადასტურებულა.
ამ სარეკლამო ვიდეოებში დეზინფორმაციულადაა წარმოჩენილი ისტორიულ წარსული და ყარსის ხელშეკრულების საკითხიც, რომლითაც რუსული აქტორები წლებია აპელირებენ. ალიანსი თურქეთს წარმოაჩენენ ქვეყანად, რომლისგანაც საქართველოს გენოციდის საფრთხე ელის. ვიდეოებს თან ახლავს წარწერების და მოწოდებები აჭარის "დაცვის" აუცილებლობაზე.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პარტია ანტითურქული განწყობების გაღვივებას ცდილობს. იმავე ტაქტიკას იყენებენ ისინი წლებია, ყოველი არჩენების წინ, მაშინ, როცა რეალურად მტრულ ქვეყანას, რუსეთს "ოკუპაციის პრობლემის მომგვარებლად" წარმოაჩენენ.
რუსული ფული ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიაში
წლევანდელი არჩევნებისთვის პარტია მხოლოდ ტელეკომპანია ობიექტივში გაშვებული რეკლამებით არ შემოიფარგლა და ანტითურქული საარჩევნო ბანერებიც გამოაკრა, რომლებზეც აჭარის რეგიონი აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად ოკუპირებულად იყო წარმოჩენილი. ბანერები ალიანსს ჯერ ლელოს აქტივისტებმა, შემდეგ კი მუნიციპალურმა სამსახურებმა ჩამოუხსნეს.
პარტია ქართული პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტურმა უმრავლესობამ გააკრიტიკა და მათი არჩევნებიდან მოხსნა და მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაც მოითხოვეს. ალიანსში პრობლემა არა მათ ბანერებში, არამედ "სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმსა" და მათ "შეგზავნილ" ორმაგ აგენტებში დაინახეს და განაცხადეს, რომ "აჭარა გაუფერადეს" და სინამდვილეში ისინი რეგიონის ყვითლად, ანუ "საფრთხის ქვეშ მყოფად" წარმოჩენას ცდილობდნენ.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პარტიის მსგავსმა რიტორიკამ და პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა არაერთი კითხვა გააჩინა საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობებზე. ამ აზრს ამყარებს პატრიოტთა ალიანსის მიერ დაფინანსებული ე.წ. კვლევაც, რომლითც პარტია ცდილობს დაამტკიცოს, რომ საქართველოს მოსახლეობა რუსეთთან მოლაპარაკებებისა და უბლოკო სტატუსის მომხრეა. კვლევას არაერთი ხარვეზი აქვს და მანიპულაციური შინაარსისაა.
ალიანსის რუსეთიდან დაფინანსების შესახებ საგამოძიებო მასალა გამოაქვეყნა ცენტრმა დოსიემაც, რომლის მიხედვითაც, პარტიას კრემლთან დაახლოებული პირები უგეგმავენ, საარჩევნო კამპანიას და მათ დაახლოებით 8 მილიონით აფინანსებენ.
დოსიე აცხადებს, რომ ალიანსის გასაპიარებლად დაქირავებულია სპუტნიკის მიერ დაფინანსებული სააგენტო Regnum და პოლიტიკური ცენტრი ჩრილოეთ-სამხრეთი, რომლის ხელმძღვანელიც კრემლთან და რუსეთის საგარეო საქმთა მინისტრის პრესსპიკერ, მარია ზახაროვასთან დაკავშირებული პირია. მათივე თქმით, მოსკოვური კომპანია POLITSECRETS, რომელიც ალიანსის კამპანიას გეგმავს, ურჩევს მათ, პრობლემურ თემებზე გააკეთონ აქცენტი, ქართველ ამომრჩეველში უკმაყოფილება გააძლიერონ, ელექტორატი გახლიჩონ და ამ ფორმით ხმები წაართვან ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრობასა და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც.
- გაიგეთ მეტი: კრემლის საარჩევნო ფსონი პატრიოტთა ალიანსზე — დოსიეს გამოძიება და ინაშვილის "კონტრარგუმენტი"
ეჭვები გამყარდა მაშინაც, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინაშვილი თანაპარტიელ გიორგი ლომიასთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველს, ასლან ბჟანიას შეხვდა. კრიტიკას ინაშვილმა "ჰუმანიტარული მისიით" უპასუხა და ამტკიცებდა, რომ ოკუპირებულ რეგიონში ხატის საჩუქებლად და "შერიგებისკენ ნაბიჯის გადასადგემად" ჩავიდა. თუმცა შედეგად მხოლოდ დე ფაქტო და ადგილობრივი ოპოზიციის კრიტიკა და ენგურის ხიდზე გამობრუნებული ხატი მიიღო.
ცენტრი დოსიე წერდა, რომ მსგავსი "კონტრარგუმენტების" შემუშავებაში პარტიას კრემლი დაეხმარა. მათი მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, რუსეთში წინასწარ გაწერეს თეზისები, რომლებითაც ალიანსის ლიდერებს ჟურნალისტებისა და ოპონენტების კრიტიკული პოზიციები უნდა მოეგიერებინათ. სწორედ ამ დოკუმენტში წერია, რომ მთავარი აქცენტი ხატის შეწირვაზე და აფხაზეთთან დიალოგის აუცილებლობაზე უნდა გაეკეთებინათ.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა







კომენტარები