ამ მთავრობას ჰგონია, რომ როცა დარბაზს გაარემონტებენ, ეს არის სპორტი, თუმცა ცდებიან — უგულავა
ფოტო: ევროპული საქართველო / Facebook
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის ოლქში, გიგი უგულავა, ზუგდიდში დამსახურებულ მწვრთნელს, რეზო ბუკიას შეხვდა, რომელიც, უგულავას თქმით, პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.
ევროპული საქართველოს ინფორმაციით, რეზო ბუკია ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, რაიონულ პოლიციასთან ერთად, ცდილობს შეზღუდოს მისი საქმიანობა და ბოტანიკურ ბაღში სპორტსმენების ვარჯიშს უკრძალავს.
გიგი უგულავას განცხადებით. ადგილობრივი ხელისუფლება რეზო ბუკიას ავიწროებს მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ აძლევს მას საშუალებას სპორტსმენები ავარჯიშოს. უგულავამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო არ უნდა ხდებოდეს ადამიანების ამ მდგომარეობაში ჩაყენება და მაქსიმალურად უნდა წახალისდეს კერძო სპორტული სკოლები.
"ბატონი რეზო არის პირდაპირ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, რადგან ის გამოაგდეს სამსახურიდან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების მიმართ არის ოპოზიციურად განწყობილი. ამის მიუხედავად, ის თავისი ინიციატივით ავარჯიშებს ბავშვებს, ზრდის სპორტსმენებს და სწორედ აქ არის მთავარი საკითხი. ხელი უნდა შევუწყოთ კერძო სკოლებსაც, რათა იყოს კონკურენცია და მრავალფეროვნება, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი ეზიაროს სპორტს ბავშვობიდანვე. აქ ამის საპირისპირო კეთდება ყველაფერი და ეს უნდა დასრულდეს, აქ, ზუგდიდში ასაწყობია თავიდან სისტემა, სისტემა, რომელიც სოციალურად დაუცველ ბავშვებზე სხვანაირად იმუშავებს და სახელმწიფო მათ გადასახადს მთლიანად დაფარავს. ასე უნდა იყოს სხვა კატეგორიაზეც", — განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, უნდა იყოს გამოყოფილი პრიორიტეტული სპორტის სახეობები და ბავშვთა სპორტზე უნდა დაიხარჯოს მეტი ფული, რათა მივიღოთ რეალური შედეგი. ერთი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მეორე სპორტის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.
"ეს მთავრობა რასაც აკეთებს, არის საპირისპირო. მათ ჰგონიათ, რომ როდესაც რაიმე დარბაზს გაარემონტებენ, ეს არის სპორტი, თუმცა ცდებიან. სპორტი არის ბავშვი და მასწავლებელი. თუ მასწავლებელი არ გყავს, დარბაზებს ასლან აბაშიძეც არემონტებდა და მერე საჩვენებელ დარბაზებად ჰქონდა მოწყობილი. აი, ეს მიმართულება აქვს ამ ხელისუფლებას აღებული და ამ არჩევნებთან ერთად ეს მიდგომაც უნდა შეიცვალოს, კერძო სკოლების დემონიზაცია არ უნდა მოხდეს, პირიქით, კერძო სკოლების ინიციატივა სახელმწიფომ უნდა წაახალისოს", — აღნიშნა გიგი უგულავამ.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები