დავით ბაქრაძემ და სერგო რატიანმა ხარაგაულში ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ ხარაგაულში საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი სერგო რატიანი წარადგინა.
დავით ბაქრაძემ და სერგო რატიანმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს. მათ ასევე წარადგინეს პარტიის გეგმა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები როგორც ხარაგაულში, ისე მთლიანად საქართველოში.
სერგო რატიანის თქმით, რეგიონში არის მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემები, ხოლო ხელისუფლება ადგილობრივებს არ აქცევს ყურადღებას. დავით ბაქრაძემ ადგილობრივებთან საუბრისას გაამახვილა ყურადღება სოციალურ პრობლემებზე. მისი თქმით, პარტიას აქვს გეგმა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, გაორმაგდება სოციალური დახმარებები, რითაც ცოტათი მაინც გაუმჯობესდება იმ ადამიანების მდგომარეობა, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს.
"ხარაგაული ერთ-ერთი ის რაიონია, სადაც კარგად ჩანს ამ ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პრობლემა. კორუფცია, არაფორმალური ვითარება და ხალხისადმი ნულოვანი ყურადღება. არ ვიცი, ასეთი ვითარება თუ კიდევ სხვაგან არის, რადგან ამ წლების განმავლობაში სოფლების უმრავლესობას გაზი არ მიეწოდება, გზა არ არის, წყალი არ არის, მძიმე მდგომარეობაა. ხალხის განწყობა ისეთია, რომ ჩვენ გვეყოლება ახალი ხელისუფლება, ეს გარდაუვალია. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით დავდივართ და ხალხი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული ოლიგარქიული მმართველობა უნდა შეიცვალოს", — განაცხადა სერგო რატიანმა.
"ტრადიციულად ძალიან რთული რაიონია ხარაგაული, სადაც მოსახლეობას ძალიან უჭირს და ბევრი ადამიანი არის დამოკიდებული პენსიასა და სოციალურ დახმარებაზე. იმ პირობებში, როდესაც ყველაფერი ძვირდება, იმ პირობებში, როდესაც შესვლიდან შესვლამდე გაძვირებული ხვდებათ ადამიანებს მედიკამენტები, პროდუქტი. აუცილებელია რადიკალური ცვლილებები და სწორედ ამიტომ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი გეგმა გახლავთ წლის ბოლომდე პენსიებისა და სხვადასხვა სოციალური დახმარებების გაორმაგება. სწორედ ამ ადამიანებს უჭირთ ყველაზე მეტად. ჩვენ მათ ვპირდებით, რომ არჩევნების გამარჯვების შემთხვევაში გაიზრდება სოციალური დახმარებები, რათა ცოტათი მაინც გავაუმჯობესოთ იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ", — განაცხადა დავით ბაქრაძემ
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები