საქართველოში დამზადებული 7 არაჩვეულებრივი საახალწლო საჩუქარი
ფოტო: AlterSocks
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება კითხვა: რა ვაჩუქო? მართლაც და, რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს, ოჯახის წევრს, სიქრეთ სანტაში ამოსულ ობიექტს, მეგობარს? ამაზონზე საჩუქრის არჩევისგან ყველა ვიკავებთ თავს, მაღაზიებში კი რამე ორიგინალურის პოვნა ძალიან რთულია. ჩვენ გირჩევთ, არჩევანი ქართველ ხელოვანებსა და მეწარმეებზე შეაჩეროთ. ამით ქართულ პროდუქტსაც დაუჭერთ მხარს და თქვენთვისაც გაიადვილებთ საქმეს.
1. QISA
ქისა საქართველოში შექმნილ სასაჩუქრე ნაკრებს გთავაზობთ, რომელშიც მისალოცი ბარათი, შეფუთვა, საახალწლო ხის სათამაშოები და მთავარი საჩუქარი შედის. ასეთი საჩუქარი განსაკუთრებით მაშინ გამოგადგებათ, თუ ზუსტად არ იცით ადამიანის გემოვნება და არ გსურთ, შეცდომა დაუშვათ. თან, შეფუთვაც აღარ დაგჭირდებათ.
ფოტოზე მოცემული ქისა თავისი შიგთავსით 70 ლარი ღირს.
2. Brag
იცით, რომ საქართველოში ასეთი ორიგინალური ჩანთები იქმნება? დიზაინი მრავალფეროვანია (ფორმის, ფერის, ქსოვილის მიხედვით), მიწოდება კი - სწრაფი. კომპანია სხვა ქართული სტარტაპების მსგავსად კლიენტებთან საკომუნიკაციოდ Facebook-ის გვერდს იყენებს.
ქვემოთ მოცემული ჩანთა, რომელიც ყველა საახალწლო წვეულებაზე გამოგადგებათ, 55 ლარი ღირს.
3. AlterSocks • ალტერსოქსი
ალტერსოქსს უკვე ჰყავს კლიენტების დიდი არმია. ამ მხიარულ წინდებს ნახავთ გუდვილის სავაჭრო ცენტრში, პიქსელში, East point-სა და თბილისი მოლში. არჩევანი მრავალფეროვანია და სულ ახლახან კოლექციას კიდევ რამდენიმე მოდელი დაემატა. ერთი წყვილის ფასი 7.50 ლარიდან 8.50 ლარამდეა, თუმცა სამი წყვილის შეძენის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლებაც. კონსულტანტები, რომლებიც ალტერსოქსის სტენდებთან მუშაობენ, თქვენ მიერ შერჩეულ წინდას ლამაზად შეგიფუთავენ და გაგატანენ ადრესატთან.
ესეც საახალწლო დიზაინი.
4. Animal Made
ნაქსოვი ტანისამოსი და ცხელი სასმელი ზამთრის განუყრელი ატრიბუტებია. Animal Made-მა ეს ორი რამ გააერთიანა და ჭიქები კრეატიულად შემოსა. მათთან ერთად ყველანაირ სიცივეს გადაურჩება ადამიანი. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო კრეატიული? შეკვეთა Facebook-ის საშუალებით შეგიძლიათ და მიწოდებაც უმოკლეს ვადებში ხდება.
ქვემოთ მოცემული თბილად ჩაცმული ჭიქის ფასი სულ რაღაც 15 ლარია.
5. Musya's Crafts
ხისგან დამზადებული ბეჭდები, საყურეები და გულსაბნევები არაჩვეულებრივი საჩუქარი იქნება თქვენი ხელოვანი ან ხელოვნებისმოყვარული მეგობრებისთვის. ფორმები - ორიგინალურია, ფერები - ხასხასა. სამკაულების შეძენა Facebook-ით ან მაღაზია 17 კვადრატში შეგიძლიათ.
გვერწმუნეთ, 80-იანების დისკოს თემაზე შექმნილი ეს აქსესუარები არავის დატოვებს გულგრილს.
6. Moriarty
მორიარტი შემოქმედებითი ბრენდია, რომელიც 2014 წელს დაარსდა და მას შემდეგ მომხმარებელს ორიგინალურ სასაჩუქრე იდეებს სთავაზობს. პოსტერები მათი ერთ-ერთი მიმართულებაა. თქვენ საშუალება გეძლევათ სასურველი ფოტო ილუსტრაციად აქციოთ და საყვარელ ადამიანს სიმბოლური, თქვენივე ფანტაზიითა და გემოვნებით შექმნილი პოსტერი აჩუქოთ.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე Moriarty.ge.
მაგალითისთვის, მათ მიერ შესრულებული ერთ-ერთი ნამუშევარი ასე გამოიყურება.
7. Nido
Nido.ge ინტერნეტმაღაზიაა, რომელშიც ქართული ხელნაკეთი ნივთები უხვადაა წარმოდგენილი. ამჟამად საახალწლო დეკორაციებზე 50%-მდე ფასდაკლებაა. ფასები ხელმისაწვდომია და ნამუშევრები ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან მზადდება. 35 ლარზე მეტი შენაძენის შემთხევაში ადგილზე მიტანა უფასოა.
ეს საახალწლო დეკორაცია ქართველი არტისტის, დათო კაჭარავას მიერ არის შექმნილი.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა

კომენტარები